x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120507
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
როგორ გავუხანგრძლივოთ კოლგოტებს სიცოცხლე- ეს და სხვა ქალური ხრიკები
ყველა ქალს გამოუცდია წუხილი იმის შესახებ, თუ როგორია ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში კოლგოტზე წასული თვალი. ეს ღალატის ტოლფასია, რომელიც აფუჭებს განწყობას და მასთან ერთად ჩვენს გარეგნობას არაესთეტიურს ხდის.



image


იმის შანსი, რომ ვიყიდით თხელ კოლგოტს, რომელიც შეიძლება ბევრჯერ გამოვიყენოთ, ანუ დიდხანს გაგვიძლებს, უბრალოდ სისულელეა. თუმცა, არსებობს რამდენიმე ქალური ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ცოტათი მაინც გაუხანგრძლივოთ თქვენს კოლგოტებს სიცოცხლე.



როგორ გავუხანგრძლივოთ კოლგოტებს სიცოცხლე- ეს და სხვა ქალური ხრიკები




image



გრძელი ფრჩხილები, წატეხილი კუთხე ან წვეტიანი ფრჩხილი და მოუწესრიგებელი კუტიკულა
- პირდაპირი მტერია თქვენი კოლგოტისთვის, რადგან ჩაცმის დროს შანსი ძალზედ დიდია, რომ მას დახევთ. ჩვეულებრივი სამედიცინო ხელთათმანებით შეძლებთ მის ჩაცმას ისე, რომ ფრჩხილით არ დააზიანოთ.



image




მყარი ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი
- ასევე დიდი ალბათობით იქნება მიზეზი თქვენი კოლგოტის დაგლეჯვის. ამ შემთხვევაში ალბათობა რომ კოლგოტი დაიხეს, დიდია, ამიტომ უნდა ეცადოთ და ფეხსაცმლის ქუსლთან მისი კონტაქტი აიცილოთ თავიდან. კოლგოტზე ამოცმული დამხმარე წინდა, რომელიც იქნება გამჭვირვალე და არ გამოჩნდება ფეხსაცმელში, თქვენს კოლგოტებს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.image




image
დაამუშავეთ კოლგოტები თმის ლაქით
(შეასხურეთ მას ის) - თუ სამსახურში დღის განმავლობაში ან სამსახურის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი, მაშინ ღირს კოლგოტის თმის ლაქით დამუშავება. ლაქის საშუალებით კოლგოტები უფრო მყარი გახდება და ადვილად არ დაზიანდება. ხშირად ქალბატონები ფრჩხილის ლაკს იყენებენ იმისათვის, რომ დაზიანებული კერა შეაჩერონ და იხსნან დიდი დაზიანებისგან. ის მაინც მკვეთრია და ეტყობა, თმის ლაქი კი ამას შენიღბულად აკეთებს. image



image




საყინულე გაუხანგრძლივებს თქვენ კოლგოტებს სიცოცხლეს - ბევრმა ქალბატონმა გამოსცადა საყინულის გამოყენების სასწაულებრივი მოქმედება კოლგოტების სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესში. თუ წყალს შეასხურებთ და ღამით საყინულეში დატოვებთ კოლგოტებს, ის ერთ დღეზე მეტ ხანს გემსახურებათ. ფაქტია, რომ ყინვა ნეილონის ბოჭკოებს უფრო ძლიერს და მდგრადს ხდის ყველა სახის დაზიანებისა და თვალის წასვლისგან იცავს.image





ნაზი რეცხვა
- საიდუმლო არ არის, რომ კოლგოტები სარეცხის მანქანაში ან სხვა ნივთებთან ერთად რეცხვის დროს ზიანდება. ამიტომ, ის აუცილებლად ფხვნილიან ან საპნიან აბაზანაში ხელით, ნაზად უნდა გავრეცხოთ და გავაშროთ. image





0
99
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0