x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124172
  • ვიდეო:355539
  • სურათი:496877
ეს ამბავი არსად თქმულა - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი
image
.

ტელეიმედის გადაცემა „ჩვენი შოუ“ მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მეგობრებმა ყველასთვის სყვარელი მომღერლის, აქამდე უცნობ ამბები გაიხსენეს.


ნინაკა გელაშვილმა გაიხსენა, როგორ გადაარჩინა მამუკამ არტისტი გულის წასვლას სცენაზე და ეს ყველაფერი ისე ოსტატურად გააკეთა, რომ კონცერტის მონაწილეებს ექსპრონტად დადგმული ახალი წარმოდგენა ეგონათ.

.


„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო. არ გამოეპარებოდა არცერთი დეტალი.


ერთხელ კონცერტზე, სიმღერის დასრულებისას, ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი. ისე მოხდა, რომ კიბის დეკორაციის საფეხურამდეც მისვლას ვერ ვასწრებდი, რომ დავმჯდარიყავი. ეს მამუკამ შეამჩნია, გამოვიდა და დამიწყო დამშვიდება, თან სულ მიბერავდა... არ იდარდოო, აღარ იცეკვო, არც მე ვიცეკვებ, ხელში აგიყვან და ისე გაგიყვან სცენიდანო. მაშინ კულისებში იყო მზია კვირიკაშვილი და სიცილით კვდებოდა, ამათ ახალი დადგმა მოუფიქრებიათო...“ - იხსენებს მსახიობი.

.

მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა მამუკა ონაშვილზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა და ტელეკომპანია იმედის სტუდიაში პირდაპირ ეთერში ატირდა.

,

„გაოგნებული ვართ, ერთმანეთს ვუცქერით, ველაპარაკებით და მამუკა არ არის... გავგიჟდები, დაუჯერებელია... მამუკა არ არის. ის იყო ჩვენი მოტივატორი, სიცოცხლის წყარო.

.

30 წელი ხელჩაკიდებული დავდიოდით და აი ეს ჩემი... ამ ჩემი ბუთქუნა კაცის მერე რა უნდა გავაკეთოთ, სიცოცხლე როგორ გავაგრძელოთ არ ვიცი... რამხელა დარდს ატარებდა, მე ხომ ვიცოდი მისი ყველაფერი... რა აწუხებდა, როგორ აწუხებდა, რატომ აწუხებდა, მაგრამ ერთ სიტყვას არ იტყოდა. პირიქით მთებს გადადგამდა შენი გულისთვის“ - აღნიშნა ბესო ბერულაშვილმა.

.

1
259
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
259
  
1 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1