x
მეტი
  • 26.09.2022
  • სტატია:122534
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494806
არსებობს მტკიცებულება, რომ მილიარდი წლის წინ მთვარემ დედამიწიდან რაღაც მოიპარა
image
მთვარის მეტეორიტების შესწავლამ მეცნიერები მოულოდნელ აღმოჩენამდე მიიყვანა.


შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს მეტეორიტების კვლევა, რომლებიც დედამიწაზე მოხვდნენ მთვარის ზედაპირთან შეჯხების შედეგად. აღმოჩნდა, რომ ეს მეტეორიტები შედგება ქვისგან, რომელიც შეიცავს კეთილშობილ აირის იზოტოპებს, რომლებიც მთარეზე მხოლოდ დედამიწიდან შეიძლება მოხვედრილიყო, იუწყება ScienceAlert-ი.



თანამედროვე მეცნიერების ვარაუდით, მთვარე წარმოიქმნა დედამიწისა და მარსის ზომის პლანეტარული ობიექტის შეჯახების შედეგად, დაახლოებით 4, 5 მილიარდი წლის წინ. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ თეორიამ მიიღო ახალი მტკიცებულება.



მთვარის შემადგენლობას მეცნიერები ასევე, სწავლობენ მთვარის მეტეორიტების დახმარებით, რომლებიც დედამიწაზე მოხვდნენ მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ქანების შეჯახების შედეგად. რამდენიმე ასეული ასეთი მეტეორიტი უკვე აღმოაჩინეს დედამიწაზე. მეცნიერებმა ციურიხიდან პატრიცია უილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს მთვარის ერთი მეტეორიტის ექვსი ფრაგმენტის კვლევა. აღმოჩნდა, რომ ეს ფრაგმენტები ვულკანური ქანისგან - ბაზალტისგან შედგება.




image


მეცნიერები თვლიან, რომ ეს ქვა მთვარეზე წარმოიქმნა, როდესაც მაგმა მისი ქერქიდან ზედაპირზე ამოვიდა და იქ გაცივდა. შემდეგ კი ახალი ამოფრქვევები მოხდა და მაგმის ახალმა ფენებმა დაფარა ეს ორიგინალური ქვა.



ეს ბაზალტი ზედაპირიდან საკმარისად ღრმა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ათასობით წლის განმავლობაში მზის ქარის ნაწილაკების ნაკადები ვერ იმოქმედებდა. რაღაც მომენტში მთვარეზე საკმაოდ დიდი კოსმოსური მეტეორიტი დაეცა, რამაც გამოიწვია დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან ქვების გამოტყორცნა რომელიც ჩვენს პლანეტაზე მეტეორიტების სახით მოხვდა.



მთვარის მეტეორიტის ფრაგმენტების შესწავლისას მეცნიერებმა ქვის შემადგენლობაში აღმოაჩინეს კეთილშობილური აირების იზოტოპები - ჰელიუმი და ნეონი. ისინი ემთხვევა მზის ქარში აღმოჩენილ იზოტოპებს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ქვა მზის ქარის ზემოქმედებას არ ექვემდებარებოდა.



image


მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მთვარის მეტეორიტში ამ იზოტოპების გაცილებით მეტი რაოდენობაა, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ. ამრიგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კეთილშობილი აირების ეს იზოტოპები მთვარეზე მოვიდა დედამიწიდან, როდესაც ეს ორი ობიექტი ჯერ კიდევ ერთი მთლიანობა იყო.



უილის აზრით, კეთილშობილი აირის იზოტოპების თანაფარდობა შეესაბამებოდა ამ აირების სიმრავლეს დედამიწის მანტიის რაიონებში, რომლებიც, მეცნიერთა აზრით, იგივე დარჩა, რაც 4, 5 მილიარდი წლის წინ იყო.



„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აირები არ არის საჭირო სიცოცხლისთვის, საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორ გადაურჩა ეს კეთილშობილი გაზები მთვარის ფორმირების პროცესს.“ - ამბობს უილი.

0
360
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0