x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122742
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495031
სოსო გოგაშვილის ახალი განცხადება 306 საკნიდან

image
"სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.


ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი. წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ.


არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.


ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინცარუნდა იყოს იგი. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და არაფერს სიმართლის გარდა.



რაც შეეხება ჩანაწერს, იქ ისმის სამი ადამიანის ხმა - მედიკოსი, ვახასი და ბინძური აგენტის. აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის.


ახლა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი და ვინმეს დასახელება მე გადამიყვანს სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს. ჩემი მთავარი მიზანი არის ოცნების კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე. "სოსო გოგაშვილი. 306-ე საკანი.

3
211
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
211
  
რაც შეეხება ამ გოგაშვილს,ჩვეულებრივი დამნაშავეა და ტყუილი ამბავია,ვერანარიად ვერ დააჯერებს ადამიანებს რო ბუა არ არის. საქმე ეგრე არ კეთდება და ვერც შედეგს მიაღწევ,როცა პირველად იგებ რო რუსეთთან კავშირები და დანაშაულებრივი სქემები იგეგმება,მაშინ უნდა თქვა და შეებრძოლო ამას,თუ პატრიოტი ხარ და მართლა ღირსეული ადამიანი. როცა ხელს ითბობ ამ ვითარებით და პროვილეგიებს იპოვებ,მაშინ არ ხარ წესიერი ადამიანი. თუ მტკიცდება რო არ არის წესიერი ადამიანი და ეს დადასტურებულია,მაშინ მისი სიტყვების ფასი ნულს დაბლა არის,სულ რო სიმართლეს ღაღადებდეს. მგელი მგელიაო ხო გაგიგიათ... ასეთი გოგაშვილები ბევრია სისტემაში და ასე იყო ყველა დროში,მერე ვიღაცასთან რაღაცას ვერ იყოფენ და მიდის გნიაზი,ერი ერთობა ასეთებით და ვაი ჩვენს პატრონს. კორუმპირებული ადამიანის არც წარსული მაინტერესებს და არც მომავალი,არც მისი ოჯახის,დედა გას... ერთიანად. მსგავს ადამიანებს გული რო მისდიოდეთ და ერთი წვეთი წყალი სჭირდებოდეს,არ უნდა მისცე და მიწა უნდა მიაყარო. დაივიწყეთ ის რო ქრისტიანული მორალი მაგას ქადაგებს,რადგან ეგრე არაა,ქრისტიანობა არ გეუბნებათ ეშმაკებს დაეხმარეთო,ეშმაკს უნდა ებრძოლო. კოლექტიური გოგაშვილები არიან ეშმაკის გაგდებულები და რაც მალე მოიშორებს საზოგადოება ასეთებს,უფრო მალე გაბრწყინდება იბერია.
ზოგადად,მიჩნეულია,ყველა ადამიანს აქვს სწრაფვა მეტი ძალაუფლებისკენ და როცა მსგავსი სისტემა არის ქვეყანაში,მაშინ ქრისტეც შესაძლოა გამყალბებელი გამხდარიყო(მისი ადამიანური ბუნების გამო). აფსურდია,გქონდეს ისეთი სისტემა,სადაც ფული საზღვრავდეს არჩევნების ბედს და შედეგს ღარიბ ქვეყანაში,ხოლო შენ ელოდო წესიერი და პროფესიონალი ადამიანების მოსვლას ხელისუფლებაში,ესე არ ხდება უბრალოდ. აქვეა პასუხი,რატომ ვერ ხერხდება ქოცეთის დამარცხება,რადგან მას აქვს დიდი ფული და სახელმწიფო რესურსები კიდევ. 2012 წელს,ივანიშვილის ფინანსებმა აჯობა სახელმწიფო რესურსებს და გაყალბების პირობებში მოვიდა ხელისუფლებაში,ხოლო ეხლა ორივე მის დაქვემდებარებაშია,ამიტომაც თუ თვითონ არ გადაწყვიტო რო საკმარისია,ვერ შეცვლით ვერანარიად.
ახალი ამბავი გვითხრა,ყველამ ვიცით რო 30 წლის განმავლობაში არჩევნები ყოველ ჯერზე გაყალბდა,ზოგჯერ მეტად და ზოგჯერ ნაკლებად. ყოფილი პოლიტიკოსი და ახალი მემარჯვენეების ლიდერი პირდაპირ ხელს ადებს გამყალბებლებს ერთერთ გადაცემაში და იმასაც ამბობს რო 2003 წლის რევოლუცია გაყალბების გამო კი არა,ცუდი გაყალბების გამო მოხდა. ის ამბობს,მოქალაქეთა კავშირში იყვნენ პროფესიონალი გამყალბებლები და ყველა არჩევნებს აყალბებდნენ,ხოლო 2002 წლის შემდეგ მათი და მოქ კავშირის გზები გაყოფილა,პროფი გამყალბებლები სამეულის მიშა,ჟვანია და ბურჯანაძის გუნდში აღმოჩნდნენ. 2003 წლის არჩევნებზე მოქ კავშირმა ცუდად გააყალბა და უაზრო ქულები დაიწერესო,ხოდა მაგიტომ მოხდა რევოლუცია უფრო სწორად,მიშას ხელიდან ეცლებოდა შანსი რო პრეზიდენტი გამხდარიყო და არა იმის გამო რამე ისეთი მოხდა,რაც მანამდე და მერე არ მომხდარა. ედუარდა თანახმა ყოფილა ახალ არჩევნებზე,მაგრამ პარლამენტის შტურმმა ჩაშალა. უფრო მეტიც,მოქ კავშირი ნაციონალური მოძრაობის მხარდამხარ მოძრაობდა წინა საარჩევნოდ და რიგ შემთხვევებში ეხმარებოდა კიდეც. ამიტომ ქოცებს უძახო არჩევნები გააყალბეთო და ხიხია სასტავი ხართო არის ცოტა სასაცილო,როგორც ნათქვამია,ქვა იმან ისროლოს ვინც უცოდველიაო.
0 1 3