x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
ვეშაპთავა ყანჩა: უჩვეულო ფრინველი გიგანტური ნისკარტით (ფოტოები და ვიდეო)

ველურ ბუნებაში ფაუნის არაერთი წარმომადგენელი არსებობს, რომელიც თავისი უჩვეულო გარეგნობით, ჩვენს გაოცებას იწვევს. სწორედ ამ კატეგორიაში ხვდება ვეშაპთავა ყანჩა. ის სხვა ფრინველებისგან გოლიათური გარეგნობით და უჩვეულოდ დიდი ნისკარტით გამოირჩევა.


image


ბინადრობის ადგილიimage


ვეშაპთავა ყანჩა (Balaeniceps rex) აღმოსავლეთ აფრიკაში ბინადრობს. ეს საკმაოდ დიდი ფრინველია, რომელიც გავრცელების არეალი აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ჭაობიანი რეგიონებია. გრძელი და წვრილი ფეხების წყალობით, ეს ფრინველები ადვილად იკვლევენ გზას ჭაობების მცენარეებს შორის. ფრინველის სიმაღლე კი, შეიძლება, 1, 2 მ–ს აღწევდეს, ხოლო გაშლილი ფრთების სიგანე – 2, 3 მ–ს. ყველაზე მეტად შთამბეჭდავი კი, მისი ნისკარტია, რომლის სიგრძე, შეიძლება, 40 სმ–ს აღემატებოდეს.


კვების რაციონიimage


საბედნიეროდ, ეს ფრინველი ადამიანისთვის საშიში არ არის – უბრალოდ, მისი გაბრაზება არ შეიძლება, თორემ ჩანისკარტება იცის. ვეშაპთავა ყანჩას რაციონის ძირითადი კომპონენტი – თევზია. გარდა ამისა, ისინი ვარანებზე, პატარა ნიანგებზე, კუზე და ბაყაყებზე ნადირობენ. კიდევ ერთი საინტერესო თვისება ის არის, რომ ამ ფრინველს, შესაფერისი მომენტის მოლოდინში, იმისთვის რომ პოტენციურ მსხვერპლს თავს დაესხას, საათობით შეუძლია გაუნძრევლად დგომა.


ცხოვრების ნირიimage


ეს ფრინველები ჯგუფებად არ ცხოვრობენ. შეწყვილების შემდეგაც კი, ისინი საკვებს სხვადასხვა ადგილას ეძებენ და ბინადრობენ. ველურ ბუნებაში, შეუძლიათ 36 წლამდე იცოცხლონ. ხოლო, მათი მტრები მტაცებლები არიან, რომლებიც კვერცხებს ჰპარავენ. სწორედ ამიტომ, აშენებენ ისინი ბუდეებს რთულად მისადგომ ადგილებზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვეშაპთავა ყანჩებს არ ეშინიათ აგრესიის გამოვლენის და თავიანთ ბუდეებს მტაცებლებისგან იცავენ.



ფრინველის რაოდენობის შემცირების მიზეზიimage


სამწუხაროდ, ვეშაპთავა ყანჩას მთავარი მტერი ადამიანია. მათი საბინადრო გარემოს განადგურება და საწარმოო დაბინძურება, ამ სახეობის ფრინველებს დიდ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, არის რეგიონები, სადაც მათზე ნადირობენ კიდეც, რადგან თვლიან, რომ უამინდობის მიზეზი, ეს ფრინველები არიან. ამჟამად, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) შეფასებით, ველურ ბუნებაში 3300–დან – 5300–მდე ვეშაპთავა ყანჩაა დარჩენილი და მათი უდიდესი ნაწილი სამხრეთ სუდანში, უგანდაში, ტანზანიასა და ზამბიაში ბინადრობს.


imageimageimageimageimageimageimage



image


imageimageimageimage



1
275
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
275
  
18 აგვისტო, 16:20
ვეშაპთავა კიარა თავგასიებული ყანჩაა.
0 1 1