x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122596
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494841
18 საინტერესო ფაქტი მალაიზიაზე, რომლის შესახებაც შესაძლოა არაფერი იცოდით

image


სამხრეთ აზიის ნაწილში მდებარე ეს ულამაზესი, კონტრასტების ქვეყანა დღესდღეობით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ, აზიურ სახელმწიფოს წარმოადგენს. მდიდარი კულტურის მქონე ტროპიკული ქვეყანა გახლავთ სასოფლო-სამეურნეო და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ნავთობის ძირითადი ექსპორტიორი. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 18 ყველაზე საინტერესო ფაქტს მალაიზიის შესახებ, რომელზეც აქამდე შესაძლოა წარმოდგენაც კი არ გქონდათ.


image


1. 1957 წელს აზიურმა ქვეყანა მალაიზიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.


image


2. ქვეყნის მეთაური გახლავთ მეფე, რომელსაც გარკვეული ვადით ირჩევენ.


image


3. მალაიზიაში ბევრი მდინარეა, თუმცა არც ერთი მთგანი დიდი არ არის, მდინარეების წყლები კი საკმაოდ დაბინძურებულია.


image


4. ყოველი მე-5 მალაიზიელი ჩინეთის მკვიდრია.



image


5. სწორედ აქ არის თავმოყრილი ყველაზე იშიათი ცხოველების 20% -ი.


image


6. ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად სუნიტური ისლამი ითვლება.



image


7. მალაიზიის მოსახლეობის ერთი მესამედი 15 წლამდე ასაკის არის.


image


8. მალაიზიაში მარცხენა საავტომობილო მოძრაობა მოქმედებს.


image



9. ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 60%-ი ტყეებით არის დაფარული.


image



10. მალაიზიის ყველაზე მაღალ წერტილად მთა კინაბალუ - (4595 მ) ითვლება.


image


11. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ინგლისურად კარგად საუბრობს.


image


12. მალაიზიის ტყეებში - პლანეტაზე ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილი - რაფლეზია იზრდება, რომლის დიამეტრი შეიძლება 1 მ-საც კი აღწევდეს.


image


13. მალაიზია ტურისტების მიერ მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქვეყნების ტოპ 10-შია შესული.


image


14. ადგილობრივები ხორცის მიმართ საკმაოდ გულგრილები არიან, მას როგორც წესი, ბრინჯსა და თევზს ამჯობინებენ.


image


15. მალაიზიის კუნძულ სიპადანის წყლებში დაახლოებით 3000 სახეობის თევზი ბინადრობს.


image



16. ქვეყნაში ხშირად გვხვდება წყლის სოფლები საყრდენებზე, სადაც ძირითადად, ადგილობრივები ცხოვრობენ.


image


17. მალაიზიის დედაქალაქია - კუალა - ლუმპური, რომელიც აზიის ერთ-ერთ ყველაზე მრავალეროვნულ ქალაქად ითვლება.


image


18. სწორედ აქ მდებარეოს მსოფლიოში ყველაზე დიდი - სარავაკის მღვიმე.





0
247
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
247