x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122598
  • ვიდეო:355071
  • სურათი:494841
,,უმძიმესი ისტორია, რომელმაც შეძრა საქართველო… თუ ახლა ამას კითხულობ, გთხოვ, გამოგვეხმაურე” - თამუნა მუსერიძე
image
ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ჯგუფში “ვეძებ” მძიმე ისტორიას აქვეყნებს:
.
“ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ, უმძიმესი ისტორია. ისტორია, რომელმაც შეძრა საქართველო.
.
1993 წელს ერთ ავბედით სექტემბერს ვერტმფრენი აფრინდა სოხუმის აეროდრომიდან, სადაც უამრავი ბავშვი, მეძუძური დედა და დაჭრილი ადამიანი იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, დასაშვებზე მეტი ადამიანი. ყველას უნდოდა სამშვიდობოზე გასვლა და გადარჩენა იმ ჯიჯოხეთიდან, რაც სოხუმში ხდებოდა.
.
ის სისასტიკე კი თოდუების ოჯახს დღემდე თან დასდევს… სწორედ ეს ვერტმფრენი სვანეთში კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა.. ამ ტრაგედიას გადაურჩა მხოლოდ სამი ადამიანი, ერთ-ერთი 2 წლის გიორგი იყო, მისი მეძუძური დედა და ახალშობილი ძმა კი დაიღუპნენ. მეორე გადარჩენილი ბავშვი კი ოჯახმა მალევე იპოვა, მესამე გადარჩენილი კი გახლდათ სამხედრო, რომელიც თვითმფრინავის აფეთქებამდე ოჯახს დაჰპირდა ბავშვის უსაფრთხოდ მიყვანას ნათესავამდე, მაგრამ ინტოქსიკაციით სამ დღეში ქუთაისში გარდაიცვალა… ბავშვი წამოიყვანა ერთმა სამხედრომ, სანამ გამოჩნდებოდნენ ბავშვის ნათესავები.
.
ყველას გახსოვთ, იმ დროს რა განუკითხაობა იყო და როგორი შიმშილი, ამიტომაც სამხედრო პირი ოჯახმა იძულებული გახადა, ბავშვი გაეშვილებინა. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ამასობაში ხდება ბავშვის, გიორგი თოდუას, ნათესავების კვლავ გააქტიურება, რადგან მათი ტრაგედია სწორედ იმ ვეტმფრენში გარდაცვლილ მეძუძური დედა-შვილის დაკრძალვაზე იყო გადატანილი.
.
სამწუხაროდ, თოდუების ოჯახი ვერაფერს გახდა სამხედროსთან. რომ მოიკითხეს, ბავშვი უკვე გაშვილებული იყო, ის კაცი კი ხმას არ იღებდა, სად გააშვილა. შუამავალი და გამშვილებელი სამხედრო. შემდეგ კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ეს სამხედრო და სამუდამოდ დაიკარგა ამ ოჯახის კვალიც.
.
გიორგის ოჯახი აშუქებდა ტელევიზიით ინფორმაციას, ეძებდნენ ყველა ღონით და ძალით, მაგრამ კვალზე ვერ გავიდნენ. გიორგის აქვს ნიშანი ეგრეთ წოდებული ტყლიპი წელზე, როგორც მის დედას ჰქონია… თუ გეცნობათ რაიმე დეტალი, გამოგვეხმაურეთ. მამას ერქვა კახა, დედას კი ასმათი.
.
გაშვილებამდე იყავი გიორგი მაჭავარიანი. თუ ახლა შენ ხარ 31 წლის გიორგი და ამას კითხულობ, გთხოვ, შეგვეხმიანო. უამრავი დაბრკოლების და სირთულის მიუხედავად, მაინც გეძებთ. გამოგვეხმაურეთ”, – წერს თამუნა მუსერიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

.

* * *

„5 ლიტრი ზეთი თურქეთში 24 ლარი ღირს, საქართველოში – 45 ლარზე მეტი“ – ქართველების რიგები თურქეთის მარკეტებთან

image


მაღაზიებში ზეთზე ფასის მატება მწარმოებელი ქვეყნების მიერ დამატებითი გაძვირებით აიხსნა. ცნობილია, რომ რუსეთმა აქციზის ფასი რამდენჯერმე გაზარდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძვირა პროდუქტი. პირველი აგვისტოდან ზეთის აქციზი კიდევ გაიზარდა, რამაც უახლოეს დღეებში ზეთის ფასი კიდევ უნდა გაზარდოს. წესით ეს ცვლილება საქართველოს გარდა სხვა ბაზრებსაც უნდა შეეხოს. თუმცა, ირკვევა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 5 ლიტრიანი ზეთი ისევ 20 ლარი ღირს...



მაგალითად აჭარაში უკვე იციან, რომ ზეთს ძველ ფასად საზღვრის იქით შეიძენენ. ამიტომაც საქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე გადადის პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად. ამის შესახებ აჭარაში მოქმედი ადგილობრივი მედია ღიად საუბრობს. აჭარელებიც ამ ფაქტის კომენტირებისას ამბობენ, რომ ურჩევნიათ შორი გზა გაიარონ, საზღვარი გადალახონ და ძველ ფასად შეიძინონ.

.

– მიღირდა აქ გადმოსვლა. 200 ლარი დავახურდავე და ვყიდულობ პრპდუქტს, რომ ოჯახი ვარჩინო… ძალიან დიდი შეღავათია, პროდუქტებს 40 პროცენტით ნაკლებად ვყიდულობთ, ვიდრე საქართველოში ღირს. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 25 ლარი ღირს, საქართველოში 40-ზე მეტი ლარი, – ამბობენ თურქეთში გადასული მოქალაქეებიჟურნალ, , ბათუმელებთან”.

.

თუ აქამდე თურქეთში ძირითადად მედიკამენტებისათვის გადადიოდნენ, ახლა საზღვარზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს ხელში ზეთის 5-ლიტრიანი ქილებით. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 145-160 ლირა (24-27 ლარი) ღირს, საქართველოში კი მინიმუმ 43 ლარი.

.

საზღვრის გარდა რიგებია დიდ სუპერმარკეტებშიც. საქართველოდან გადასული მოქალაქეები, პროდუქტებით დატვირთული ურიკებით დგანან სალაროს რიგში. ყიდულობენ ყველაფერს, წვრილმანების ჩათვლით.

,

საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადი სავაჭრო ცენტრი საზღვრისპირა ქალაქები – ქემალფაშა და ხოფაა. ამ ქალაქებში მოხვედრა საზღვრიდან ადვილია და თან იაფი. მაგალითად, სარფიდან ხოფამდე მგზავრობა 3.40 ლარი [20 ლირა] ღირს და სამგზავრო მიკროავტობუსი 20 წუთში ერთხელ გადის.

რა ღირს პროდუქტები თურქეთში და რა ღირს საქართველოში, ამის გადასამოწმებლად „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე სახეობის პროდუქციის ფასები შეადარა.

.

1 ლიტრი „ევინის“ ფირმის მზესუმზირას ზეთი თურქეთში 5.84 ლარი [34.50 ლირა] ღირს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბათუმში, დიდ სუპერმარკეტებში ზეთების სექცია ძირითადად რუსული წარმოების ზეთითაა შევსებული.

.

1 ლიტრი რუსული წარმოების მზესუმზირას ზეთის ფასი ბათუმის სუპერმარკეტებში 7, 50 ლარიდან იწყება და ათ ლარს აღწევს.

.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად 5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ზეთს ყიდულობენ. თურქეთში, 5 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი (დამოკიდებულია მწარმოებლებზე) 24-27 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა საქართველოში 5 ლიტრი ზეთის ფასი 43 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.

ზეთი, ყველი, ყავა, მაკარონი, ქიშმიში, მაიონეზი, იოგურტი, კარაქი, კარტოფილი, ტომატი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი – ეს არის არასრული სია იმ პროდუქტების, რომელიც თურქეთიდან საქართველოში გადმოაქვთ.

.

image

0
559
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0