x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122573
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494825
"ავთვისებიანი კვანძები ამომიღეს, ახლა გაირკვევა დარჩა თუ არა მეტასტაზები…" – გიორგი გილიგაშვილი
image

მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა, თავს უკეთ გრძნობს და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

როგორც გიორგი გილიგაშვილი განმარტავს, „აგვისტოში დაზუსტდება, აქვს თუ არა მეტასტაზები დარჩენილი“.


ცნობისათვის, გიორგი გილიგაშვილს მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა. როგორც გიორგიმ თქვა, მას 12 კვანძი ამოუღეს, აქედან 8 კი ავთვისებიანი იყო.



“ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობისთვის ვემზადებოდი, ამისთვის საჭირო იყო სამედიცინო შემოწმება, მაშინ ფარისებრ ჯირკვალზე კვანძები აღმომაჩნდა. ყურადღება არ მიმიქცევია, კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა არ მინდოდა, . როცა ეს ამბავი ირაკლი მაქაცარიამ გაიგო, თავის უსაყვარლეს მედიკოს დედასთან ძალით წამიყვანა – დადგინდა, რომ ავთვისებიანი კიბო მქონდა.


მეგობრები, როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძე, ისე გაერთიანდნენ და ჩემი თურქეთში სამკურნალოდ გაგზავნა უზრუნველყვეს. ტრაპთან სამოსელი პირველის ჩოხა მომიტანეს და მითხრეს – კიბოს ამ ჩოხით უნდა ებრძოლოო.


ოპერაცია ერთი კვირის წინ (აპრილის თვეში) ჩამიტარდა, საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი თურქი ექიმებისგან, კლინიკაში ჩვენი სამლოცველოც კი გვქონდა. იმისთვის, რომ საბოლოოდ დავამარცხო სიმსივნე, სხივურ თერაპიას დავიწყებ.


მართალი გითხრათ, ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ უფალი რაღაც განსაცდელისთვის მამზადებდა, ვიჩემებ, რომ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და მზად ვიყავი შინაგანად, თუმცა მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემიანებისთვის…” - აღნიშნავდა გილიგაშვილი რამდენიმე თვის წინ.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0