x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
დაკარგული ცხოვრება 5
image
სად ჯანდაბაში დადიხარ და რას აკეთებ საერთოდ? მოჩვენებასავით წამოჯდა ლექსო გეგას ჯერ კიდევ მძინარე თვალებით მიაშტერდა...

-რასგავხარ ბიჭო შემაშინე..სცადა საუბრის არიდება გეგამ

-გუშინ სხვანაირი ვიყავი თქვენმა მზემ.ნეტა კი გეშინოდეს ჩემი ამდენ სისულელეს ხომ არ გააკეთებდი..

-არაფერს არ ვაკეთებ ძმაო, მორჩა დამთავრდა ყველაფერი ერთი დღეც და აღარასდროს ვნახავთ ერთმანეთს..ერთი სიგიჟე მეც მეპატიება მითუმეტეს თუ იმ წუთას ეს სიგიჟე ბედნიერებას მანიჭებს..


-კი ძმაო ყველა სიგიჟე შეიძლება გამართლდეს რომელიც ქალის გამო არის ჩადენილი და გაბედნიერებს მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და შენ ეს გიღირს?

-მაგ ფასსაც გავუძლებ, ავიტან..

-მარტო შენ რომ არ ხარ?ნინაკაა რომელსაც გულს ატკენ ამ საქციელით..სხვათაშორის დედაშენის მოსატყუებლად უკვე ფანტაზია აღარ მყოფნის..

-შენ მაინც ხომ იცი რომ ნინაკას როცა დავშორდი ლილეს საერთოდ არ ვიცნობდი..

-ვიცი, მაგრამ ამ გოგოს რომ არ გამოკიდებოდი თქვენ ამდენხანს ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებდით...

-მორჩა, სიზმარი დასრულდა ძმაო, ხვალიდან ყველა ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებით, დედაჩემს შემოვირიგებ...ლილეს აღარასდროს ვნახა, მაგრამ ეს ჩემი და ნინაკას ურთიერთობაში არაფერს შეცვლის..

-თუმცა გინდა რომ ნახო?

-რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მინდა... მაგრამ მას არ უნდა..

-ნამდვილად, როგორც ვამბობდი ყველა თავის ცხოვრებას უბრუნდება, ერთადერთი ზედმეტი შენ აღმოჩნდი... სიზმრების პრინცესა ისევ მის ფულიან და სტატუსიან სიყვარულს უბრუნდება..

-არ დაუბრუნდება...

-დაუბრუნდება, შეიძლება მის მკლავებში განაბულს წამითაც გაახსენდე კიდეც ირონიულად ჩაიღიმებს და მშვიდ ძილს მიეცემა საყვარელი კაცის მკლავებში...

-არ იქნებიან ერთად...

-შენთან არ უნდა მასთანაც არ უნდა აბა მესამეს ეძებს?

-ნეტა სხვა დროს და სხვა ვითარებაში გამეცნო...ახლა უკვე აღარაფერს არ აქვს აზრი, ეხლა უბრალოდ ვდგავარ და ვიხრჩობი“ ამ მთებშიც კი ვერ ვპოულობ საკმარის ჰაერს რომ ჩავისუნთქო და გადავრჩე..

-რა შეიცვლებოდა?მაშინ ნუ გაუშვებ?

-უნდა წავიდეს, თუ ეხლა ხმას ამოვიღებ ვგრძნობ რომ ისიც დარჩება, მაგრამ თუ არ წავა ის დაიხრჩობა, დანაშაულის გრძნობა დაახრჩობს და ამგვარად ის ვერ იქნება ბედნიერი..

-ანუ, უშვებ იმიტომ რომ იყოს ბედნიერი?როგორ მოახერხე რომ საკუთარ თავზე წინ მისი ბედნიერება დააყენე?


-ვუშვებ იმ იმედით რომ ტკივილებს უმკურნალებს, დანაშაულის გრძნობას მოიშორებს და ლაღი და ბედნიერი იქნება...

-და თუ ის სხვა არჩევანს გააკეთებს..

-იყოს ბედნიერი...

-რა გითხრა ჩემო ძმაო შენს ამ მდომარეობაში ნახვას ვერ წარმოვიდგნდი...

- ვერც მე.. გეგამ კარავში შემოჭრილ სინათლის სხივს გააყოლა თვალი.. ესეც ასე თავზეც დაგვათენდა...ამ ერთ დღესაც გავუძლებ გულში გაიფიქრა და კარვიდან გამოვიდაა...

იქვე ტბის პირას მჯდარ ნინაკას მიესალმა

-დილამშვიდობის, გოგონა რომელიც სულ ძილზე წუწუნებს ასე ადრიანად აქ რას აკეთებს...

-სადა მშვიდობიანი დილაა, რაღაც უცნაური ხმები მესმოდა მთელი ღამე ვერ დავიძინე შიშით, არ ვარ მე ბუნების ადამიანი რატო არავის ესმის ეს?

- ნუ წუწუნებ აქედან რომ ჩავალთ სადაც იტყვი იქ წაგიყვან..

- კლუბში?

-მანდ არ იღლები ხოო?

-არანაირად..

ანიკამ ეშმაკურად გაუღიმა გეგას და ისევ ტბას გაუსწორა თვალი... გეგასაც აურია ფიქრები ამ სილამაზემ..განვლილი ღამე გაახსენდა და თვალწინ ლილეს შეშინებული თვალები დაუდგა..როგორ არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეს...ფიქრებიდან ანიკამ ხმამ გამოარკვია გეგა...

-გეგა

-გისმენ

-ლილე უნდა წავიდეს...

-ვიცი..

-მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ ჩემი და მარტო არ დატოვე...

-ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი...

-არა ვალდებული არ იყავი და ეს შენც კარგად იცი...

-სჯობდა სხვა დროს სხვაგვარად გაგვეცნო ერთმანეთი...

-სამწუხაროდ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს...

წავალ ლილეს ვიპოვი სანამ გადაკრიფა ყველა ყვავილი და ფოთოლი...

-აჯობებს შენ დილის ყავაზე იზრუნო მე კი ლილეს ვიპოვი...

-კარგი..

-მოგწონს?

-რა?

თაიგულის შეკვრას თავი მიანება და მზერა თავზე წამომდგარ გეგაზე გადაიტანე ლილემ..

-ყვავილი... გეგა ლილეს გვერდით დაჯდა და პატარა ცისფერი ყვავილები ჩაამატა ლილეს შეკრულ მინდვრის ყვავილების თაიგულს..

-მომწონს პატარაა, სუსტი და მაინც რამხელა სილამაზეს ასხივებს..

-შენსავით...

-სულაც არა.. ლილემ იგრძნო რომ გაწითლდა და გეგას მზერა მოარიდა...

-როგორც იტყვი, ჩემი დაკრეფილი "არდამივიწყოები" კი შენს თაიგულში იყოს..ჩემი სათქმელი თქვან...

-არ დაგივიწყებ...

ამჯერად ლილეს არ უფიქრია მზერა აერიდებინა გეგასთვის, არც მასთან სიახლოვე აშინებდა, მის წინ იდგა მისი თვალებში მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა არ გამიშვა...

გეგამ პატარა სიფრიფანა გოგო გულში მაგრად ჩაიკრა, ცოტაც და ეს პატარა გოგო დაწვავდა მაგრამ გულიდან მის მცილებას მაინც არ ფიქრობდა, პირიქით შესაძლებელი რომ ყოფილიყო ასე დარჩებოდა მთელი ცხოვრება და მთელი ცხოვრება მის გულის ცემის ხმას მოუსმენდა ისე როგორც ყველაზე ლამაზ სიმღერას...

- დავბრუნდეთ

- ცოტახანს დავრჩეთ თუ დავბრუნდებით ზღაპარი დასრულდება...

-ადრე თუ გვიან ყველა ზღაპარი სრულდება...

-იქნებ ლამაზად დავასრულოთ ეს ზღაპარი...

-გეგა, გთხოვ წასვლის ნება მომეცი ჯერ წარსულთან მაქვს ანგარიში გასასწორებელი...

-მასთან დაბრუნდები...

-ამაზე საუბარი არ მინდა?

-მინდა ძალიან ბედნიერი იყო...

-ვეცდები... შენც ძალიან ბედნიერი იყავი, რადგან ძალიან ძალიან კარგი ხარ და ყველაფერს კარგს იმსახურებ...

ლილემ გეგას მკლავებიდან თავი დაიხსნა და კარავისკენ ჩქარი ნაბიჯით გასწია.. მარტო დარჩენილ გეგას კი ბრაზი ახრჩობდა ... რაღაც ძალა არ აძლევდა ხმის ამოღების უფლებას და ასე უსიტყვოდ უშვებდა მისგან გოგოს რომელმაც ორ კვირაში მისი მთლიანი ცხოვრება ამოაყირავა...

რომ არ დაბრუნდეს საკუთარი ქვეცნობიერი მოსვენებას არ აძლევდა ...

კარავში დაბრუნებულმა სასწრაფოდ წასვლა აჩემა იმდენად დაჟინებით რომ თხუთმეტ წუთში უკვე ოტხივე მანქანაში იჯდნენ გეგა მანქანას ისეთი სისწრაფით მართავდა ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა...

გეგას განწყობა ყველას გადაედო და ოთხივე მათგანი მარტონი დარჩნენ თავიანთ ფიქრებთან და ოცნებებთან...

სახლში დაბრუნებულებმა უსტყვოდ მიაშურეს ოთახებს..

შენც აქ ხარ სამხარეულოში ლექსო იჯდა

-ხო, გეგას ჩაეძინა მე ვერ დავიძინე და გამოსვლა ვამჯობინე იქ თუ დავრჩებოდი გავაღვიძებდი

-ლილესაც, ვიფიქრე ყავას დავლევდი, გაგიმზადო...

-სიამოვნებით..

გეგას კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე გაეღვიძა საწოლიდან ადგომა არც უფიქრია სიგარეტს გადაწვდა ბოლო ღერი დარჩენილიყო, რამდენი ხანია აღარ მოუწევია, მგონი ისევ დავიწყე გაიფიქრა და ნერვიულად გააბოლა...

როცა იგივეს აკეთებდა ლილე როგორ გაუბრაზდი გაუელვა მოგონებამ თვალწინ და სიგარეტი ჩააქრო...

მერე ანიკასთან დილის საუბარი გაახსენდა ლოგინიდან უხალისოდ წამოდგა და ოთახიდან გავიდა..ანიკას წიორა ხმას გაყვა და აივანზე გავიდა

ანიკა და ლექსო აივანზე ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ სურვილებზე..თან გამეტებით ჩხუბობდნენ

-ლილე სად არის?

-ძინავს

-მიდი გაღვიძე და მოემზადეთ...დილის პირობა უნდა შევასრულო

-ვაუ რა მაგარია, ბევრს დავლევ და ცოტას ვიცეკვებ..

-მგონი სჯობს ცოტა დალიო და ბევრი იცეკვო. გაუღიმა გეგამ

-მასეც მაწყობს, ასე რა გაიღიმე უხასიათოს ჩემს თავს ვერ ვიტან ... ანიკამ გეგას გაუღიმა და ოთახისკენ სირბილით გაიქცა... ლილეს ნაზად გაღვიძება არც უფიქრია მძინარეს თავზე დაახტა და წამში მოაფხიზლა..

ლილე მიხვდა რომ წინაღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა და უხალისოდ დაიწყო მომზადება...

კარაოკე კლუბში მისულებმა ანიკას გეგმით მოქმედება ამჯობინეს ბევრი დალიეს და ცოტა იცეკვეს ..

ლექსო და ანიკა როგორც ყოველთვის ისევ კინკლაობდნენ ანიკამ ლექსოს მოგებული სურვილის ასრულება მოსთხოვა იმ იმედით რომ ლექსო არ შეასრულებდა მაგრამ შეცდა ანდა საიდან უნდა სცოდნოდა რომ ლექსო ასე კარგად მღეროდა...

დაბადების დღეს გილოცავ...

გეგამ საათს დახედა და ლექსოს გაუღიმა ... გოგონები ვერაფერს მიხვდნენ რა შუაში იყო ეს გამოსვლა მაგრამ გეგა მიხვდა რომ მის საუეთესო მეგობარს არანაირ სიტუაციაში არ დაავიწყდებოდა მისი დაბადების დღე..

ლექსომ ხმა ამოიღო თუ არა ბარი თითქოს გაირინდა ..

-რა კარგად მღერის ეს მაიმუნი რატომ არ მითხარი გაუბრაზდა ანიკა გეგას თითქოს იკითხა და სიმართლე დაუმალეს..

- მისი გაბრაზება თუ გინდა რამე სხვა მიფიქრე...

-მოვიფიქრებ ჩაილაპარაკა ანიკამ და ლექსოსკენ წავიდა..

მარტო დარჩენილმა გეგამ ლილეს წელზე ხელი მოხვია და მისკენ მიიზიდა, იმდენად ახლოს რომ ლილემ სუნთქვაც კი შეწყვიტა..

-ვიცეკვოთ..

-ვიცეკვოთ, დაიჩურჩულა ლილემ

პატარა გოგომ ძლივს რომ გულამდე წვდებოდა ბიჭს ჯერ გონებაში შემდეგ გულში და შეაღწია და ყველაფერი არია..

ბიჭი ვერ ამბობს დარჩიო

ვერც გოგო ამბობს არ გამიშვაო ...

მიზეზი ბევრია ...

მგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის არის რომ ორივეს ჰგონია თუ ერთმანეთი ეყვარებათ ეს დანაშაულია...

-ჰაერზე უნდა გავიდე... ლილემ ცივად მოიშორა გეგა..

-გამოგყვები..

-არა ... მისი ტონი იმდენად მკაცრი და უჩვეულო იყო გეგასთვის ადგილზე გაშეშდა...

ლექსომ სიმღერა დაასრულა და გამარჯვებული სახით ანიკას დაეჩემა არ დაივიწყო ჩემს სურვილსაც მოვითხოვ...

-როგორ შემაშინე...

-მე შენს ადგილას შემეშინდებოდა...

-მგონი წასვლის დროც მოვიდა საათს დახედა ანიკამ და ლილე მოიკითხა...

-წავიდეთ ლილეც გარეთ არის მის ჩანთას ავიღებ და გავიდეთ...

გარეთ გამოვიდნენ და ოთხივე ფეხით გაუყვნენ გზას, ჰაერზე უფრო მოეკიდათ დასალევი... სიჩუმე ლექსოს ტელეფონმა დაარღვია ეკრანს დახედა და გეგას რაღაც ანიშნა და უკან ჩამორჩა ლილე მიხვდა რომ ეს ზარი გეგას ეხებოდა და კიდევ უფრო მოიწყინა..

-გისმენ...ნინაკა ხომ მშვიდობა..

-მთავარია თქვენთან არის, მეგობრის დაბადების დღეს გილოცავ..

-მადლობა მაგრამ ვერაფერს ვხვდები...

-კარგი მილოცვა იყო როგორც ყოველთვის..ეტყობა როგორ დარდობს უჩემობას..დამალაპარაკე..

-ერთად არ ვართ..

-მატყუებ..ვიცი რომ ერთად ხართ..

-ნინაკა მართალა არ ვართ ერთად, დამშვიდდი საღამოს ნახეთ ერთამანეთი და ეცადეთ ცხუბის გარეშე დალაპარაკება..

-სალაპარაკო არაფერია, არ ვაპირებ სიყვარული ვთხოვო, უბრალოდ ეს დღე ხომ იცი მარტო არასდრო გამიტარებია...უბრალოდ მინდოდა მისთვის დაბადების დღის მილოცვა..

-ვიცი და მესმის ყველაფერი, დამიჯერე ყველაფეი კარგად იქნება...

გაგრძელება იქნება

სიყვარულით ინტერ-გოგონა




0
243
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0