x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
რუსულ "გაზპრომთან" დაკავშირებული მეხუთე ბიზნესმენი მოკვდა ბოლო 6 თვეში
image

რუსეთის გაზის ინდუსტრიამ მოკლე დროში უკვე მასთან დაკავშირებული მეხუთე ბიზნესმენი დაკარგა.


როგორც გამოცემა MK იტყობინება, 5 ივლისს შპს Astra-Shipping-ის გენერალური დირექტორისб იური ვორონოვის ცხედარი იპოვეს (სურათზე).იგი 61 წლის იყო.


მისი ხელმძღვანელობით კომპანია ეწეოდა მიწოდებასა და ლოჯისტიკას, ხოლო "გაზპრომი" ითვლებოდა მის მთავარ შემკვეთად.



ბიზნესმენის ცხედარი იპოვეს ლენინგრადის რეგიონის ვიბორგსკის რაიონის ელიტარულ სოფელში -"ზღვის ტერასები". გამოძიება თვლის, რომ მეწარმემ ბიზნესთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების ფონზე თავი მოიკლა.


გამოცემა MK-ს წყარომ დაადასტურა, რომ ვორონოვმა ქალაქი 1 ივლისს დატოვა ორკვირიანი ლოთობის შემდეგ. ამის შესახებ მისმა მეუღლემაც თქვა. მან განმარტა, რომ მეწარმეს სერიოზული „უთანხმოება“ ჰქონდა კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან“.


გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ ყველაფერს რაღაც ცუდი სუნი უდის, ბოლო 6 თვეში გაზპრომთან დაკავშირებული მე-5 პიროვნება გარდაიცვლა.


2022 წლის 29 იანვარს გაზპრომ ინვესტ-ის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის ლეონიდ შულმანის ცხედარი იპოვეს. ის გარდაიცვალა იმავე უბანში მდებარე სახლში, სადაც ვორონოვი ნახეს მკვდარი. პოლიციამ მეწარმე სააბაზანოში აღმოაჩინეს, თან ჰქონდა წერილი, რომელშიც ის ფეხებში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. გამოძიებას ეჭვი შეეპარა წერილის ნამდვილობაში.


მეორე, 25 თებერვალს, იყო ალექსანდრე ტიულიაკოვი, გაზპრომის ერთიანი განსახლების ცენტრის კორპორატიული უსაფრთხოების საკითხებში უფროსის მოადგილე. ცხედარი იმავე სოფელში, მის სახლთან არსებულ ავტოფარეხში იპოვეს. გამოძიების ვერსია თვითმკვლელობამდე მიყვანაა. ასევე ნაპოვნია ჩანაწერი, რომლის შინაარსი მედიისთვის უცნობია.


შემდეგი იყო გაზპრომბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვლადისლავ ავაევი, რომლის ცხედარი ოჯახის წევრების გვამებთან ერთად 18 აპრილს იპოვეს მოსკოვის ბინაში.


მან, სავარაუდოდ, ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა.


მეორე დღეს, 19 აპრილს, ესპანეთში, ლორეტ დე მარში, სახლის ეზოში, კომპანია Novatek-ის გამგეობის ყოფილი წევრის, სერგეი პროტოსენის ოჯახი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია ეჭვობს ოჯახურ კონფლიქტს, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა, მეორე ვერსია ჯგუფური მკვლელობაა.

MK-ს ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ასეთ დამთხვევებს რამდენიმე ახსნა შეიძლება მოეძებნოს, მათ შორის, არასასურველი მოწმეების განზრახ მკვლელობა. ყოველ შემთხვევაში, თუმცა არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, სიკვდილის ძალადობრივი ხასიათის შესახებ.

0
211
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0