x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
10 ფაქტი მოჩვენებების შესახებ
როგორც ამბობენ, ყველაზე მარტივი ახსნა, როგორც წესი, ყველაზე სწორია. ჩვენც ამ პრინციპს გავყვებით და სამეცნიერო საკითხებსა არ ჩავუღრმავდებით. თუმცა, ყველაფერი რაც აქ წერია, მეცნიერების მიერ არის დადგენილი:


1. ადამიანების ჩრდილები, რომლებსაც ზოგიერთები ხედავენ, ტვინში შემთხვევითი ელექტრული ხარვეზებით არის გამოწვეული. განსაკუთრებით ხშირად, მოჩვენებებს ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები ხედავენ.


2. ფიზიკოსმა მაიკლ ფარადეიმ, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაარკვია, რომ სპირიტული სეანსის დროს, მასში მონაწილე პირები, თავადვე ამოძრავებენ მაგიდას, იდეომოტორული ეფექტის (კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ქვეცნობიერის გავლენით) გამო.


image



3. ხშირად, მოჩვენება ტვინზე ინფრაბგერების ზემოქმედების შედეგად ჩნდება. იმის მიუხედავად, რომ ადამიანი ამ ბგერებს ვერ აღიქვამს, ისინი ადამიანზე მაინც მოქმედებენ. ინფრაბგერა, შეიძლება, გამოწვეული იყოს ქარიშხლით, ქარით, ან ამინდს სხვა პირობებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკითაც კი.


4. ავტომატიზმი, ან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რა დროსაც ადამიანები საკუთარ აზრს გამოხატავენ, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ, — საზოგადოებაში, მედიუმების არსებობით აიხსნება.


image


5. ცივი ჰაერის უეცარი ნაკადები, სახლებში, სადაც «მოჩვენებები ცხოვრობენ», კონვექციით არის გამოწვეული. ამ დროს, თბილი ჰაერის მასების გადაადგილება ხდება ზევით, ხოლო ცივის — ქვევით.


6. «სინათლის სფეროები» ფოტოსურათებზე, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი მოჩვენებად მიიჩნევს, ხშირ შემთხვევაში — კამერის ობიექტივის ზედაპირზე დამჯდარი მტვერია.


image


7. სახლებში, რომლებიც ღუმელით თბება, შესაძლებელია, მილები დაზიანდეს და ადამიანი ნახშირბადის მონოქსიდით მოიწამლოს, რაც ჰალუცინაციებს იწვევს და «სულებიც ჩნდებიან».


8. ზოგჯერ, ადამიანები მასობრივი ისტერიის მდგომარეობაში ვარდებიან, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც სტრესი — ნორმალური მდგომარეობა., მაგ., სკოლებში ან მაღალი მოთხოვნების მქონე სამუშაო ადგილებზე.


image


9. დღეს მეცნიერების ერთი ნაწილი, კლინიკური სიკვდილის დროს, «გვირაბის» მოვლენას კვანტური მექანიზმით ხსნის. თუმცა, მათი თეორიები, ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის.


10. იონიზაცია — იონების, ზოგიერთ ადგილას, შემთხვევითი გაჩენა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე და ტვინს აბნევს. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება, დეპრესიის გამოიწვიოს და უცნაური ხილვები გააჩინოს.


image


image
imageimageimageimage



0
441
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0