x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
არ შეგეშინდეთ თქვათ ის რაც გსურთ, გაწუხებთ, ფიქრობთ...ისაუბრეთ!
image


ადამიანები ვიზრდებით - პასუხისმგებლობით.

ვიზრდებით და ეს პასუხისმგებლობები იზრდება.

გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული - შვილის, მშობლების, სამსახურის, ნათესავების, ოჯახის სხვა წევრების... მეზობლების და ა. შ. წინაშე...


ადამიანების გონება და შესაძლებლობები სხვადასხვანაირია, ზოგი "უძლებს" ამ სირთულეებს და უმკლავდება ყველაფერს, ზოგზე კი იმაზე მეტად " მძიმეა" ეს ყველაფერი ვიდრე უნდა იყოს წესით. ჰოდა, მეორენი... მეორე კატეგორიის ადამიანები იჩაგრებიან ამ გარემოში... ადამიანები, რომლებზეც გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები და ისტრესებიან.

საზოგადოება უნდა იყოს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისგან შემდგარი. გვქონდეს ადამიანებს შესაძლებლობა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ისე როგორც გვინდა, და არა ისე როგორც ნათესავებს და მეზობლებს გაეხარდება და ესიამოვნებათ.

სამ თაობას გამოვყოფ: "პატარები", "საშუალოები" 'დიდები"

... დიდებს უკვირთ საშუალოების თავისუფლება, განშორებები, გაყრები და თავისუფალი ცხოვრების სტილი, საშუალოებს უკვირთ პატარების უპასუხიმგებლო დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ...


და თუ ყველა ისე იცხოვრებს როგორც უნდა...

და თუ ვისაც რაც უნდა იმ აზრს გამოთქვამს...

სამყარო უფრო ბედნიერი საზოგადიოების წევრებისგან იქნება შემდგარი...


იმ ავტობუსში... იმ მოძალადე ქმრის ახალგაზრდა ... საშუალო თაობის წარმომადგენელ ქალს ერთხელ მაინც ხმა რომ ამოეღო, ერთხელ მაინც ვინმესთვის რომ ეთქვა და არ ეფიქრა შვილები რას იტყვიან, ნათესავები როგორ გაიგებენ ამბავს, მეზობლები როგორ შემომხედავენ ... ის გადარჩებოდა, გადარჩებოდა და შვილებს დედა ახლა ცოცხალი ეყოლებოდათ.






2
23
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
23
  
აგერ,კეკელიამ სუიციდი სცადა და წერილიც დატოვა,ყველაფერზე პასუხისმგებლობა აიღო თავისთავზე და კითხვების ადგილს არ ტოვებდა. მივარდა ვიღაც და "გადაარჩინა",როცა გადარჩენა არ უთხოვია ადამიანს. წერილში წერს,რომ ყველა გვერდზე ეგდა,მარა სიცოცხლის მიზეზს ვერ ხედავდა და გააკეთა არჩევანი,გადაწყვიტა თავის მოკვლა. ეს არის ადამიანის თავისუფლება და წერილი პასუხისმგებლობა,რათა ვირაცას ზიანი არ მიადგეს მისი ქმედების გამო.ცუდი ის არის,რომ ვიღაცას აზრად მოუვიდა,რომ ადამიანის არჩევანისთვის პატივი არ ეცა და გმირობანა ეთამაშა. არავის სიკვდილი არ მინდა,მით უფრო ამ კეკელიასი,რადგან კარგი წარმოდგენა მაქვს მასზე,მარა არჩევანის პატივისცემაზე მაქვს საუბარი. ყველაფერი დეტალებშია ეშმაკისა არ იყოს,ხოდა ეს არის პასუხი ყველაფერზე რაც ხდება. თავისუფალი არჩევანის უფლება მარტო სუიციდზე კი არა,კესარია ბესარიაზეც ვრცელდება და როცა ადამიანის სუიციდის მცდელობაში უზღუდავ არჩევანი თავისუფლებას,მაშინ სქესის შეცვლაზე თუ ვიღაცას გატყეპავენ,მაშინ ენა უნდა ჩაიგდოთ,თუნდაც თუ ქალი გალახეს ან მოკლეს. პრობლემა იმაშია,რომ პარალელს ვერ ავლებთ აქ და გაქანება არ გყოფნით,მარა არჩევანია თავის მოკვლაც და სქესის შეცვლაც. გირჩებს ქეშებს ეძახიან,როცა არჩევანის თავისუფლებაზე აკეთებენ აქცენტს და არა პლანზე. ასეთი ქვეყანა საქართველო,უცნაურად ესმით ყველაფერი და უარყოფენ ჭეშმარიტებას,ამიტომაც ვიღაცას კლავენ,ვიღაცაც ტ*ნავენ და ვიღაცას ტაბურეტი ხვდება ზურგში.
"ადამიანები ვიზრდებით-პასუხისმგებლობით" ზოგადი და მაგარი უცნაური რაღაც არის. პასუხისმგებლობა მოაქვს თავისუფლებას,რამდენად არის ადამიანი თავისუფალი საქართველოში და მსოფლიოში? საზოგადოდ,ადამიანები პასუხს აგებენ იმაზე,რაც მათი არჩევანით მოხდა ან მოხდება,სხვის გაკეთებულ რაიმეზე პასუხისმგებლობა აიღო არის უცნაური,ანომალია. შვილზე პასუხისმგებელია მშობელი,როცა ბაღის ასაკიდან მშობლების უფლებები იზღუდება და შემოდის სახელმწიფო,მშობელს უფლება არ აქვს მკაცრი შენიშვნა მისცეს შვილს,სოც სამსახური მოვარდება და ჩამოგართმევს უფლებას. სკოლაში მიიყვან ბავშვს და უაზრო რაღაცეებს ასწავლიან,შეიძლება იცი რო შვილს არ გამოადგება ეს რაღაცა,მარა ემორჩილები წესებს და კანონებს. ბავშვი აურევს და მშობელია დამნაშავე,მშობელიც ყვირის,დამნაშავე მე ვარო და ეს არის თვითგვემა. საკუთრებაში ისე მოქცევა არ შეუძლია ადამიანს,როგორც უნდა და ეს არის თავისუფლება? ადამიანს არ ეკუთვნის თავისივე სხეული და რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ?
0 1 2