x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494963
„მთავარი არხის“ ტელეწამყვანი სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს
image


სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ერთერთმა ძალადობის მსხვერპლმა ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა. შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა,

.

ძალადობაში დადანაშაულებული ტელეწამყვანი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის ერთერთი წამყვანია. სწორედ მის გადაცემაში არაერთხელ დაუგმიათ ძალადობა და ამგვარ თემებზე სასაუბროდ სტუდიაში ბევრი უფლებადამცველიც მიუწვევიათ.


.

"პრაიმტაიმმა" ფაქტზე შსს-თან დაკავშირება სცადა. თუმცა, ძალოვან უწყებაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

.

ლაშა ნაკაიძე "მთავარ არხზე" დილის გადაცემის წამყვანია. წლების წინ საკმაოდ გახმაურებული ისტორია იყო, რომ სწორედ ამ ბიჭისგან მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა. მისი შვილის მამა სწორედ ლაშა ნაკაიძეა. ტურაშვილი ცნობილ თოქ შოუებში ღიად ყვებოდა, რომ მომავალი შვილის მამა გადაღებების დროს გაიცნო და მასთან ინტიმურ ურთიერთობაში შევიდა.

.

image

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0