x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"რატომ მაინცდამაინც ამერიკულ სკოლებში ხდება მსგავსი მკლელობები?"-სენატორს არ მოეწონა ბრიტანელი ჟურნალისტის კითხვა
image


ეს ის მომენტია, როდესაც ტეხასის სენატორი ტედ კრუზი წონასწორობიდან გამოვიდა მას შემდეგ, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ ხდება მასობრივი სროლები და მკვლელობები მხოლოდ ამერიკის სკოლებში?



რესპუბლიკელი სენატორი კრუზი შეუერთდა ტეხასის გუბერნატორ გრეგ ებოტს, რათა ეგლოვათ დაღუპულების ოჯახის წევრებთან, მათ მეგობრებთან და საზოგადოებასთან ერთად, 2012 წლის სენდი ჰუკის შემდგომ ყველაზე მასიური ხოცვა-ჟლეტა სკოლაში.როგორც ცნობილია ცხრამეტი ბავშვი და მათი ორი მასწავლებელი სალვადორ რამოსმა უვალდეს დაწყებით სკოლაში, რა დროსაც გამოიყენა ორი AR-15 -ის მარკის შაშხანა. რამოსმა იარაღები და 5.56 მმ-იანი კალბრის 375 პატრონა ლეგალურად იყიდა ერთი კვირით ადრე.

image



ბრიტანელმა ჟურნალისტმა მარკ სტოუნმა კრუზი კუთხეში მიიმწყვდია, როდესაც ჰკითხა, დადგა თუ არა დრო, რომ ამერიკამ მიიღო იარაღის რეფორმის შესახებ კანონები.


როდესაც ბრიტანელმა Sky News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არის ამერიკაში ამ მხრივ საქმე "ასე საშინელად", კრუზმა უპასუხა: "იცით, ვწუხვარ, თქვენ რომ გოგონიათ, ამერიკაში ასე საშინელაა საქმე. თქვენ გაქვთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. ღმერთს ებარებოდეთ".

image

ამის შემდეგ ბრიტანელი ჟურნალისტი ჩააცივდა კრუზს და კითხვა გაუმეორა:"არ შეგიცილიათ პასუხის გაცემა?"


კრუზი შეუბრუნდა და გაღიზიანებულმა : „რატომ მოდიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან ამერიკაში? იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე აყვავებული, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა დედამიწაზე. შეწყვიტე პროპაგანდისტობა“.


მან დასძინა" არის 19 მშობელი, რომელიც ამაღამ ძილის წინ ვეღარასოდეს აკოცებს თავის შვილს"



ამის შემდგ ტეხასელი სენატორი გაეცალა კორესპონდენტს და გაიქც ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაღუპულთა ნათესავებისა და მეგობრების მიერ გამართულ პანაშვიდზე.

image

0
234
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0