x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122593
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494841
"ნაცმოძრაობის" დეპუტატი ემზარ ჯანაშვილი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა
image

.

55 წლის ასაკში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ემზარ ჯანაშვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას პარტიის ერთერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა დაუდასტურა.


.
19 სექტემბერს ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯანაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. შემთხვევა თბილისში მოხდა, სადაც ის შვილებთან იყო ჩასული. რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


.

გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯანაშვილი ნაცმოძრაობის სიის მეშვიდე ნომერი იყო და სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. 2014 წელს იყო დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი.

.
ემზარ ჯანაშვილი 2012 წლამდე დედოფლისწყაროს გამგეობაში მრავალი წლის განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ხელისუფლების ცვლილებამდე ის დედოფლისწყაროს გამგებლის პირველ მოადგილის პოსტს იკავებდა.

.
დედოფლისწყაროს ტელევიზია სამძიმარს უცხადებს ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

3
472
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
472
  
26 სექტემბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

23 სექტემბერი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

22 სექტემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3