x
მეტი
  • 13.08.2022
  • სტატია:121484
  • ვიდეო:354825
  • სურათი:493568
მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ ჯორჯინა როდრიგესმა იდეალური ფორმებით ყველა აღაფრთოვანა

image


28 წლის ჯორჯინა როდრიგესმა აპრილში ფეხბურთელისგან ქალიშვილი - ბელა გააჩინა, როგორც ინტერნეტსივრცეში ცოტა წნის წინ, ვირუსივით გავრცელებული ფოტოებიდან ხდება ცნობილი 37 წლის კრიშტიანუ რონალდუს რჩეული ევროპის ყველაზე მოდურ კურორტ - იბიცაზე მასთან ერთად ისვენებს. პორტუგალიელი სპორტსმენი შვებულებას პოპულარულ კუნძულზე შეყვარებულთან და ხუთ შვილთან ერთად ატარებს. წყვილის იახტაზე, მეგობრების გარემოცვაში დასვენება არც აბეზარ პაპარაცებს გამორჩენიათ. როგორც ფოტოებიდან ჩანს ცნობილ კურორტზე ყოფნისას ჯორჯინამ თანაბარი რუჯის მიღება უკვე მოასწრო.


image


ესპანელი ლამაზმანი გემბანზე, "კალცედონიას" ბრენდის ზურმუხტისფერი ბიკინით გამოჩნდა. მრავალშვილიანი ვარსკვლავური დედა "Mykonos"-ის 30 გირვანქა სტერლინგად ღირებულ "ფუშ - აფის" ეფექტის მქონე ბიუსტჰალტერსა და მაღალწელიან ტრუსებში მშვენივრად გამოიყურებოდა.


image

როდრიგესმა როგორც ჩანს, მაკიაჟზე უარი თქვა და ამჯერად, ბუნებრიობა აირჩია. მოდელის პლაჟის იმიჯს იდეალურად ერწყომოდა მისი მასიური სამკაულები, რომელიც ჯორჯინამ - მრგვალი საყურეების, ბეჭდისა და რამდენიმე სამაჯურის სახით შეარჩია.

image


წყვილი ჯერ გემბანზე ირუჯებოდა, შემდეგ გასაბერი ნავით სრიალებდა და ტალღებს წყლის მოტოციკლით აპობდა. ამის შემდეგ, მრავალშვილიანი მშობლები გემბანზე ჩრდილის ქვეშ კომფორტულად მოეწყვნენ და მეგობრების გარემოცვაში რაღაცაზე აქტიურად დიდხანს საუბრობდნენ - გვიყვება "Daily Mail"-ი.


image


ვარსკვლავი მშობიარობიდან ორი თვეში იდეალურ ფორმაში ჩადგა. მოდელმა თავისი ბრტყელი მუცლის, ნავარჯიშევი დუნდულებისა და მოხდენილი ფეხების დემონსტრირება პირველად საჯაროდ მოახდინა. კრიშტიანუმ კი არჩევანი თეთრ შორტებზე შეაჩერა, რომელიც სპორტსმენის გარუჯულ, რელიეფურ სხეულზე ეფექტურად გამოიყურებოდა.


imageimage

ბევრი გოგონას "ოცნება" მოცეკვავემ და მოდელმა 2016 წელს გაიცნო. ირინა შეიკის ყოფილი შეყვარებული "Gucci"-ის მაღაზიაში შევიდა, სადაც ჯორჯინა გამყიდვლად მუშაობდა, მოკლეხნიანი გაცნობის შემდეგ სპორტსმენმა ახალგაცნობილი გოგონა პაემანზე დაპატიჟა. ასე დიწყო კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის სიყვარულის ისტორია, რომელიც ერთი შეხედვით კონკიას ზღაპარს ჰგავს.


image


პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს ხუთი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი, კრიშტიანუ - უმცროსი, 2010 წელს დაიბადა. მამა მისი ერთადერთი მეურვეა, ბიჭის დედის სახელი უცნობია. 2017 წლის ივნისში სუროგატმა დედამ ფეხბურთელს ორი ტყუპი - ევა და მატეო გაუჩინა. იმ დროისთვის მას ჯორჯინასთან ურთიერთობა უკვე ჰქონდა.


image


იმავე წლის ნოემბერში როდრიგესსა და რონალდუს პირველი საერთო ქალიშვილი - ალანა შეეძინათ. მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ წყვილი ტყუპებს ელოდა. აპრილში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის რჩეულმა ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ბელა დაარქვეს, მეორე დღეს კი, კრიშტიანუმ აღიარა რომ ახალშობილის ტყუპი ძმა გარდაიცვალა.




0
857
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
857