x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"დედი, არ გე­წყი­ნოს, მაგ­რამ ჯერ უფა­ლი მიყ­ვარს, მერე ზვი­ა­დი, მერე კი შენ"-საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან
image

სიმბოლურია, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაიბადა კაცი, რომელმაც სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირა თავის შეგნებული ცხოვრება, სამწუხარო ისაა, იგი ვერ მოესწრო იმ დიად სანატრელ, დიდებულ წამს, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა.


დღეს, 26 მაისს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას 83 წლისთავზე შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან



***ეს მომხდარა 1978 წელს თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით.



აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით რკინის კარს ჰქონდა საგანგებო საჭვრეტი.


დამდგარა ლიტანიობის ღამე. მერაბი თბილისის სუკის ციხეში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია იმხანებში ლეფორტოვოს ციხეში უნდა ყოფილიყო გადაყვანილი, რამდენადაც მახსოვს.

ადვილი არაა იმ სიმძიმილის ცხადად წარმოდგენა, ადამიანს რომ ეუფლება, ამგვარად შეჭირვებულს: მთელს საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკავენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს.

მერაბს შინაგანად უგრძვნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს:


"ქრისტე აღსდგა!"


არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალაზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა გახურებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში.


"ქრისტე აღსდგა!"


განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოკიდებიან ფეხებზე, მთელი ძალით ეზიდებოდნენ დაბლა. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, "მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზღვავება ვიგრძენიო", იგონებდა. "ვიძახებ იქამდე, ვიდრე არ მიპასუხებს ვინმე", ფიქრობდა თურმე.


არადა, არსაიდან ისმოდა "ჭეშმარიტად" ! სიკვდილის, რღვევისა და გაქვავების საუფლოში. "ქრისტე აღსდგა" ! - ისევ სჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა:


"ჭეშმარიტად" !


ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. "მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს…" იგონებდა მერაბი.



***ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, უპირველეს ყოვლისა იგია ადამიანისადმი, მოყვასისადმი უსასყიდლო სიყვარული. ამიტომაცაა იგი ჰუმანისტური კულტურის ერთადერთი მასაზრდოებელი წყარო“ (მერაბ კოსტავა)


***მერაბ კოსტავა 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს, მასთან ერთად დააკავეს ზვიად გამსახურდიაც, თუმცა ამ უკანასკნელმა მოინანია და საჯარო ბოდიში მოიხადა, რითაც პატიმრობას გადაურჩა. მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი — 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს

image


***1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიის, ბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, წარადგინეს მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე; 1985 წელს აშშ-ის კონგრესის ევროპის „უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის“ კომისიამ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, განმეორებით წარადგინა მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე. 1979 წელს საერთაშორისო ორგანიაცია Amnesty International-მა მერაბ კოსტავა ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს - სინდისის პატიმრად აღიარა.

image

***1987 წლის 30 აპ­რილს იგი 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამის შემ­დეგ არა­ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მე­რაბ­მა მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ­ჩია, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, მუ­სი­კა­ლურ შვიდ­წლედ­ში ას­წავ­ლი­და.



***„იშვიათად შეგხვდება კაცი ესოდენ მცირე ტერიტორიაზე, ისეთ მრავალფეროვნებას სიმღერებისას, როგორსაც საქართველოში, უფრო მეტიც, ევროპის ცალკეული ქვეყნების სიმღერებს შორისაც კი არ მოიპოვება“.(მერაბ კოსტავა)


***1987 წლის 26 მა­ისს, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის 1-ში (ახ­ლან­დე­ლი ზან­დუ­კე­ლის ქუჩა), მე­რა­ბის ეზო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე აღ­ნიშ­ნეს. "მე­რაბ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბა ახ­სნა და და­კარ­გუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა­ზე ისა­უბ­რა. შემ­დეგ თა­ვი­სი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შა აი­ტა­ნა და და­კი­და.

და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და მე­რაბს დრო­შის ჩა­მო­ღე­ბა მოს­თხო­ვეს. რა თქმა უნდა, უარი მი­ი­ღეს. მერე დრო­შა თა­ვად მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩა­მო­ი­ღეს, რა­ზეც მე­რაბ­მა ასე­თი რამ უთხრა: "ცოტა ხან­ში მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ეს დრო­შა იქ­ნე­ბა აღ­მარ­თუ­ლი" - იხ­სე­ნებს ცი­ცი­ნო მაღ­ლა­ფე­რი­ძე.


image



***1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო"(რამდენად ასრულდა მისი წინასწარმეტყველება, ამის განსჯაც მკითხველისთვის მიმინდია. )


***ერთხელ დე­და­მი­სის­თვის უთ­ქვამს - "დედი, არ გე­წყი­ნოს, მაგ­რამ ჯერ უფა­ლი მიყ­ვარს, მერე ზვი­ა­დი, მერე კი შენ". ზვი­ადს რომ და­ი­ნა­ხავ­და, თურ­მე აღა­რა­ვინ ახ­სოვ­და... 9 აპ­რი­ლის ღა­მეს უშიშ­რად იდგა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გვერ­დით. ხალ­ხმა მას სიყ­ვა­რუ­ლით "შავ­ლე­გო" შე­არ­ქვა.


image


***1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. "ნივაში" კოსტავას გარდა იჯდა ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე, ავტოავარიას გადაურჩა მხოლოდ თამარ ჩხეიძე, ჭავჭავაძე ავარიიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

აი როგორ იხსენებს ავარიის მონაწილე ზურაბ ყველიაშვილი ამ ამბავს:

image

- სოფელ ბორითთან, სადაც 1989 წლის 13 სექტემბერს ეს ტრაგედია მოხდა, მკვეთრი, სახიფათო მოსახვევია. გზის ერთ მხარეს ფლატეა, ხევი. ქვემოთ მდინარე მიედინება. მეორე მხარეს კი, კლდეა. მე და ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობარი ავთო აბრამაშვილი წითელი „ჟიგულით" დასავლეთის მიმართულებით მივდიოდით, ხოლო რძისფერი „ნივა", რომელშიც მერაბ კოსტავა იმყოფებოდა, ჩვენს საპირისპიროდ მოემართებოდა. იმ საბედისწერო მოსახვევში „ნივა" დიდი სიჩქარით შემოვარდა. ზუსტად ამ დროს გზაზე შავმა ძაღლმა გადაირბინა.(თავიდან ხბო ეგონათ) „ნივის" მძღოლმა მკვეთრი მოძრაობით ააცილა ცხოველს მანქანა, თუმცა, სისწრაფის გამო მართვის კონტროლი დაკარგა. მანქანა მოსრიალდა, ამოყირავდა, 1-2 ბრუნი გააკეთა და ჩვენს „ჟიგულს" ზედ სახურავზე დაეცა! ჩვენი მანქანის სახურავი საშინლად დაიჭეჭყა, წინა საქარე მინა მომენტალურად ჩაიმსხვრა. მე და ჩემმა მეგობარმა გონება დავკარგეთ."

image

*** ყვე­ლამ გულ­წრფე­ლად და­ი­ტი­რა სი­ცო­ცხლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­და­ზე, მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

image

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0