x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
არდაზიშვილი: "ახლა სხვა შემოთავაზებებზე არ ვფიქრობ"
image

24 წლის ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველ სეზონს ატარებს და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. არდაზიშვილის "კასპიამ" სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო მატჩებში ჩავარდნა ჰქონდათ, რამაც შედეგზეც მოახდინა გავლენა. ახლა ქართველის გუნდი 22 ქულით ცხრილის შუაში იმყოფება. ჩვენ ფეხბურთელს ყაზახეთში დავუკავშირდით და მასთან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ:



ჩემპიონატში პირველი ნახევარი მიიწურა. როგორ შეაფასებდი მიმდინარე სეზონს როგორც გუნდისთვის ისე პირადად შენთვის?


საბოლოო ჯამში პირველ წრეს დადებითად შევაფასებდი. იყო პერიოდი როცა პირველ ადგილზეც კი ვიყავით, თუმცა შემდეგ ჩავარდნა დაგვეწყო. რაც შეეხება ჩემს ფორმას - როცა აქ გადმოვედი ნაკლები სათამაშო პრაქტიკა მქონდა, თუმცა ნელ-ნელა ფორმა ავკრიბე და ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები.




გუნდმა ბოლო მატჩები აშკარად ჩააგდო. რა იყო ამის მთავარი მიზეზი და ასევე საინტერესოა თუ რა იყო სეზონის დაწყებამდე მთავარი მიზანი?


მეორე წრე ვერ დავიწყეთ ისე როგორც გვინდოდა და ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. ბოლო მატჩებში სამი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის და ვეცდებით სეზონი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ.


"კასპიი" შენთვის პირველი უცხოური კლუბი არ არის. გითამაშია უკრაინაშიც. როგორ შეაფასებდი ყაზახურ, უკრაინულ და ქართულ ჩემპიონატებს? რა სხვაობას ხედავს ამ ჩემპიონატებთან მიმართებაში?


უკრაინაშიც და ყაზახეთშიც ტექნიკური ფეხბურთელისთვის კარგი პირობებია და მეც სწორედ ამ სტილს მივეკუთვნები. საქართველოში უფრო განსხვავებული სიტუაციაა ამ მხრივ. ეროვნულ ლიგაში უფრო მაღალი დონის შემსრულებლები თამაშობენ და ისინი მაღალი კლასით გამოირჩევინა. სწორედ ამიტომ გამიჭირდა საქართველოს ჩემპიონატში თავის დამკვიდრება.


შენ შეტევის ხაზში რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლია თამაში. და მაინც, რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?


ჩემთვის განსაკუთრებით კომფორტული გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშია და ვფიქრობ ყველაზე ნაყოფიერი სწორედ ამ პოზიციაზე ვარ. ასევე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზეც.


როდემდე გაკავშირებს კლუბთან კონტრაქტი და გაქვს თუ არა შემოთავაზებები?


კლუბთან კონტრაქტი ნოემბერში მიმთავრდება და არის გარკვეული შემოთავაზებებიც, თუმცა ახლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ


ჯერ-ჯერობით შენ ეროვნული ნაკრებიდან მიწვევა არ გქონია. როგორ შეაფასებდი შენს სანაკრებო შანსებს?


მე ფეხბურთს პირველ რიგში ვთამაშობ იმისთვის, რომ ამისგან სიამოვნებას ვიღებ. გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში ეს სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა. მე კი ჩემის მხრივ ყოველდღიურად და მუხლჩაუხრელად ვიმუშავებ რათა კიდევ უფრო განვვითარდე

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0