x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122573
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494825
ვიამაყოთ, რაც საამაყოა! - მარაბდის ომი
image
"ვიამაყოთ, რაც საამაყოა! მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულნი: ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრა ათასი ქართველი, მხედარნი და მხედართმთავარნი (+1625)
3 (16) აგვისტო 1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბასის არმია. ოცდაათი ათასი სპარსელიდან მხოლოდ სამი ათასი გადაურჩა სიკვდილს. მარტყოფის ბრძოლაში დაეცა შაჰ-აბასის ბევრი სახელგანთქმული სარდალი.
ამ გამარჯვებამ გააერთიანა ქართლ-კახეთი. ქართველთა ძლევამ შაჰისაგან დაპყრობილი სხვა ხალხებიც გაამხნევა და „ყველგან შფოთი გაჩნდა“ ... გააფრთებულმა შაჰ-აბასმა საქართველოსკენ უზარმაზარი სპარსული ურდო დაძრა, რომელმაც ისა-ხან ყორჩიბაში სარდლობდა. ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკდნენ ოციათასიანი ლაშქრით. მარაბდის ველზე დაბანაკებულ ირანელთა რიცხვი კი ორმოცდაათი ათასს აჭარბებდა.
გათენდა 1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.
მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი.
მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი წარდგა ლაშქრის წინაშე წმიდა ბარძიმით ხელში. ლაშქარმა ერთხმად შესძახა: „უკუეთუ დღეს აღიღებ მახჳლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკუეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ“. მროველი ჩაფიქრდა და თქვა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისსტეს მცნებისა და არა ჩემ ზედა, ამისათჳს არა ვყო, უკუეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახჳლის ამღებმან“.
რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.
შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. წინ რჩეული ცხენოსანი ჯარი წავიდა, უკან ქვეითი მიჰყვა. იგრიალა თორმეტი ათასმა სპარსულმა თოფმა და ზარბაზანმა, მაგრამ მამულისათვის და ქრისტესთვის მებძოლ რაინდთა შეჩერება ვერავინ შეძლო - ქართველები მტრის ბანაკში შეიჭრნენ, ლაშქარს დაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, „ჴმალთა და ლახტთა მუზარადებზედ ჴეთქინება“.
მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი“, მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა.
გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი - რუსთველი და ხარჭაშნელი.
ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.
მზის ჩასვლამდე იბრძოდა თეიმურაზ მეფე, რომელმაც იმ დღეს „დაამტვრია ყოველი საბრძოლო იარაღი და არღარა შემორჩომოდა რა. ბეჭდებიცა დაემტვრია მუშტის ძგერებით“. დაღლილი, სიცხისაგან არაქათგამოცლილი ქართველობა გმირულად იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.
ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები - რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
6
59
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
59
  
სინამდვილეში იბერიის გაბრწყინება ერთი რამით არის შესაძლებელი,ყველა ადამიანის ძალისხმევით და გარჯით,ერმა უნდა იმოძრაოს როგორც ერთმა და ყველამ,მერე შეგვეძლება რაიმეს გაკეთება. აუცილებლად დადგება დრო,როცა სიტუაცია მოიტანს იმ შანს,რასაც საქართველო ელოდება,შეიძლება მოვიდა კიდეც,მაგრამ მზად არ ვართ ამისთვის. საუკუნის წინაც იყო ეგეთი შანსი და 30 წლის წინაც,მაგრამ ადამიანი აღარ დატოვეს,ვინც კონსოლიდაციას მოახერხებდა ერის და ბრძოლისთვის მოამზადებდა. ეხლაც ეგრეა,შანსი არის გათავისუფლების,მაგრამ იარაღი არ გვაქვს,რადგან ღორჯოები აირჩიეს ლიდერებად,ხოლო ორაგულები სადრაც არიან გადამალულები. უკრაინელი პოლიტიკოსები ერთ რამეში მართლები არიან,ეს არის შანსი და ღირს ომში ჩართვა,მაგრამ მათ არ იციან რო არ გვაქვს ტრ... ომის,რადგან დემორალიზებული საზოგადოება,გახლეჩილობა და საკუთარი ინტერესები არის წინა პლანზე. ხორჯოსგან სხვას არაფერს უნდა ელოდო,ხოდა ვართ ეგრე გამოკიდებულები. არც დამოუკიდებლები ვართ და არც მონები,სადღაც შუაში გაჩხერილი ერი,რომელსაც უთავმოყვარეობა,განდიდების უაზრო მანია,უმაქნისობა,ნეპოტიზმი აქვს სისხლში გამჯდარი. ტრა... სავსე ქვეყნის საქმე ტრა... არის და აქ არაფერია გასაკვირი
მთავარი პრობლემა არის ისტორიის ზღაპარივით სწაველება ახალი თაობისთვის. ჩემს დროს ესე იყო და შეიძლება ახლაც ეგრეა,წაგებულ ბრძოლაშიც ცდილობდნენ გაეღმერთებინაც წაგების მიზეზები და აღფრთოვანებით წერდნენ მათზე ისტორიკოსები. არ მგონია,რომ ეს მათი არჩევანი ყოფლიყო,მაგრამ დავალებას მონებივით ასრულებდნენ. ბავშვს უნდა ასწავლო საკუთარი ისტორია ისეთი როგორიც არის და არავინ უნდა გააღმერთო,არც დავითი და არც ერეკლე მეორე. უნდა მიმოიხილო იმ დროინდელი პროცესები და რამ გამოიწვია ეს ან რამ გამოიწვია ის. მაგალითსთვის,დავითი გააღმერთეს,რადგან მან გაათავისიფლა საქართველო,მაგრამ არაფერია ნახსენები ჯვაროსნულ ომზე და იმაზე,რომ მელიქ ხანის მერე სელჩუკები რეგრესს განიცდიდნენ. ის დროება რო ქონოდა გიორგი I ისიც მოახერხებდა საქართველოს გათავისუფლებას.ასე ქმნიან სკოლებში ერთი კაცის იმედის ქონას ანუ ერთ კაცს შეუძლია ყველაფრის მოგვარება. ამიტომაც ელოდება ერი ბაზალეთის ტბაში ნაპოვნი ბავშვის გაზრდას და იბერიის ასე გადარჩენას.
ის,რაც მარაბდაში მოხდა 2008 წელსაც განმეორდა. ეგოების და შეუთანხმებელი მოქმედებების ბუმი იყო. ორი უწყების ურთიერთობაში ჯერ ბზარი გაჩნდა,უფრო შსს ხალხი მართვდნენ თავდაცვის ძალებს. საქმე როცა ბრძოლასზე მიდგა შსს სურდა სახელის მოხვეჭა და უგულველყვეს თავდაცის ძალების გეგმა,რაც 43 საათში სტრატეგიული ზონების დაკავებას,რუსული ბაზის გვერდის ავლას და როკის გვირაბის ჩაკეტვას მოიცავდა. შსს ძალები გაიგზავნა იქ,სადაც არ არის მათი ამოცანა და ვერ შეასრულებდნენ,ვერც შეასრულეს. ცეცხლი გაუხსნეს რუსულ ბაზას და ამით სამრათლებრივი საფუძველი მისცეს რუსეთს ლეგიტიმაცია მიეცათ პროცესისთვის. რა მოხდა შემდეგ,თავდაცვის ძალების ის უფროსები,რომელბმაც იცოდნენ ამის შესახებ მოიშორეს და ზოგს მოღალატეობას ტენიდნენ. ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი როგორც მარაბდაზე. ამ ომშიც გვყავდა გამორჩეული და თავდადებული ხალხი,ანწუხელიძე და შინდისელი გმირები,ბევრი სხვაც,მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია,რა გვასწავლა ამან ან რა უნდა ესწავლებინა მარაბდის ამბებს,თუ ერთად იბრძოლებ ზედმეტი სახელის მოხვეჭის გარეშე,მაშინ ყიზილბაშსაც დაამარცხებ,რუსსაც,ამერიკლსაც და ჩინელსაც.
საბედისწერო შეცდომა იყო გიორგი სააკაძის განდევნა ქვეყნიდან და ასევე,საბედისწერო შეცდომა იყო ერეკლეს ღალატი,რამაც სულ სხვა იმპერიის ბატონობა მოგვიტანა. არასწორი გადაწყვეტილებების ბუკეტი აქვს საქართველოს და მის მოქალქეებს. ეს არ ვიკმარეთ და მოვკალით ილია,მისი მკვლელი სოციალისტები მოვიყვანეთ ხელისუფლებაში და კოჭი ვუგორეთ,რამაც ისევ რუსეთისგან დაპყრობა მოგვიტანა. მოვიდა ერთი კაცი და სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ბატონობის წინააღმდეგ,გაიმარჯვა კიდეც და რა ვქნებით ჩვენ? ავდექით და მოვკალით. შესაძლოა არ ატარებდა იმ პოლიტიკას ზვიადი,რაც მისაღები იყო,მარა მოკლა ასეთი ადამიანი,მაშინ რას უნდა ელოდო კარგს მომავალში? 1466 წლის შემდეგ ორაგულების მოკვლას შევუდექით და ღორჯოების სათავეში განწესებას,ხოდა შედეგიც სახეზე გვაქვს.
საუკუნო გასაჭირი გადატანითი მნიშვნელობით არ მიხმარია,საუკუნო გასაჭირში ჩავარდა საქართველო. იყო მცდელობები სპარსელთა ბატონობის დასაძლევად,მაგრამ ვერ მოხერხდა საფუძვლიანად. შალვა და ელიზბარ ერისთავების,ბიძინა ჩოლოყაშვილის და ძმა მოხევეების ძალისხმევით იბრძოდა საქართველო,ბახტრიონში გამარჯვებაც მოვიპოვეთ,მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. სუსტი იყო ქვეყანა,დემორალიზებული საზოგადოება და მივედით ოსმალობა ყიზილბაშობამდე. მაშინ არ იცოდნენ,მაგრამ 1720 წელს ერთი კაცი დაიბადა და ამ კაცმა შეძლო ჯავრი ეყარა როგორც ოსმალებზე,ისე ყიზილბაშებზე. არ მოგესმათ,ეს კაცი იყო ერეკლე II. დღეს რო მოღალატეს ეძახიან და წამითაც არ უღალატია ქვეყნისთვის. რა გვაქვს ეხლა ისტორიიდან,ორი კაცი,ორი დიდი ქართველი მებრძოლი და ლიდერი,რომელიც ვერ დააფასეს თანამედროვენმა,ერთი განდევნეს და მეორეს უღალატეს.
თეიმურაზის დალეწილი იარაღი არ გაიშვას და მის ტახტს მიტმასნილი საქართველოს მოღალატეების კიდევ. მარტყოფში გამარჯვება მხოლოდ გიორგი სააკაძის თავგანწირვის შედეგია,რომელმაც სხვაობა შექმნა და გაიმარჯვა სპარსელებზე. მარაბდაში წაგება იყო დაპირისპირებების ფონზე,თითქოს გიორგი სააკაძე ცდილობდა თეიმურაზის ჩამოგდებას და ძალაუფლების ხელში აღებას. ვერ იგუეს სააკაძე თავადებმა და მეფემ,ხოდა იბრძოლეს და წააგეს,რაც ლოგიკური იყო. ერთი წლის მერე ბაზალეთზე ძმათა მკვლელი ბრძოლა მოაწყვეს და სააკაძე ქვეყნიდან განდევნეს,რომელიც 1629 წელს აღესრულა ოსმალეთში. ხერხეულიძეები და ოჯახი მათი უნდა გვახსოვდეს,მაგრამ არასოდეს უნდა დაივიწყოთ გიორგი სააკაძე და მისი ღვაწლი საქარველოსთვის. ტაშიკარიდან დაწყებული ოსმალეთში გარდაცვალებამდე საქართველოსთვის არ უღალატია. საქართველომ ვერ იგუა მისი დარი მებრძოლი და ქვეყნის მოყვარული ადამიანი,ხოდა საქართველოს მოუვლინეს საუკუნო გასაჭირი.
0 1 6