x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
"მეძავებს დიდხანს არ ქირაობენ" - ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა ბულინგის მსხვერპლი გახდა
image

გუშინ გავრცელდა შეტყობინება, რომ მარინა ოვსიანიკოვა Die Welt-ში აღარ მუშაობს. სამთვიანი კონტრაქტი ამოიწურა და მისი განახლება აღარ მოხდა. რუსი ჟურნალისტები ამ შედეგს ბუნებრივად თვლიან, რადგან მიაჩნიათ, რომ მოღალატეები არსად არ უყვართ.


მარინა ოვსიანიკოვამ კარიერა დაასრულა სახელგანთქმულ გამოცემაში, სადაც იგი მიიღეს რუსეთის პირველ არხზე განხორციელებული სკანდალური ფლეშმობის შემდეგ.


როგორც გახსოვთ ოვსიანიკოვა, რომელიც რედაქტორად მუშაობდა პირველ არხზე, გამოვიდა ომის საწინააღმდეგო პლაკატით და დადგა დიქტორის ზურგს უკან, რის შემდეგაც იგი ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში.


image

თუმცა, როგორც ჩანს პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის გამბედაობით აღფრთოვანება დიდხანს არ გაგრძელებულა. ოვსიანიკოვა Die Welt-ში მიიწვიეს სამუშაოდ, მაგრამ როგორც გაირკვა, კონტრაქტი მხოლოდ 3 თვით გაფორმდა. ან სამსახური ან სტაჟირება. როგორც არ უნდა იყოს, დამსაქმებელმა ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა და აქტივისტი ჯერჯერობით ისევ უმუშევარი დარჩა.


image

რა თქმა უნდა ამ ფაქტს დიდი სიხარულით გამოეხმაურნენ პუტინის მეხოტბე ჟურნალისტები, ისინი თვლიან, რომ ეს არის კანონზომიერება.მარგარიტა სიმონიანმა კატეგორიულად აღნიშნა, რომ ასეთია ყველა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ბედი.


მიხაილ შახნაზაროვმა კი შესთავაზა ოვსიანიკოვას დაფიქრდეს მარწყვის კრეფაზე - ახლა პოლონეთში ზუსტად ამ კენკრის კრეფის სეზონია.


ამის გარდა ინტერნეტმომხარებლებმაც დაუწერეს რამდენიმე მწარე კომენტარი:

"გამყიდველი არავის უნდა, არც თავისიანებს და არც სხვებს"

"ჩაისვარა კარიერაში, ჩაისვარა სამშობლოსთან მიმართებაში"

"მეძავებს დიდხანს არ ქირაობენ"-უწერენ კომენტარებში მარინა ოვსიანოკოვას.


თავად ივისიანიკოვა როგორც ჩანს, მალე ახალ სკანდალებში გაეხვევა, რადგან აპირებს რუსეთში დაბრუნებას, რათა ქმარს ქალიშვილი წაართვას და დასავლეთში წაიყვანოს, მარინა ოვსიანიკოვა წერილში აღნიშნავს, რომ შესაძლებელია იგი აეროპორტშივე დააკავონ, თუმცა გაჩერებას და გაჩუმებას არ აპირებს.

image

0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0