x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122598
  • ვიდეო:355071
  • სურათი:494848
თაღლითის ერთ-ერთი მსხვერპლი გაცნობის საიტიდან, რომელმაც ქალებს 7 მილიონი დასცინცლა, ტყუპებს ელოდება
image

პერნილა სიოჰოლმი, რომელიც "თაღლითის ტინდერიდან"- ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ტყუპებს ელოდება, ამის შესახებ მან Tinder-ის კონკურენტ გაცნობის აპლიკაციის Wingman-ის სარეკლამო რგოლში ისაუბრა.



"თაღლითი ტინდერიდან"(Tinder Swindler) გახლავთ გაქექილი აფერსიტი ისრაელდიან , რომელიც გაცნობის საიტზე ქალებს ეცნობოდა ყალბი სახელით საიმონ ლევიევი და ამტკიცებდა, რომ იყო ალმასის მაგნატრის შვილი, მაგრამ სინამდვილეში იყო თაღლითი, სახელად შიმონ ჰაიუტი, რომელმაც საერთო ჯამში დაახლოებით 7 მილიონო დოლარი დასცინცლა ქალებს.

image


ერთ-ერთი ასეთი ქალი იყო 33 წლის შვედი ქალბატონი პერნილა სიოჰოლმი. მაგრამ ის არ არის ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც გამოჩნდა რეკლამაში.


კიდევ არის სესილი ფელჰოი, რომელიც ასევე თაღლითის მსხვერპლი გახდა.



თაღლითმა $50, 000-დან $60, 000-მდე დასცინცლა სიოჰოლმს მას შემდეგ, რაც მან მოიტყუა, რომ ფული სჭირდებოდა სასწრაფოდ, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ჟურნალ GQ-ის ცნობით, 35 წლის ასაკში ქალი გაკოტრდა და იძულებული გახდა დედასთან გადასულიყო საცხოვრებლად.ახლა კიდევ ახალი ამბავი, იგი ტყუპებს ელოდება.

imageფოტოზე:პერნილა სიოჰოლმი


2018 წლის იანვარში, 29 წლის სესილია ფელჰოიმ, რომელიც თავს Tinder-ის გამოცდილი მომხმარებელად თვლიდა, ჩვეულებისამებრ გადაფურცლა მარჯვნივ და მარცხნივ გვერდები და წააწყდა კერძო თვითმფრინავში მჯდომი სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოს.. It's a match გაიფიქრა გოგონამ და სწრაფადვე უპასუხა მის "ლაიქს". მეორე დღეს, საიმონი და სესილია შეთანხმდნენ, რომ დალევდნენ ფინჯან ყავას Four Seasons-ზე (სადაც ის იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სამუშაოდ). შეხვედრა მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა, ახალგაზრდამ აუხსნა, რომ ძალიან დაკავებული იყო და უთხრა, რომ ორიოდე საათში მივლინებით ბულგარეთში მიემგზავრებოდა... გოგონას გასაკვირად, მან დაპატიჟა და სთოხვა კამპანია გაეწია სოფიაში ვიზიტის დროს.

image

პირველი, რაც სესილიამ გააკეთა, გუგლში ჩაწერა მისი ახალი ნაცნობის სახელი. რამდენიმე სტატიისა და ვებგვერდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის იყო „ბრილიანტის მეფის“ ლევ ლევიევის ვაჟი, ცნობილი რუსი-ებრაელი ოლიგარქისა, ბრილიანტის მაგნატის ვაჟი. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ძალიან გაუმართლა და საღამოს ბარგი ჩაალაგა, ამ დროს საიმონის მძღოლი Rolls-Royce-ით მის შესასვლელთან ელოდა. თავი ზღაპარში ეგონა(ყვავილების მდიდრული თაიგულები, საჩუქრები და მოგზაურობა), მაგრამ ვინ იფიქრებდა, ეს "ბედნიერება" უბედურებად იქცეოდა: ცხრაგზის აკიდებული სესხები (ამ თაღლითი კაცის გამო ბანკებში დაახლოებით 250 000 დოლარი ვალი დაედო). იყო ფიქრი თვითმკვლელობაზე და მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. გოგონა ლევიევის მსხვერპლთაგან ერთ-ერთი იყო, რომლელსაც გამბედაობა ეყო და მოყვა საკუთარი ისტორიები.

imageფოტოზე:სესილია ფელჰოი



Netflix-მა დოკუმენტური ფილმი (The Tinder Swindler) გადაიღო ცნობილ თაღლითზე.რომლის პრემიერაც ამა წლის თებერვალში შედგა .

საიმონ ლევაევი წლების განმავლობაში ქალებს პაემნების აპლიკაციით, Tinder-ით იცნობდა და შემდეგ მოტყუებით ფულს სძალავდა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნორვეგიულ გამოცემა VG-ს მიმართა, ჟურნალისტების დახმარებით თაღლითი დაიჭირეს. ლევაევმა ისრაელის ციხეში 15 თვე გაატარა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლევაევმა ბიზნესმენი გახდა, მის ქონება მილიონებს ითვლის, დაზარალებულთა აზრით მას ქონება მოტყუებული ადამიანების ფულით აქვს შეგროვებული.

image


თუმცა ცნობილმა თაღლითმა საკუთარი კრიმინალური ქმედებები მაინც არ დაასრულა.ამა წლის აპრილში თაღლითი ესპანეთის ერთ-ერთ სანაპიროზე დააკავეს, როდესაც ის რუს ქალთან ერთად იმყოფებოდა.



სინამდვილეში 31 წლის საიმონ ლევიევი შიმონ ჰაუტია, დაიბადა ბნეი ბრაკში (ქალაქი თელ-ავივის აღმოსავლეთით). მამამისი რაბინია და არა მილიარდერი ლევ ლევიევი.

შიმონი 9 დედმაშვილიდან ერთ-ერთია . 2011 წელს ისრაელში თაღლითი ჩეკების გაყალბებისთვის ძებნილთა სიაში შეიყვანეს, თაღლითობასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის სასამართლოს თავიდან აცილების მიზნით, ის ემიგრაციაში წავიდა და იქ უფრო დიდი აფიორა წამოიწყო.

image


ვიდეო: თაღლითი ქალებისგან აწაპნილი ფულით "ფერარის " ყიდულობს ისრაელში

0
791
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
791
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0