x
მეტი
  • 26.09.2022
  • სტატია:122533
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494806
"ცოლი გააჩუმე თორემ შენთან შეხვედრებს ჩავშლითო" - რაზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი?

image

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას, სადაც ქალის როლსა და ფუნქციას უსვამს ხაზს.


მისი თქმით, დღევანდელი ქმედებებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ქალზე ძალადობას ამართლებენ.


გთავაზობთ სრულ "პოსტს":


"ქვეყნაში, სადაც აქტიური ცოლის ქმრებს თავად ქალები აგინებენ, ტესტოსტერონი გაუთავდა, ცოლს “აბლატავებსო” და რომანტიკად ის მიაჩნიათ, ბევრი ქალი რომ ყავს ნივთივით და პატივს არცერთს სცემს, რატომ გიკვირთ რომ ქალზე ძალადობა მართლდება?



ქვეყანაში სადაც ე. წ. უფლებადამცველები (გიგაური, ლომჯარია, ნაცვლიშვილი) აქტიური ქალის ქმარს და პარტიას აშანტაჟებენ, ცოლი გააჩუმე თორემ შენთან შეხვედრებს ჩავშლითო და ვერც კი ხვდებიან რა სიგიჟეს ჩადიან - რატომ გიკვირთ რომ ქალზე ძალადობა მართლდება?


ასე იქნება სანამ ქალებს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ და კაცის დეკორაციის ფუნქციას ასრულებენ უფლებადამცველი ქალების თვალშიც კი.


ერთხელ, რომელიმე ურჩმა ქალმა უნდა აიღოს და ყველაფრის მიუხედავად, სტატუს კვო დაამხოს - ეს იქნება დიდი breakthrough. მანამდე - კვოტებით ტილაობა."- წერს იგი.


0
303
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0