x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122742
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495030
"საშინელებაა, საშიშიც, რომ ამას შეგუებულები ვართ" - რას წერს ნიკა ქავთარაძე

image


ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს შორის არსებულ საოცარ სიძულვილსა და ზიზღზე საუბრობს. იუმორისტის თქმით, ასეთი აგრესია რაც დღევანდელ საზოგადოებაში სუფევს მას 90-იან წლებშიც კი არ ახსოვს, როდესაც ადამიანებს ეკონომიურად ყველაზე მეტად უჭირდათ:


"ის ენა, რომლითაც ერთმანეთთან ვკონტაქტობთ, ის ცინიზმი, რომლითაც ერთმანეთს მივმართავთ, ის აგრესია, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ვავლენთ არანაირად, ვიმეორებ - არანაირად არაა გაჭირვების და სიღარიბის ბრალი.


90-იან წლებში, როცა რამდენიმე დღის პურს ორთქლზე ვარბილებდით, როცა შიმშილისგან თავის გადასარჩენად ადამიანები საკუთარ ოქროს კბილებს ჰყიდდნენ, როცა კვირები გადიოდა ისე, რომ ხორციან საჭმელს ვერც კი წარმოიდგენდი ადამიანი, როცა უფულობის გამო ადამიანები ვაკიდან ვარკეთილში ფეხით დადიოდნენ - არაფერი დღევანდელობის მსგავსიც კი არ ხდებოდა ადამიანებს შორის.


ამ პრობლემაზე იმდენს ვფიქრობ, შეიძლება დისერტაციაზე დავიწყო ფიქრი. რა ვუყოთ ამ საშინელ ტრენდს, ხალხო?! არაფერი არ გამოგვივა, არათუ ქვეყნის აშენება. როგორ ვისწავლოთ ადამიანებთან ღირსეული, კულტურული, ზრდილობიანი ურთიერთობები?!


სულ იმაზე ვფიქრობ, მტერი რომ დეტალებს ხვდებოდეს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობის ფორმების გამო. საშინელებაა, საშიშიც, რომ ამას შეგუებულები ვართ" - წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.





0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322