x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"როგორც ჩანს, ისინი ამქვეყნად მხოლოდ იმისათვის მოვიდნენ, რომ ჭამონ, იჟიმაონ და რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ" -მარიამ კუკუნაშვილი

image

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს (მოკლე ვიდეოსთან ერთად ბიკინებში გამოწყობილი) სადაც თაყვანისმცემელზე წერს, რომელმაც მას ბეჭედი აჩუქა და აღანიშნავს, რომ არ უნდა დიაჯეროთ "ედიქტების სიყვარული. რისი ედიქტიც არ უნდა იყოს, სანდო, საიმედო და დასაყრდენი ვერასოდეს იქნება ასეთი ადამიანი“ და ბოლოს რიჩარდ ბახის ნოველის "თოლია ჯონათან ლივინგსტონის"ნაწყვეტს აქვეყნებს.


“სანტორინიზე, ჩემს მეგობარ ელენესთან ერთად ჩამოვედი. დაბადებისდღეზე ერთი ძველი ნაცნობი ჩამოვიდა კიდევ, ბეჭედი სამი გულით თითზე გამიკეთა და ჩვენს სასტუმროში ჩვენსავე შორიახლოს დასახლდა. კაბრიოლეტები რომ გიყვარს თეთრი კაბრიოლეტი ვიქირავეო, ისიც აღნიშნა. დავფიქრდი, ბეჭედი ხელიდან მოვიხსენი, ნომერში ჩავუტანე და ვუთხარი, არ მომწონხარ, შენთან სერიოზულს არაფერს ვფიქრობ და ამ საჩუქარს ვერ ავიღებ მეთქი. მოვკიდე ელენეს ხელი, ბარგი ჩავალაგეთ და სხვა სოფელში, კლდისა და ზღვის თავზე შეკიდულ ულამაზეს ვილაში დავსახლდით. თოლია ლივინგსტოუნები ვართო ერთმანეთს ვეუბნებოდით. ვინც ვერ დაფრინავს უნდა დავტოვოთო.
არ დაიჯეროთ ედიქტების სიყვარული. რისი ედიქტიც არ უნდა იყოს, სანდო, საიმედო და დასაყრდენი ვერასოდეს იქნება ასეთი ადამიანი. ედიქტი ბუნებით მატყუარაა, ქამელეონი, უსტრუქტურო, უმიზნო, უსიყვარულო, ზარმაცი.დადის და ნგრევას დაატარებს. ყალბი, უპრინციპო, ემოციურად დაცლილი ცხოვრება და შაბლონებით აზროვნება. მიღება და მხოლოდ მიღება იმის თუ რაც სჭირდება და ბევრიც არაფერი სჭირდება ედიქტს ცხოვრებისგან: დრაგი, სექსი, ფული, გართობა, მომვლელი. სიცარიელე, მოწყენილობა, დრამა, პრობლემები… მათ უპასუხისმგებლობას ვერაფერი გამოისყიდის და როგორც ჩანს, ისინი ამქვეყნად მხოლოდ იმისათვის მოვიდნენ, რომ ჭამონ, იჟიმაონ და რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ.
“ და თუ ვინმეს შეუძლია მიწის მკვიდრ თოლიას უჩვენოს, თუ როგორ უნდა გაიხედოს ამ უკანასკნელმა ათას მილზე, ეს იქნება თოლია ჯონათან ლივინგსტონი.
-მრავალნაცადი სიმსუბუქით მან უკვე იცოდა, რომ ის მხოლოდ ძვალი და ბუმბული კი არ იყო, არამედ თავისუფლებისა და სინათლის სრულყოფილი, ყოვლად დაუსაზღვრავი იდეა.
სულ არ მადარდებს, რას ამბობენ, - გაიფიქრა გულმოსულმა და შორეული კლდეებისკენ გეზაღებულს, მზერაც დაებინდა, - რამდენი საფრენი სივრცეა ირგვლივ, იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ფრთები აფართქუნო ერთი ადგილიდან მეორემდე! ამას... ამას ხომ კოღოც შვრება!
ეს კლდე ჩემთვის სხვა სამყაროში გამავალი ვეებერთელა მძიმე კარივით აღმოჩნდა: ზაფრა, შენარცხება, ჩამოწოლილი წყვდიადი... მერე კი - აცურება უცნაურ, უცნაურ ცაში, დავიწყება, გახსენება, ისევ დავიწყება... შიში... სევდა... სინანული, საშინელი სინანული...
ესეც ზეცა- გაიფიქრა ჯონათანმა და საკუთარ თავზე გაეცინა….“

0
467
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0