x
მეტი
  • 28.11.2022
  • სტატია:123938
  • ვიდეო:355469
  • სურათი:496476
გიგანტური ირემი, რომელიც 4 მეტრის გარშემოწერილობის რქებს ატარებდა
ირემი


ამ ცხოველს ლათინურად Megaloceros giganteus-ს უწოდებენ. სწორედ ასე შეარქვეს მას მეცნიერებმა, რომლებიც გამყინვარების ხანის ძუძუმწოვრების ნარჩენებს იკვლევდნენ. ისინი გაოგნებულები დატოვა გიგანტური ირმის უზარმაზარმა ზომებმა და ამიტომ მის არაჩვეულებრივ სიდიდეს ცხოველის სახელწოდებაშიც გაუსვეს ხაზი.


გიგანტური ირემი დაახლოებით 9000 წლის წინ ევროპის თითქმის ყველა კუთხეში ბინადრობდა. ის იმ დროს გადაშენდა, როცა ადამიანთა ცივილიზაცია ის-ის იყო ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა.


გიგანტური ირმის მხრების სიმაღლე 2, 1 მეტრს აღწევდა და ისიც მამონტის და ბეწვიანი მარტორქას მსგავსად მხოლოდ ბალახით და ბუჩქებით იკვებებოდა. უზარმაზარი აგებულების მიუხედავად მისი ყველაზე გამორჩეული სამკაული მაინც რქები იყო. გიგანტური ირმის რქები მართლაც განცვიფრებას იწვევს თავისი ზომებით. ეს იყო 4 მეტრის გარშემოწერილობის მქონე სიკვდილის მანქანა, რომელიც 50 კილოგრამს იწონიდა. ვაი მას, ვინც გიგანტურ ირემს გააბრაზებდა! ის დაუყოვნებლოვ გამოსცდიდა საკუთარ ტყავზე მისი რქების გამანადგურებელ ძალას.



აღსანიშნავია, რომ გიგანტური ირმის რქები მსოფლიოში დღემდე პირველ ადგილს იკავებს თავისი სიდიდით. არც მანამდე და არც მას შემდეგ დედამიწაზე არცერთ ძუძუმწოვარს არ ჰქონია ამხელა სიდიდის რქები. ასეთი რქებით ტყეში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ამიტომ გიგანტური ირემი მხოლოდ სტეპებსა და ტუნდრაში ბინადრობდა დედამიწის ჩრდილოეთით.


როგორც თანამედროვე ირმები, გიგანტური ირმებიც საკუთარ რქებს შესაწყვილებელ ორთაბრძოლებში იყენებდნენ. ვისაც უფრო დიდი და ლამაზი რქები ჰქონდა და ვინც უკეთ იბრძოდა, მდედრი ირემიც მას რჩებოდა საბოლოოდ.


მაგრამ გამოხდა ხანი. გამყინვარების პერიოდი დამთავრდა. დაიწყო ჰოლოცენი. დედამიწაზე დათბა და არემარე ყველგან უსიერმა ტყეებმა დაფარა. ლეგენდარული ზომების რქების გამო გიგანტური ირემი ამ ახალ ტყეებში ვერ გადაადგილდებოდა. ამიტომ მან ძალიან სწრაფად იწყო გადაშენება და 9000 წლის წინ დედამიწაზე ამ სახეობის არცერთი ეგზემპლარი უკვე აღარ არსებობდა.


ირემი


ადამიანები გიგანტურ ირემზე უხსოვარი დროიდან ნადირობდნენ. ჩვენი წინაპრების ნადირობის ტაქტიკა შემდგომში მდგომარეობდა: ისინი გიგანტურ ირემს ტყეში აგდებდნენ, სადაც ცხოველი რქებით ხეთა ტოტებში მალევე იხლართებოდა, რის შემდეგაც ადამიანები მას შუბებით იოლად უმკლავდებოდნენ.


გიგანტური ირმის უკანასკნელი საბრძანებელი ირლანდია იყო, სადაც მან ყველაზე დიდხანს გაძლო, რადგან კუნძულის ფლორა და ფაუნა დიდად მრავალფეროვანი არ გახლდათ. თუმცა კუნძულზე კელტების და იბერების პირველი წინაპრების გამოჩენამ და კლიმატის არსებითმა ცვლილებამ ამ ცხოველის არსებობას ბოლოს აქაც დაუდო მიჯნა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ გიგანტური ირემი საბოლოოდ გადაშენდა.

1
340
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
340
  
1 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1