x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
"20 წუთი მთელი ხმით ვტიროდი" - რას ამბობს ილია მეორესთან შეხვედრაზე ავთანდილ ცქვიტინიძე?

image


ქართველი მოდის დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ჰყავდათ ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეული, სადაც იგი საუბრობს მის წარსულზე. კერძოდ, დროზე, როდესაც მას უწმინდესისთვის - ილია მეორესთვის სურდა აღსარების ჩაბარება, თუმცა მისმა თავმა მას ამის საშუალება არ მისცა.


მისი თქმით, ამ დროს იგი დაახლოებით 20 წუთი ტიროდა.


„არასოდეს ჩამიბარებია აღსარება. უწმინდესთან ვიყავი და ვუთხარი, რომ აღსარება ჩამებარებინა, დაახლოებით 20 წუთი მთელი ხმით ვტიროდი. გულდაწყვეტილი ვუთხარი, რომ ვერ ჩაგაბარებთ აღსარებას თქო და მან მითხრა, რომ შენ ახლა ყველაზე გულწრფელი და ნამდვილი აღსარება ჩააბარეო.


ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო და პატრიარქმა მითხრა, რომ პრობლემა ტრაგედიად არასოდეს არ მექცია.



არასოდეს მქონდა გააზრებული რა ბულინგის ქვეშ მყავდა ჩემი თავი“, - ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.

0
272
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0