x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
„ჩერგომ დამირეკა „იმედში“ ნათია ფანჯიკიძე რატომ მიიწვიეო, სხვა რაღაცეებიც მითხრა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

image



ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ელისო კილაძისა და თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ დაპირისპირებას უერთდება და ელისო კილაძის სტატუსის ქვეშ წერს, რომ გიგა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა ნანუკას ტელე „იმედში“ მუშაობის დროს დაურეკა და ირაკლი ალასანიას მეუღლის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის გადაცემაში მიწვევის გამო უსაყვედურა. ნანუკა წერს, რომ გაკვირვებული მაშინვე დირექორის კაბინეტში ავიდა.


„ნათია ფანჯიკიძე მყავდა „იმედში“ სტუმრად, მეორე დღეს დამირეკა ჩერგომ (რომელსაც პირადად მგონი ჯერ არ ვიცნობდი) და საკმაოდ მკაცრი ტონით მთხოვდა პასუხს რატომ მოვიწვიე ნათია სტუმრად. (სხვა რაღაცეებიც მითხრა, არ დავწერ) მახსოვს გიორგი არველაძესთან ავედი გაკვირვებული (ტვ იმედის მაშინდელი დირექტორი) და გიორგიმ ღიმილით მითხრა, დაიკიდე ნანუკა, “ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

.


„მეც დავიკიდე, მარა ვინაა ჭკუას რომ გვასწავლის სამყაროს?“ - პასუხობს ელისო კილაძე.

.

ამ ყველაფერს კი წინ ეს უძღვოდა.

ელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო სტატუსს ეხმაურება და მას პარტიების დაშლის ექსპერტს უწოდებს.


„აქამდე პოლიტიკური ექსპერტი იყო პარტიების დაშლის დარგში და ახლა ცენზორის როლი შეითავსა?
.
ვინ ეკითხება ჩერგოს რომელი ტელევიზია მიმიწვევს?!
ასე ესმის ევროპული დემოკრატია?!
.
ის დრო ხომ არ გონია, როცა მისი ქმარი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და საერთო "ვიორსტკა" მოდიოდა "კუდიდან"?! - წერს ელისო კილაძძე
.
უფრო ადრე თამარ ჩერგოლეიშვილმა ეს სტატუსი გამოაქვეყნა:
.
„როცა ტელევიზიებში ბონდო მძინარიშვილის, ლიკა ბასილაიას, ელისო კილაძის და ვინმე წულაიას “ექსპერტიზა” იღვრება, სოცმედიაში ახალგაზრდა თაობა რუსების მიერ ქართველთა გენოციდზე საუბრობს.
.
უდაბნოში 40 წლიანი სიარული უფრო დიდი სიბრძნე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ეს მენტალური უფსკრული ახალმა თაობამ უნდა ამოავსოს და ამოავსებს, რომ მერე იურულ პარკზე ფილმები გადავიღოთ, “ - დაწერა ჩერგოლეიშვილმა/.
.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „რეაქციის“ სტუდია დატოვა. მოგვიანებით, ასეთი კომენტარი გააკეთა:

/

„50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად.
თან მე ყოველთვის ვამოწმებ გასვლის წინ, დრო ხომ არ შეიცვალა – ამჯერადაც გადავამოწმე.
.
“გადაცემა როგორ წავა” ისე ჩემი ცხოვრება ვერ წავა და არ წავა და ამ დამოკიდებულების მიღება სწორად არ მიმაჩნია.
სხვებს შეიძლება აქვთ მაგდენი დრო.
მე არ მაქვს“ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა გრიგოლიას გადაცემაში.
.
0
341
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0