x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
უცნაური საქორწილო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში რომელიც გაგაოცებთ
image ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს და ამ ტრადიციებში შედის საქორწინო ტრადიციებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.


ამ სურათზე ხედავთ ცენტრალური აფრიკის წარმომადგენლებს საქორწინო ცერემინიაზე.


აქ შეიძლება ითქვას საკმაოდ მკაცრი ტრადიცია აქვთ, პატარძალი და სიძე მიდიან ცალკე სახლში, სადაც პირველი საქორწინო ღამე არ შედგება, მეტიც მთელი 10 დღის განმავლობაში პატარძალი ცემს სიძეს. ეს ტრადიცია განკუთვნილია იმისათვის, რომ პატარძალი დაიცალოს ცუდი განწყობისაგან და ბედნიერი ცხოვრება გააგრძელოს ქმართან ერთად.


მეთერთმეტე ღამეს აქვს დაქორწინებულებს საქორწინო ღამე და პატარძალი უკვე ცემა-ტყეპის გარეშე ნებდება სიძეს.

ლიბიაში კი ქორწილი 8 დღის მანძილზე გრძელდება და სიძე ვალდებულია ამ 8 დღის განმავლობაში პატარძალს საჩუქრები მიართვას, რომელსაც პატარძალი ნათესავი გოგოს დახმარებით ნახულობს და ათვალიერებს.



image
კენიაში წყვილის დაქორწინების აუცილებელი პირობაა საპატარძლო ორსულად იყოს ქორწილის დროს.


გარდა ამისა სიძე ვალდებულია 3 თვის მანძილზე ატაროს ცოლის ტანსაცმელი რათა შეიგრძნოს ქალის ცხოვრების ყველა სიმძიმე.


image
კუნძულ ბალიზე საპატარძლოს უქლიბავენ კბილებს, რაც ძველი ცხოვრებიდან ახალ ცხოვრებაზე გადასვლას ნიშნავს, კბილების გაქლიბვის მერე გოგოს მამა პასუხისმგებლობას იხსნის გოგოს მომავალზე.


image
უზბეკეთში პირველ საქორწინო ღამეს სიძეს არ აკარებენ პატარძალს, სამაგიეროდ პატარძლის გვერდით იმყოფება მთელი სანათესაო, მხოლოდ მეორე ღამეს შედგება პირველი ღამე წყვილს შორის. გარდა ამისა სიძე ვალდებულია 40 ღამე გაატაროს ზედიზედ ღამის გამოტოვების გარეშე მეუღლესთან.


image

ბედუინებში საქორწინო დღესვე დგება წყვილს შორის პირველი საქორწინო ღამე, მაგრამ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი აქლემი, რომელშიც მოთავსებული იქნება ცხვრის ფარში, ცხვრის ფარშში კი ქათმის ფარში, ქათმის ფარში თევზი, რომელშიც მოთავსებული იქნება კვერცხები.

image

საჰარის მცხოვრები ტომების წარმომადგენელი ქალები განსაკუთრებულ კვებაზე ყავთ ბავშვობის ასაკიდან, რადგან თვლიან რომ პატარძალი აუცილებლად "ფუნთუშა" და ფერხორციანი უნდა იყოს.


image
ტუძზიას ტომის ხალხი, რომელიც ჩინეთში ცხოვრობს ასევე გამოირჩევა უცნაური საქორწინო ტრადიციით.


საპატარძლო 10 დღე ტირის მარტო, მეორე 10 დღე დედასთან ერთად ტირის, მესამე 10 დღე უკვე დაქალებთან და მეგობრებთან ერთად ტირის.


ამ ტომის წარმომადგენლების რწმენით ამდენი ტირილის შემდეგ პატარძალს ბედნიერი ცხოვრება ელოდება წინ.


image

პაპუასი სასიძო ვალდებულია საპატარძლოს მიართვას 20 ნიჟარა, 20 ღორის ტყავი და 20 სამოთხის ჩიტი, სმაგიეროდ პატარძალი ვალდებულია თავზე დაიხუროს ღორის კუჭი.


image
დამეთანხმებით საკმაოდ უცნაური ტრადიციებია.





0
283
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
283