x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
10 საშინელებათა ფილმი მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს
ტელევიზორის ყურებით და დივანზე წოლით წონის დაკლება შესაძლებელი ყოფილა, თუ ამ დროს ეკრანზე საშინელებათა ფილმის კადრები გადის. ასეთ დასკვნამდე ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. მათ 10 საშინელებათა ფილმის სია შეადგინეს, რომლებიც კალორიებს ყველაზე მეტად წვავენ. კვლევა ჩატარდა ბრიტანული კომპანიის LoveFilm, რომელიც ფილმების დისტრიბუციის და გაყიდვებით არის დაკავებული, დაკვეთით.

image

„ჩვენ, ყველა განვიცდით ამ გრძნობას, როცა ძალიან საშინელი სცენის ყურებისას დივნის უკან დამალვა ან ბალიშით სახის დაფარვა გვსურს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მათ, რომელთაც კალორიების დაწვა სურთ, თვალები გახეხილი უნდა ჰქონდეთ და ეკრანს ყურადღებით დააკვირდნენ“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი, ჰელენ კოული.

image


დაკარგული კალორიების რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საშინელია ფილმი. კვლევის მონაწილეებმა რამდენიმე კლასიკურ საშინელებათა ფილმს უყურეს.

image

მკვლევარებმა მათი პულსი გაზომეს და ჩასუნთქული ჟანგბადის და ამოსუნთქული ნახშირორჟანგის რაოდენობა დათვალეს. საშუალოდ 90 წუთში (ზუსტად ამდენხანს გრძელდება საშინელებათა ფილმი) ექსპერიმენტის მონაწილეები დაახლოებით 113 კალორიას წვავდა.

image

კალორიები იწვება ადრენალინის მატების წყალობით, რომელსაც ძლიერი სტრესი, შიში იწვევს. იმ მომენტში, როცა მაყურებლები საშინელებათა ფილმის ყურებისას მოულოდნელ მომენტებში ხტებოდნენ, კალორიები უფრო აქტიურად იწვოდა. ასე საშინელებათა კინოს ყურებით საშუალოდ 3-ზე მეტი კალორია დაწვეს, ვიდრე ცარიელი ეკრანის ყურებისას.


10 საუკეთესო ფილმი, რომელიც კალორიებს წვავს:

image

1. “ნათება“ (The Shining) – 184 კალორია

2. “ყბები“ (Jaws) – 161 კალორია

3. “ეგზორცისტი“ (The Exorcist) – 158 კალორია

4. “უცხო“ (Alien) – 152 კალორია

5. “ხერხი“ (Saw) – 133 კალორია

6. “საშინელება თელების ქუჩაზე“ (A Nightmare on Elm Street) – 118 კალორია

7. “პარანორმალური მოვლენა“ (Paranormal Activity) – 111 კალორია

8. “ალქაჯი ბლერიდან“ (Blair Witch) – 105 კალორია

9. “ტეხასური ჟლეტა ხერხით“ (The Texas Chainsaw Massacre) – 107 კალორია

10. “რეპორტაჟი“ (Rec) – 101 კალორია


ასევე დაგაინტერესებთ:

ექსპერტებმა ჩვენი დროის ყველაზე საშინელი ფილმები აარჩიეს. სიბნელეში არ უყუროთ

image

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

image

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

image

ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი

image

10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით

image

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
82