x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
7 მთავარი შეცდომა გარეგნობაში, რომლის ცოდნა აუცილებელია
"კარგად ჩაცმის უნარი ეყრდნობა სამ ძირითად ფაქტორს - სისადავე, კარგი გემოვნება და საკუთარი თავის მოვლის ჩვევა, - და ეს სრულიად არაა ძვირი" - თქვა ერთხელ კრისტიან დიორმა. უმეტესობა მესამე ფაქტორს ხშირად ივიწყებს, რაც მთლიან ძალისხმევას აბათილებს. ალბათ, ბევრს გეცნობათ ის შემთხვევა, როდესაც ახალი, ელეგანტური კაბის სილამაზე "კვდება" მას შემდეგ, რაც ფასის მოძრობა არავის ახსენდება. ეს სტატია შეეხება 7, ერთ შეხედვით უბრალო, წვრილმანს, რომლის შემჩნევა სხვისი მხრიდან ადვილია და, ამავდროულად, ჩვენზე არასაუკეთესო აზრს შექმნას უწყობს ხელს.


გაცვეთილი ტანსაცმელი


image



შავ კაბას შეუძლია ყველა ჩვეულებრივი გარეგნობის მქონე გოგონა დედოფლად აქციოს. თუმცა, თუკი ქსოვილზე შეიმჩნევა მრავალჯერადად რეცხვის კვალი და ფერიც შორსაა იდეალური შავისაგან, სამწუხაროდ შეუმჩნეველი გარეგნობა უფრო "გაუარესდება", დაუდევარი გახდება. აგრეთვე, მოუწესრიგებელი გარეგნობის შთაბეჭდილებას გამოიწვევს არა მარტო შავი, არამედ სხვა ფერის გაცვეთილი ტანსაცმელიც.



რა გავაკეთოთ: ნათელი და შავი ფერის ნივთები გარეცხეთ ცივ წყალში, არ გამოიყენოთ შრობის რეჟიმი სარეცხ მანქანში. ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ძმარი, ძლიერი შავი ყავა ან ჩაი, რომელიც გავლების დროს უნდა დაამატოთ. საღებავი ყველაზე სწრაფად ირეცხება ისეთი ქსოვილებიდან, რომლებიც შეიცავენ აცეტატს, ყველაზე ნელა კი ქსოვილებიდან, რომლებიც შეიცავენ შალს ან ნეილონს.


არაიდეალური თეთრი ნივთები


image


ტანსაცმლის თეთრი ფერი, ისევე როგორც შავი, კარგ შედეგს იძლევა მხოლოდ იმშემთხვევაში, თუკი ის იდეალურად თეთრია. ყვითელი ან ნაცრისფერი ელფერი თეთრ სამოსზე კი ადამიანს თაგვივით შეუმჩნეველს ხდის. განსაკუთრებით თვალშისაცემია და, ამავდროულად, ცუდად გამოიყურება ოფლის ლაქები.


რა გავაკეთოთ: აიღეთ ახალი თეთრი ნივთი და შეადარეთ თქვენს ყველა თეთრი ფერის ტანსაცმელს. მსუბუქი ფორმის სიყვითლე შეგიძლიათ აღმოფხვრათ გარეცხვისას წყალბადის ზეჟანგის, სოდის ან ლიმონის წვენის დამატებით. ქსოვილში მჭიდროდ ჩაბეჭდილ სიყვითლის მქონე ტანსაცმლიზე, უმჯობესია, რომ უარი თქვათ.


ჰარემის შარვალი


image


შარვალი, გრძელი უბით, არ იწვევს კითხვებს იმ შემთხვევაში, თუ მას ატარებს ჰიპ-ჰოპის წარმომადგენელი, აღმოსავლეთის მაცხოვრებელი ან ზღაპრის პერსონაჟი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ადამიანზე ეს სამოსი შეიძლება მივიჩნიოთ გაახალგაზრდავების ან უფრო მოდურად გამოჩენის, საკმაოდ წარუმატებელ, მცდელობად.

რა გავაკეთოთ: თუკი თქვენთვის წარმოუდგენელია ამ შარვალზე უარის თქმა, მაშინ ეცადეთ იგი სპორტულ ფეხსაცმელს შეუხამოთ. ზედა სამოსად კარგი იქნებათუ აიღებთ ტოპს ან უბრალო ქსოვილის მქონე მაისურს, ყოველგვარი მოცულობითი დეტალების გარეშე.

ქერტლი ტანსაცმელზე

image


ტანსაცმელზე ქერტლის კვალი - სრულიად არაესტეთიურია და ერთადერთი, რისი გაკეთების სურვილიც ჩნდება მისი სხვის მიერ დანახვისას, მისგან უკან დახევაა.

რა გავაკეთოთ: ქერტლი - იმის ნიშანია, რომ თქვენ რაღაცას არასწორად აკეთებთ. მაგალითად, ზედმეტად ამშრალებთ თავის კანს ან არ ხმარობთ ვიტამინების საკმარისს რაოდენობას. ამ ყველაფრის გარკვევაში დაგეხმარებათ ტრიქოლოფი, მაქამდე კი მოერიდეთ ზედა შავი სამოსს.


ზედმეტად ბევრი სამკაული


image


სამკაულებით გარეგნობის გადატვირთვას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გამოყენებულია საკმაოდ თვალშისაცემი მაკიაჟი, შეუძლია დეტალურად გათვლილი იმიჯი თვალისთვის ზედმეტად დამღლელი და მიუღებელი გახადოს.

რა გავაკეთოთ: დიდებული კოკო შანელი გვირჩევდა, რომ სახლიდან გასვლამდე მოვიხსნათ ის აქსესუარი, რომელიც ყველაზე ბოლოს გავიკეთეთ. უმეტეს შემთხვევაში, ზუსტად ის წარმოადგენს ზედმეტობას.


მოუვლელი წვერი


image


მამაკაცის წვერს, ისევე როგორც ქალების კოსმეტიკას, შეუძლია ხაზია გაუსვას პლუსებს და აგრეთვე, დაფაროს ნაკლი. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისაკურატული და მოვლილია. ხოლო წვერი, რომელიც აქ "ექვემდებარება" სწორ მოვლას, ძლიერი სქესის ნებიმისმიერ წარმომადგენელს უსახალკარო ადამიანს მსგავსს გარეგნობას სძენს, არაფერი რომ არ ვთქვათ საჭმლის ნარჩენებზე, რომელიც, საკმაოდ ხშირად, წვერში იკეთებს ბუდეს.


შეუმჩნეველი წვრილმანი


image


ეშმაკი, როგორც ვიცით, დეტალებშია. ტუჩსაცხი კბილებზე, პატარა ნახვრეტი კაბაზე, კბილებში გაჭედილი მწვანილი - ყველაზე სწრაფად და კარგად ზუსტად ასეთ წვრილმანებს ხედავენ ახლადგაცნობილი ადამიანები.


რა გავაკეთოთ: მარტივი წესი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ეს უხერხულობა სახლიდან გასვლის წინ, ერთი წუთი დაუთმეთ თქვენს ანარეკლს სარკეში. იმავის გაკეთებას გირჩევთ მას შემდეგ, რაც მიირთმევთ ყავას ან საკვებს.
















































0
575
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0