x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
ბრიტანელმა ოფიცერმა მრავალშვილიანი უკრაინული ოჯახი სახლიდან გაყარა

image

ბრიტანელმა ოფიცერმა დადლი მალსტერმა (Dudley Malster)) ქუჩაში გაყარა უკრაინელი ლტოლვილების ხუთიშვილიანი ოჯახი. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail იტყობინება. შემთხვევა ჰემფშირში, ფეირჰემში მოხდა. ცნობილია, რომ ცხრა კაციანი ოჯახი, მათ შორის ორი მოხუცი ქალი, დიდ ბრიტანეთში პოლონეთში ორი თვიანი ყოფნის შემდეგ ჩამოვიდა.


როგორც ოჯახის უფროსმა, კიეველმა მაქსიმ ხირიკმა აღნიშნა, თავდაპირველად მეპატრონეები მათ სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ეპყრობოდნენ. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ მალსტერებმა ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე გადაწყვიტეს მათთან კონტრაქტის გაწყვეტა.

image


„მათ უბრალოდ აღარ სურდათ ჩვენთან საუბარი, მივიღეთ წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოსახლებული ვიყავით. <...> ინტერნეტიც გაგვითიშეს, ამიტომ გვიჭირს ელექტრონული ფოსტით დაკავშირება და კომუნიკაცია“, - განუცხადა გამოცემას უკრაინიდან ლტოლვილმა.

image

ამასთან, მრავალშვილიან ოჯახს სხვა ადგილის მოსაძებნად ვადა 15 ივლისამდე მიეცათ. შედეგად, მაქსიმი და მისი მეუღლე ოლგა იძულებულნი გახდნენ ახალი საცხოვრებლის მოსაძებნად დახმარების ფონდი გაეხსნათ. უკვე შეგროვდა 5 745 ფუნტი სტერლინგი.


image

”ხალხი ძალიან გულუხვია და უბრალოდ მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მინდა ვიშოვო სამსახური, რათა სრულად შევძლო ჩემი ოჯახის რჩენა." - განაცხადა მაქსიმმა, რომელიც კიევში ფინანსისტად მუშაობდა.



ლტოლვილების მეზობლებმა განაცხადეს, რომ ისინი შოკირებულები დარჩნენ, როდესაც გაიგეს გამოსახლების ამბავი.

image

დადლი მალსტერის ოჯახის ადვოკატმა არ ისურვა განმარტების გაკეთება, თუ რატომ გაწყვიტა კონტრაქტი ოფიცრის ოჯახმა უკრაინელ ლტოლვილებთან.




როგორც ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 40 წლის დადლი მალსტერი სამეფო საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერია, 20 წლიანი გამოცდილებით. ის მსახურობდა ავღანეთსა და ბაჰრეინში და ასევე სამეფო ოჯახის საზღვარგარეთ მოგზაურობას კურირებდა.ყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

image


როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა თვეში 350 ფუნტს უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებენ. მათი თქმით, ამის მიზანი კერძო პირების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ბიზნესების წახალისებაა, რომ უკრაინიდან წამოსულ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.

1
598
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
598
  
9 ადამიანის შენახვას 3150 ფუნტი ეყოფა თვეში? ადგა და გამოყარა,საკუთრება მისია და მისი უფლებაა,რასაც უნდა იმას გააკეთებს და ყ... ვერ მოსჭამს დედოფალი. ისე ამბობენ,რომ ბრიტანეთში ფული იშოვება,განსაკუთრებით ინგლისში და ადამიანები(საქართველოდანაც) ცდილობენ მანდ მოხვედრას,ხოდა უკრაინამ მაგარი "კანალი" გაჭრა,მთელი უკრაინა გაიყვანა ბრიტანეთში. ჩვენც შევძლებდით იგივეს,თუ ომი გვექნებოდა,მარა გატყუებთ და არაა ეგრე,ქართველი საქართველოში აღარავის სჭირდება და ინგლისში ვის რა ფეხებად უნდა.
0 1 1