x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122742
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495031
საჭმელად უვარგისია: Skittles–ში სახიფათო ინგრედიენტი იპოვეს
„ცისარტყელას გემოს“ შესაძლოა სამწუხარო გვერდითი ეფექტი ჰქონდეს, ნათქვამია აშშ–ს ბოლო სარჩელში.


ჯენილ ტემპზმა (Jenile Thames) უჩივლა Mars–ის მფლობელებს და ამტკიცებს, რომ Skittles–ის ცნობილი კანფეტები „საკვებად სახიფათოა“, რადგან მავნე ქიმიურ ნივთიერებას, ტიტანის დიოქსიდს შეიცავს, ხოლო კომპანია მყიდველებს პოტენციურ საფრთხეზე არ აფრთხილებს.


image

ტიტანის დიოქსიდი: ზიანი და გავლენა ორგანიზმზე



ტიტანის დიოქსიდი (TiO2) თეთრი საღებავია, რომელიც გამოიყენება ტორტში, შოკოლადში, კოსმეტიკაში, სანთელში, კბილის პასტასა და საღებავში. ათწლეულების განმავლობაში ტიტანის დიოქსიდი კვებით მრეწველობაში გამოიყენებოდა, მაგრამ ბოლო დროს მისი მავნე თვისებები აღმოაჩინეს.


ბევრ ქვეყანაში ტიტანის დიოქსიდი, როგორც კვების დანამატი, მალე აიკრძალება, რადგან ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ტიტანის დიოქსიდის სიჭარბემ ორგანიზმში შეიძლება დნმ–ის დაზიანება და სიმსივნე გამოიწვიოს.


კომპანია Mars–მა თითქმის 6 წლის წინ განაცხადა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური საღებავების, მათ შორის ტიტანის დიოქსიდის, გამოყენებას შეწყვეტს. ახლა ამტკიცებს, რომ ტიტანის დიოქსიდის რაოდენობა ნორმას არ აღემატება.

image

Skittles–ის შემადგენლობაში ტიტანის დიოქსიდის ზიანის შესახებ მეცნიერების აზრი გაიყო. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ტიტანის დიოქსიდი უსაფრთხოა, რადგან ვირთხებზე ჩატარებული 1000–ზე მეტი კვლევის ანალიზის შემდეგ ერთი დასკვნის გაკეთება ვერ მოხერხდა.


იმის მიუხედავად, ტიტანის დიოქსიდის უმეტესობა ორგანიზმიდან გამოდის, მცირე რაოდენობა მაინც შეიძლება დაგროვდეს და როგორც თაგვებზე, ასევე ადამიანებზე გავლენა მოახდინოს.

image

აღსანიშნავია, რომ კომპანია Mars–ის სხვა პროდუქტებს შემადგენლობაში ტიტანის დიოქსიდი არ აქვთ, მაგრამ მაინც ფერადი შეფერილობა აქვთ. გამოდის, ის ამ პროდუქტისთვის აუცილებელი დანამატი არაა.


Skittles ერთადერთი პროდუქტი არაა, რომელიც ტიტანის დიოქსიდს შეიცავს, მაგრამ უმჯობესია უსაფრთხო ალტერნატივები გამოიყენოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ერთადერთი ქვეყანა, სადაც შოკოლადის კვერცხი არ იყიდება

2. პეპსის საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის: რა შეიძლება იყოს სასმელის სიმბოლო

3. ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

4. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

5. დიდ ბრიტანეთში მენთოლის სიგარეტები აკრძალეს: ნამდვილად ასეთი სახიფათოა?

6. სინგაპური მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ტკბილი სასმელების რეკლამირება კანონით აიკრძალება


0
72
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
72