x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122594
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494841
"პატარა ბავშვივით ვიტირე…” - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რუსეთ - უკრაინის ომში მებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მისი ადგილსამყოფელით ინტერესდება:


"მათთვის, ვისაც უჩნდება კითხვა – სად ვიყავი 2008 წლის ომის დროს. საფრანგეთში ვიყავი და არ მიშვებდნენ საქართველოში.


14 წლის წინ ამ დროს პატარა ბავშვივით ვიტირე, უარი რომ მითხრეს საქართველოში დაბრუნებაზე და ომში წასვლაზე."- წერს "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარეს, რომელიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს:


"მე მიმაჩნდა, რომ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ ესეც მინდა გითხრათ, დარეკა გუშინ ღამე, ტიროდა ტელეფონში და ითხოვდა რეზერვისტად ჩამოსვლას"- აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი პარლამეტის წინ შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.




0
686
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
686