x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122742
  • ვიდეო:355138
  • სურათი:495030
„სამჯერ გაუჩერდა გული“ - რა გახდა 27 წლის ორსულის სიკვდილის მიზეზი?
image


ახალქალაქში, კლინიკაში 27 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. მზისა ზაზაძე მშობიარობიდან ერთ კვირაში დაიღუპა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექიმების უყურდაღებობა გახდა. ირკვევა, რომ 27 წლის ქალმა 30 ივლისს იმშოაბიარა, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გაწერეს. ქალის მდგომაროება მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო რამდენიმე დღეში კრიტიკულად დამძიმდა.

.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები 27 წლის ქალის ახლობლის თქმით, ახალგაზრდამ კლინიკაში ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა და მიუხედავად ჩივილებისა, პაციენტი მაინც გაწერეს სახლში.


.

6 აგვისტოს მზისა ზაზაძე ახალქალაქის კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა, მისვლიდან 15 წუთში კი მას გული გაუჩერდა.

„ახველებდა... ექიმებს ყველაფერი დეტლაურად ხომ უნდა გამოძიათ, რომ ან ფილტვებზე მოესმინათ ან რენდგენი გადაეღოთ... მუცელი გამოყვანისას შეშუპებული ჰქონდა. ექიმისთვის მანამდე უთქვამს, რომ ხელი მიბუჟდება და ექიმმა უთხრა, რომ ბუნებრივი მოვლენაა და გადაგივლისო. მესამე დღეს მივიდა ახალქალაქის კლინიკაში და დაემართა შოკირებული მდგომარეობა. სამჯერ გაუჩერდა გული. ექიმებს ვადანაშაულებთ, ექიმების დაუდევრობს გამო მოხდა ეს ყველაფერი, - ამბობს ოჯახის წევრი.

,

დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

”როგორ მენანები მზიკო, რა უსამართლოა ეს ცხოვრება, შენ ხომ ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანი იყავი, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას”

.

”ვაიმეე ღმერთო რატო წართვა პატარა ანგელოზს გოგოს დედა ღმერთმა ასე რატო გაწირაა ძსლიან სსმწუხაროაა ვიზიარებ ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ღმერთმა გაძლებს მოგცეთ” – წერენ ახლობლები.

.

^ * * *

”ღმერთო, მამუკას საფლავს არ შორდება და…” – რა ხდება მამუკა ონაშვილის საფლავზე (ფოტო)

.

image


მამუკა ონაშვილის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე გავიდა. შეგახსენებთ, მომღერალი მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში დაკრძალეს.

.

სწორედ აქ, მის სამარადისო განსასვენებელთან შენიშნეს ძაღლი, რომელიც გარდაცვლილი მომღერლის საფლავზე წევს და წუთით არ ტოვებს.

.

„ასე ზის თეთრი ძაღლი, არ გშორდება.. მანდაც მოგაგნეს შენმა ოთხფეხა მეგობრებმა“, – წერს მამუკა ონაშვილის დისშვილი, თეონა უსტიაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

.

image.

მომღერალი მამუკა ონაშვილი 29 ივლისს ნატახტართან მომხდარი ავტროავარიის შედეგად დაშავდა, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მეორე ავტომანქანის მძღოლი თორნიკე ქავთარაძე, რომელიც მამუკა ონაშვილის ავტომანქანას შეეჯახა ადგილზევე გარდაიცვალა. ონაშვილის მანქანა კი ამობრუნდა. თავდაპირველად მომღერლის დაკრძალვა საბურთალოს პანთეონში, მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის გვერდით იგეგმებოდა, თუმცა, მიზეზების გამო შეფერხება წარმოიქმნა და ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის განცხადებით, ოჯახმა მახათას მთაზე დაკრძალვა არჩია. ბესიკ ჩუბინიძეს არ დაუკონკრეტებია, რა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ონაშვილის საბურთალოზე დაკრძალვა, როგორც ეს მანამდე იყო დაანონსებული და რატომ შეიცვალა ადგილი.

.

სოცუალურ ქსელში არ ცხრება დისკუსია ვინ იყო ნატახტართან მომხდარი ავტოავარიის დროს დამნაშავე. ბევრი ახალგაზრდა მამაკაცს ადანაშაულებს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და მომღერლის მანქანას შეეჯახა. მოგვიანებით ამ ბრალდებებმა დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი შეაწუხა და მათ განცხადებაც კი გაავრცელეს და საზოგადოებას სთხოვეს შეწყვიტონ დადანაშაულება.

.

„თხოვნა მაქვს, ჩემი ძმის სულს ვცეთ პატივი, ნუ მილანძღავთ ძმას, არ იყო დამნაშავე!!! ჩვენ არავის ვადანაშაულებთ!!! ჩვენი და ჩემი მშობლების ტკვივილს ნუ ამძაფრებთ მოგონილი ჭორებით…. გააზიარეთ ჩემი სტატუსი რომ იმ ხალხს მივაწვდიონოთ ხმა ვინც ჩემს თოკას ადანაშაულებს, “ - წერს მიშო ქავთარაძე.

.


0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0