x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122573
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494828
"თუ გინდა ხინკალი - აძაგე რუსეთი" - რას ლაპარაკობენ რუსეთში თბილისის რესტორნებზე
რუსეთს არაერთხელ გაუცრუებია საქართველოსთვის იმედი, თუმცა დღეს საითაც არ უნდა გაიხედო, ქართველი ხალხი (ძირითადათ მოხუცები) მაინც შენატრიან რუსეთს, მაინც მათ აპოთეოზს ახდენენ, ისევ უნდათ და ურჩევნიათ, რომ საქართველო არ იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და ისევ მათ ზედამხედველობის ქვეშ ვიყოთ, მათ სასტიკ და დაუნდობელ საქმეებში ვიყოთ ჩართული, ამის მიზეზად კი ამბობენ „ჩვენ ხომ ერთმორწმუნე ხალხი ვართ“. კი, ნამდვილად ამ წინადადებას ვერავინ უარყოფს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ვერც მე, მაგრამ რომელ ერთმორწმუნეობაზეა საუბარი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ხალხს ურწმუნოებას უქადაგებდა და სასულიერო პირების მიმართ ზიზღს შთააგონებდა, როდესაც ლოცვის საშუალებას არ აძლევდნენ, ხელისუფლება ცდილობდა ხალხი ეკლესიისთვის ჩამოეცილებინა, ანგრევდნენ ტაძრებს, სწორედ რომ საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელი და სასტიკი იდეოლოგიის მსხვერპლი იყო ქართული მართმადიდებლური ეკლესია. ყველაფრის მიუხედავად კი, ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ რუსი ხალხი “კბილებით დავიცვათ’’ რაც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. ასევე არის ისეთი კატეგორია, რომელიც ამბობს, “მადლობა რუსეთს, იმისათვის რომ, მათ შეეძლოთ საქართველოს მთლიანად დაპყრობა და განადგურება, მაგრამ დაგვინდეს’’ უბრალოდ დაუკვირდით ამ წინადადებას. მართლა წარმოუდგენელია, როგორ უნდა თქვა ეს? რისთვის მადლობა? მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დაპყრობილი აქვს? მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე გადასვლა არ შეგვიძლია? თუ იმისთვის ვეთაყვანო რუსეთს, რომ ყოველ კვირა საზღვარიდან ხალხს იტაცებენ! ტერიტორია დაპყრობილი გაქვს, მაგრამ მცოცავი ოკუპაცია რაღაა? ამისთვისაც მადლობა? ასევე რუსი ხალხი ძალიან უყვართ, “რა დააშავა რუსმა ხალხმა, მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე ხომ ვიღაც ის ერთი ადამიანია’’ ხო არა? ნუ რათქმაუნდა არის გამონაკლისებიც, თუმცა ეს ასე არაა! თითოეული რუსი დამნაშავეა იმაზე რაც ხდება, ეს საზოგადოების დანაშაულია და არა მხოლოდ ერთი პირის, ზუსტადაც რომ ის რუსი იტაცებს და აკეთებს ამ საშინელებას, ზუსტად იმ რუსის დამსახურებაა რომ, “მცოცავი ოკუპაცია’’ ყოველთვის აქტუალური თემაა ჩვენს ქვეყანაში. გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილი, ხალხი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა, უნდოდათ თავი დაეღწიათ იმ დროინდელ ყოფას, ისინი ბევრს არაფერს ითხოვდენენ, ისინი ერთმანეთს გვერდში უდგნენ და მზად იყვნენ საქართველოს მომავლისთვის თავი გაეწირათ( რაც გააკეთეს კიდეც), სასტიკი ხერხით მოინდომეს რუსებმა მათი დარბევა, სასტიკად და დაუნდობლად ეპყრობოდნენ შეკრებილ ხალხს, და რისი გულისთვის? ეს ერთ-ერთი მაგალითია მათი ასეთი სისასტიკის, თუმცა საქართველოს კიდევ არა ერთი მაგალითი აქვს ამის. და ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გვაქვს იმედი და ყველამ ვიცით, რომ ხვალ თუ არა, ზეგ, ან რამოდენიმე წლის შემდეგ დავიბრუნებთ იმ ტერიტორიას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. მე ვამაყობ იმ ხალხით და იმ გმირებით, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ და თავი გაწირეს, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქართველო ჰქვია და ეს რუსეთის დამსახურებაა არაა! ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი გმირების დამსახურებაა! - თამარ ლაღიძე.





image



იმედი მაქვს, რომ ყველა ერთ ხმად ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია და არავითარი ერთმორწმუნე ერი არ არსებობს. თუმცა, ისინი მაინც ასე ურცხვად და უტიფრად აგრძელებნ ჩვენს ქვეყანაში საზაფხულო არდადეგების თუ უბრალოდ შვებულების გატარებას და ჩვეულ რიტმში მვენიერ მასპინძლობასაც იღებენ, ან ვეღარ. უფრო, ვგონებ, რომ ვეღარ, რადგან რუსულ სოციალურ ქსელებში თბილისის კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებზე გაბრაზებული რუსები მრავალ პოსტს წერენ სათაურით "თუ გინდა ხინკალი, აძაგე რუსეთი", სადაც გარკვევით წერენ, თუ როგორ აიძულებს კვების ობიექტების მფლობელების მიერ დაწესებული წესი, რომ წახემსების სანაცვლოდ აძაგოს რუსეთი, ხმამაღლა წარმოთქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყირიმი -უკრაინაა, აფხაზეთი-საქართველოა.




imageimage



რუსები აჩოჩქოლდნენ და სოციალურ ქსელში წუწუნებენ - "ეს რა ცირკი გაგვიმართეს"? "თქვენთან ფეხს აღარ შემოვდგავთ!". "რატომ ყოფთ სტუმრებს ეროვნების მიხედვით?" უკვირთ კიდეც, თუ რატომ...





8
405
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
405
  
ჯერ იმაზე იზრუნეთ,რომ ბავშვები აღზარდოთ კარგად და მომავალი შეუქმნათ ასეთუისე,ეს მაინც გამოგივიდეთ იქნებოდეს. გაიხედავ გარეთ და ეშმაკის მაშხალებს რო გვანან ახალგაზრდები. გაბურძგნული გოგონები და თვალებდაწყეტილი ბიჭები,ხოლო თქვენ გგონიათ რო ეს ოკუპაცია არ არის? სულიერად გაგაფარჩაკეს და მენტალობა წაგართვეს,რა ეს დაპყრობა არ არის. მერე დაიწყებთ რო თურმე რაიმე ფობიები არის ქვეყანაში,როცა ამ ქვეყანაში ქართული ინტერესების ფობია არის და ქართველი ტრადიული ადამიანის. თუ ვიღაცა "სამი დალიეს უსმენს" აბულინგებთ და დასცინით,ხოლო თუ გაბურძგნულ გოგოს უთხარი,რას გავხარ შე უპატრონოო,მაშინ ეს ფობიაა. ხოდა ეგ ორმაგი სტანდარტი გაიკვეხეთ უკან და ის უაზრო ემოციურობა,ამ ქვეყნის პრობლემა რუსი არ არის,არც ამერიკელი,ეს თქვენ ხარ გადაჯიშებული უაერვნებო წარმონაქმენები,გაბურძგნული გოგო-ბიჭების აღზმრდელები.
კონსტანტინე გამსახურდიამ გიორგი I გამოყენებით გითხრა,როცა ქვეყანას ამდენი მშიშარა და მსტოვარი ყავს,მას მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო. საქართველო არის მშიშრების და აგენტების ქვეყანა,ეს აგენტები ზოგი იმის არის და ზოგი ამის. რუსეთიდან ტურისტად ჩამოსული შუახნის ქალი რო შეგაშინებს,მაშინ მშიშარა ხარ აბა რა ჩემი ფეხები ხარ. რა გგონიათ,რომ კონტანტინემ XI საუკუნის საქართველოზე წერდა მართლა? თავის თანამედროვე საქართველოზე წერდა და ყველაფერი მართალი იყო. ეკლესია რუსების არის,ტელევიზიები რუსების არის,სტრატეგიული ობიექტები რუსების არის,იარაღი რუსული,გაზი რუსული და ქვეყნის მართველს რუსული ფული აქვს,ხოდა რუსის ჟენიამ შეგაშინათ ან მისმა ნაყიდმა ორ ოთხაინმა ბინამ?
შეუძლებელია,რომ ტურისტმა შეგიქმნას პრობლემა,თუ სახელმწიფოში ინსტიტუეტები მუშაობს და ასევე,უადგილოა იმის თქმა რო სავიზო რეჟიმი შეაკავებს რუსეთს,თუ მას გეგმაში აქვთ ჩვენი დაბომბვა.მთავრობას ეძახდე პრორუსულს და პუტინის მონებს,ხოლო ამ მთავრობას თხოვდე სავიზო რეჟიმის შემორებას და ქვეყნის ასე დაცვას. თუ რამე უნდათ,მაშინ ამას ჩუმად გააკეთებენ და ვერაფერსაც ვერ გაიგებთ. რუსებმა ბევრ ქართველ მაღალჩინოსანზე კარგად იციან,რისი ტრა... გვაქვს და რისი არა,რა სად დგას და რა სად. ამიტომ ეს პანიკა,რასაც საზოგადოებაში თესავენ წარმოადგენს რუსულ საქმეს და მათ ინტერესებს ემსახურება. ბინებს ყიდულობენო და ეგ ბინა ვინ მიყიდა? ივანიშვილმა?ღარიბაშვილმა? თუ ქართველმა? როცა ერს იმის შეგნება და გაგება არ აქვს,საიდან მოდის საფრთხე და ვის მიერ,თან ჩვენი 30 წლიანი გამოცდილება ამაზე მეტყეველბს,მაშინ რისი იმედი გვაქვს? რამდენჯერ უნდა წამოგაგონ უაზრო ემოციებზე? როცა ემოცია საჭირო იყო და ბრძოლა,წითელი ხიდზე გასაქცევად გამოიყენეთ და ეხლა,რატო ქმნით ქარიშხალს კარგ ამინდში? ემოციურობა კარგია დედასთან,შვილთან ან შეყვარებულთან,მარა ქვეყნისთვის დამღუპველია და გაუნატლებლობის მანიშნებელი.
ჩვენი ეკონომიკა ჩამოკიდებულია რუსეთზე,პირდაპირაც და ირიბადაც,რაც სამწუხაროა,მაგრამ უკეთესი არ გამოდის ჯერ. კახელ მშრომელ კაცს არ ადარდებს სად გაყიდის თავის ნაშრომს,რუსეთში თუ საფრანგეთში,ამიტომ გაჩარხეთ არხი საფრანგეთში და კახელმა გლეხმა გითხრათ,არ გვინდა მან გაყიდვა,მაინცადამაინც რუსს ვანიას უნდა მივყიდოო?

ომი მერე დიდი დაფინანსება წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან,რასაც მერი პოპინსი გვასაყვედურებს და რომელიც ქართველს ხალხს არ მიუღია რეალურად. კეზერაშვილებმა და ნაცების ბოსებმა გაფლანგეს ან ჩაიჯიბეს,ხოლო ეხლა ჩვენი გადასახდელია და ამისთვის პასუხს გვთხოვენ. ეს ხალხი გვეუბნება,თურმე ერზე ზრუნავენ და სავიზო რეჟიმი უნდა შემოვიღოთ,როცა თავადვე მიიღეს ეს ყველაფერი და აპრავებდნენ. ეხლა კი ცდილობენ კატასტროფული სიტუაციის შექმნას და კომფრონტაციის წარმოქმნას,ეს რუსს ტურისტებთან წახალისებული და გამოგონილი კონფლიქტი არის რუსული საქმე,ხოლო ამას ემსახურება ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზიები.
რუსეთმა აღიარა სამაჩაბლო და აფხაზეთი,რადგან პრეცედენტი შეიქმნა მსოფლიო პოლიტიკაში და მათ სჭირდებოდათ რეაქცია,ეს რეაქცია საქართველო აღმოჩნდა. კოსოვო აღიარეს და რუსეთი მაშინვე საუბრობდა,რომ ამას შედეგები მოყვებოდა და მოყვა კიდეც.ახლახან არ იყო,არაღიარებულ ქვეყანას საფეხბურთო მატჩი გავუმართეთ და ვიზები გავეცით,რატომ? ეს არ იყო ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი? სერბები უნდა გაბრაზებულიყვნენ ჩვენზე და მართლებიც იქნებოდნენ. მოგვეწონებოდა,თუ სერბეთი ვიზებს გასცემდა აფხაზეთის დეფაქტო სახელმწიფოს მოქალაქეებზე? თან რუსეთის მოკავშირეა სერბეთი,მაგრამ არ აღიარებს ჩვენს ორ ტერიტორიას,როგორც ჩვენ კოსოვოს,მაგრამ საქმე სხვანაირად მეტყველბს. თუ იმ ნარატივს ავითარებთ,სპორტი და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ? ეგ ისედაც არ იყო სადაო ბევრისთვის და ეხლა კი,100% დადასტურდა რო პოლიტიკა არის სპორტიც. რატომ მოიხსნა მსოფლიოდან რუსეთი ან რატომ მოკვეთეს ყველაფრიდან რუსი სპორტსმენები? ერთი რამე ცხადია,თუ ძაღლს ჯოხს უჩიჩხინებ გამუდმებით,მერე არ უნდა გაგიკვირდეს თუ გიკბენს. რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო ნატოში შევა თუ თინიკოში,ეს არის გლობალური პოლიტიკის ნაწილი და ასე იმართება მსოფლიო წლებია. რუსი ჩვენი მტერია ამას წყალი არ გაუვა,მაგრამ არც სხვა ქვეყნები არიან ჩვენი მოყვარულები. საქართველოს ინტერესები უნდა დაიცვას საქართველო და ქართველმა ხალხმა,ამას არც ამერიკა გააკეთებს უანგაროთ და არც სხვა. რა არის ჩვენს ინტერესში ეს კითხვა უნდა დაისვას და ამის მიხედვით უნდა იმოქმედო. თუ ჩვენი სიტუაცია მოითხოვს,რომ რუსებთან მოვერიდოთ კომფრონტაციას,მაშინ ასეც უნდა გაკეთდეს. არ უნდა გაინტერესებდეს,რა უნდა უკრაინას ან ევროპას,ეს შენი ქვეყანა არის და შენ უნდა წყვეტდე ამას.
არ შეიძლება,ჩაქუჩით დასდევდე უცოელს,მათ შორის რუსებსაც და ასევე,არ შეიძლება რო ფეხქვეშე ეგებოდე უცხოელს,მათ შორის რუსებსაც. კი ბატონო,რუსეთის ხელისუფლების ქმედებებზე ყველა რუსია პასუხისმგებელი,რადგან მათი ქვეყნის წარმოადგენლობა არის და მათი გადასახადებით აფინანსებენ ომებს. არ შეიძლება მხოლოდ ერთი ეროვნების გამოკვეთა და მათთვის დისკომფორტის შექმნა,თუნდაც რუსებისთვის. შენი დამოუკიდებლობის და მთლიანობის დაცვა ზიზღის გარეშე უნდა შეგეძლოს. ქართველი არასოდეს არ ყოფილა არც ქსენოფობი და არც რაიმე ფობი,ვინც მაგას აკეთებს არის ტვინგადაბრუნებული,რომელიც არც ქართველია და არც ადამიანი. ათასგვარ სტატიებს და პოსტებს აცხობთ,მაგრამ 10 წელია რუსები შემოდიან და არ გაგხსენებიათ აქამდე ეს. უკრაინის გამო გაგახსენდათ და საქართველოს გამო არა ხო? ვთბ ბანკში რამდენი ქართველი მუშაობდა და რამდენმა ჩაიდო რუსული ფული ჯიბეში,რატომ ამაზე არ გქონდათ რეაქცია,თუ ამ წლამდე რუსეთი დედა ტერეზა იყო და ახლა გახდა ეშმაკი? სიტუაციური პატრიოტებით არის სავსე ეს ქვეყანა,მიჩმორებული და გაუნათლებელი ხალხით დასახლებული და მერე გვიკვირს,თურმე რუსები ასე იქცევიან. საკუთარს თქვენვე არ აფასებთ და რუსს სთხოვ დაფასებას ან თურქს ან ევროპელს?
10 აგვისტო, 16:02
დიახ ვართ ქსენოფობები და იმიტომაც ვართ ამ დღეში. ქართველებს არ გვიყვარს საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკი
თვით კტიტიკა გვაქვს ნული. ყველაფერი რაც ხდება ჩვენს თავს ჩვენი ბრალი არ არის. საქართრველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი რაც გააკეთა, რუსეთთან გაიფუჭა ურთიერთიბა იჩკერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებით. მსოფლიოში არცერთმა ქვეყანამ ეს არ გააკეთა. ე. ი. რა გამოდის სტატუს კვო პირველებმა ჩვენ დავარღვიეთ, ეხლა გვიკვირს ასეთ დღეში რატომ ვართ. რაც შენ არ გესიამოვნებ ის სხვას არ უნდა გაუკეთო განსაკუთრებით რუსეთს, და მერე პანღურს რომ ამოგვარტყამენ არ უნდა გაგვიკვირდეს. გამსახურდიას ქსენიფობიური გამოხდომების გამო დაიწყო ზუსტად ცხინვალში ომი, არავინ გაბედოს ვინმემ კამათი დამიწყოს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი. აფხაზეთშიც ომი ჩვენ დავიწყეთ. აგერ დამამტკიცებელი საბუთი https://intermedia.ge/vid/498556-%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98/17/user:%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98:show:channel:loop:true

ცხინვალის მეორე ომი სააკაშვილმა დაიწყო აი მეორე საბუთი

https://www.youtube.com/watch?v=MQfnNh2vSD8
ავტორი წერს რუს ტურისტებსო პროვოკატორები მოყვებიანო, პროვოკაციებს თუ ვინმე აკეთებს საქართველოში ეს გამოპატრიოტებული ქართველოიდი ქსენოფობები არიან, ხაჭაპურში ჩაფურთხება შეურაწყოფების მყენება ეგერ ოქრუაშვილი დახოცვის მოწოდებით გამოვიდა. ასეთი აზროვნება დაღუპავს ამ ქვეყანას. ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, თურქეთს ამ გეგმის მიხედვით 2050 წლისთვის საქართველო თავის საზღვრებში აქვს მონიშნული. ქართველების ასეთი აზროვნებით თურქები აუცილებლად შეასრულებენ თავის გეგმას.
10 აგვისტო, 16:02
აქ მომხმარებელმა მანანა თურმანიძემ დაწერა სტატია ვართ თუარა ქართველები ქსენოფობები, იქ კომენტარი დავდევი რომელიც გარკვეულ წილად ამ სტატიასაც პასუხობს.
0 1 8