x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120507
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"ანჟელიკა ვარუმმა კოლმეურნეობაზე ყვავილები იყიდა და სოფიკო ჭიაურელის საფლავზე მიიტანა" - სტეფანე
image

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქართველოში რუსი მომღერლის, ანჟელიკა ვარუმის ვიზიტს იხსენებს და მის მიერ ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი გამოხატულ პატივისცემას სოციალურ ქსელში იხსენებს:


„ერთხელ მახსოვს, კორპორაციულ საღამოზე დაგვიკვეთეს ანჟელიკა ვარუმის კონცერტი. მაშინ ძალიან პოპულარული იყო... საქართველოს ომამდე. ჯერ არ იყო ასე დაძაბული ურთიერთობები რუსეთთან ( რამდენიმე თვეში მოხდა ომი) ხო და რომ ჩამოვიდა, საღამომდე უნდა მოწესრიგებულიყო, დრო არ ჰქონდა და გვთხოვა პანთეონში მიგვეყვანა, სოფიკო ჭიაურელის საფლავზე ყვავილების მიტანა უნდოდა.


გავუჩერეთ კოლმეურნეობაზე, თვითონ იყიდა ყვავილები, მივედით პანთეონში… იჯდა ნახევარი საათი ასე ჩუმად და ცრემლებიც მოსდიოდა…



როცა ვკითხე, იცნობდა თუ არა.., არაო, არც არასდროს შევხედრილვარო… უბრალოდ ძალიან მიყვარსო…


თითქოს ისეთი არაფერი ისტორიაა, მაგრამ მახსოვს გულში როგორ ვამაყობდი“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.


ცნობილი მუსიკალური ოჯახური წყვილი ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი თბილისში ბოლოს 2013 წლის აპრილის თვეში იყვნენ ჩამოსულები, სადაც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართეს.


ოჯახურმა წყვილმა უკრიანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები თავიდანვე გააპროტესტა:


"6-დღი­ა­ნი სრუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა... ში­ში­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბის 6 დღე... სა­ში­ნე­ლე­ბი­სა და ტრა­გე­დი­ის 6 დღე... ღმერ­თმა იცის, რომ მე ყო­ველ­თვის ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვი­ყა­ვი. წარ­სულ­შიც ვი­ყა­ვი, აწ­მყო­ში ვარ და მო­მა­ვალ­შიც ვიქ­ნე­ბი. მე თვი­თონ მე­ჭი­რა ხელ­ში ავ­ტო­მა­ტი და ვი­ცავ­დი ჩემი სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნე­ლებს. მე არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ზუნ­გე­ბის წარ­მოთ­ქმას. არ ვა­პი­რებ სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლიზს. ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­შია. მე არა­ფერს ვი­თხოვ, ვის სჭირ­დე­ბა ჩემი მო­თხოვ­ნე­ბი. გთხოვ, შე­ა­ჩე­რე ომი! ყო­ვე­ლი ახა­ლი დღე ნიშ­ნავს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიკ­ვდილს, ორი­ვე მხრი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­ფუ­ჭე­ბულ ბედს, მათ ტკი­ვილს, წყე­ნას, შიშს და დამ­ცი­რე­ბას. დიდი თა­მა­შის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის­თვის სხვა გზა უნდა გა­მო­ი­ნა­ხოს. ამან ამო­წუ­რა თავი! უკვე დიდი ხა­ნია...." - და­წე­რა ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­მა.

image

"გა­ნურ­ჩევ­ლად მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გი­სა, ჩვენ ნახ­ტო­მე­ბით მივ­დი­ვართ პირ­და­პირ ჯო­ჯო­ხეთ­ში! უფრო სწო­რედ, უნი­ვერ­სა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბით ჩვენ უკვე ჯო­ჯო­ხეთ­ში ვართ! ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, შთა­მო­მავ­ლე­ბი გან­სჯი­ან, თუ რა თქმა უნდა, გა­დარ­ჩე­ბი­ან...


ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. ჩემი მო­თხოვ­ნაა ორი­ვე ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის მი­მართ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დას­ხდნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დის­თვის! შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე! ეს ჩვე­ნი საქ­მეა! ეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეა!


გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ვთი­შავ კო­მენ­ტა­რებს, რომ ბრა­ზი და აგ­რე­სია არ გა­ვამ­რავ­ლო..." - წერს ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი.

0
652
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0