x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122573
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494825
“აუ, დაგვენძრა... ! ვეწერები ქართულ ოცნებაში!“ - რას წერს თენგო გოგოტიშვილი

image


ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"აუ, დაგვენძრა… აქამდე ომის პარტიაში ისეთი ხალხს გვასახელებდა პარიკმახერის ოცნება კობახიძე, გაგიხარდებოდა კაცს ერთად ყოფნა – ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძეს, ეკა გიგაურს, გიორგი მარგველაშვილს, ნინო ლომჯარიას…ახლა ეს შემოგვისახლეს და ნაღდად არ მინდა, გახარიასთან ერთად რამეში ვიყო ჩართული!ამიტომ მორჩა, გავდივარ ომის პარტიის რიგებიდან, ვიხსნი ქსენოფობის მოვალეობას და ვეწერები ქართულ ოცნებაში!"- ვკითხულობთ გოგოტიშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს დაახლოებით სამი ათასით ჩამორჩება.


სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი სავიზო რეჟიმის მოთხოვნით გამოდის, რასაც"ქართულ ოცნებაში" ეწინააღმდეგებიან და "ირაციონალურს" უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოსულთა დიდი ნაწილი საქართველოს მალევე ტოვებს.


სავიზო რეჟიმის მომხრეებს შორის არის გიორგი გახარიაც. საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის თქმით, ის მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას.



0
172
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
172