x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
"მირეკავენ და მიყვებიან ამბის განსხვავებულ ვერსიას" - რას წერს ია ფარულავა

image


სკანდალური მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა მის ბოლო გადაცემასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბიზნესმენ, ტონი ბახტაძეს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გადაცემაში იწვევს:


"ჩემს ბოლო გადაცემას არ ჩაუვლია მითქმა-მოთქმის და ზარების გარეშე. ბოლო სტუმარმა გიორგი ყიფშიძემ მოყვა ამბავი, სადაც დაასახელა პიროვნება, რომელსაც გიორგის თქმით წვლილი მიუძღვის მისი ოჯახის ზარალში, თუმცა დილიდან მირეკავენ ადამიანები და მიყვებიან ამბის განსხვავებულ ვერსიას.


მე არ მაქვს სასამართლო, სადაც გავარკვევ მტყუან მართალს, ამიტომ მზად ვარ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მივცე საშუალება ბიზნესმენ ტონი ბახტაძეს მოვიდეს გადაცემაში და მოყვეს მისი ვერსია." - წერს ია ფარულავა.


ცნობისთვის, საზოგადოების აღშფოთება გადაცემა "ფარულ კონვერტში" მსახიობ გიორგი ყიფშიძის სტუმრობისას მის მიერ ბინასთან დაკავშირებით მოყოლილ ისტორიას მოჰყვა.




0
284
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
284