x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
ჩვენი გალაქტიკა და ანდრომედას ნისლეული ერთმანეთს ეჯახებიან
ანდრომედას გალაქტიკა ჩვენგან 2, 5 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ეს ჩვენი გალაქტიკიდან უახლოესი გალაქტიკაა, რომელიც ღამის ცაზე იმდენად მქრქალად ანათებს, რომ მას შეუიარაღებელი თვალით თუ აკვირდებით, შესაძლოა ვერც კი შენიშნოთ. თუმცა სწორედ ეს გალაქტიკა, რომელიც ასობით მილიარდი ვარსკვლავისა და პლანეტისგან შედგება, ჩვენსკენ მოექანება და აუცილებლად შეგვეჯახება კიდეც.


თუმცა, ეს რა თქმა უნდა დღეს ან ხვალ არ მოხდება. შეჯახებამდე კიდევ არის დარჩენილი 3, 5 მილიარდი წელი. ანდრომედას გალაქტიკა მოახლოების კვალობაზე ცაზე სულ უფრო მკვეთრად დაიწყებს კაშკაშს.


ამჟამად ანდრომედას ნისლეული წამში 113 კმ/სთ სისწრაფით გვეცემა, მაგრამ რაც უფრო მოგვიახლოვდება, ეს სისწრაფე სულ უფრო გაიზრდება, ხოლო 3, 5 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენი და ანდრომედას ნისლეულების შერწყმის შემდეგ ახალი ნისლეული - ირმომედა გაჩნდება. მომავალში სწორედ ეს იქნება ჩვენი გალაქტიკა.


მეცნიერები საუბრობენ, რომ ამ შეჯახების შედეგად თითქმის შეუძლებელია რომელიმე ვარსკვლავი ან პლანეტა დაზიანდეს, რადგან ვარსკვლავებს შორის მანძილები თავად გალაქტიკების შიგნით წარმოუდგენლად დიდია. ამიტომ იმის ალბათობა, რომ ჩვენსკენ ანდრომედას ნისლეულიდან რომელიმე ვარსკვლავი ან შავი ხვრელი გამოქანდება და გადაგვყლაპავს, ძალიან დაბალია, თუმცა არა ნულის ტოლი. ამიტომ მომავალში კაცობრიობის ერთ-ერთი თავსატეხი ეს შეჯახებაც იქნება.



ანდრომედა

0
282
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0