x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
რობერტო ბენინის "ცხოვრება მშვენიერიას" პროტოტიპი - როგორ გადარჩა 1 წლის ბიჭი საკონცენტრაციო ბანაკში?
image
ჯოზეფ შლაიფშტეინი 1941 წ. 7 მარტს ებრაულ გეტოში, ქალაქ სანდომირში დაიბადა, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის სამხ-აღმ. ნაწილში მდებარეობდა. დაბადების პირველივე დღეებიდან მას მშობლები მალავდნენ, ხოლო როდესაც ბავშვი 1 წლის გახდა: გეტოს ტყვეები პოლონეთის სამხრეთში, ქ. ჩენსტოხოვში, HASAG იარაღის ფაბრიკაში სამუშაოდ გადაიყვანეს.


პირველსავე დღეს, გერმანელებმა ბავშვები, როგორც ''შრომისთვის უსარგებლოებ'', მოაგროვეს და ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. ჯოზეფის დედამ მოასწრო და ბავშვი დამალა სარდაფში, სადაც ის სრულ წყვდიადში 18 თვე ცხოვრობდა: სინათლე მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მშობლები სარდაფში ანთებული სანთლით და საკვებით ჩადიოდნენ. მათ ბავშვი სიჩუმეს მიაჩვიეს, რადგან ნებისმიერ ხმას ჯარისკაცების ყურადღების მიქცევა შეეძლო. გარდა ამისა, მათ კატა მიიჩვიეს, რომ მას სარდაფში თაგვები დაეჭირა.


1943 წელს გერმანელებმა ფაბრიკის პერსონალი პოლონელებით ჩაანაცვლეს, ხოლო ებრაელი ტყვეები ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში უნდა გადაეგზავნათ. სწორედ მაშინ უთხრა მამამ 2, 5 წლის შვილს: ''ახლა ჩვენ ერთ საინტერესო თამაშს ვითამაშებთ. საღამოს 3 ნაჭერ შაქარს მოგცემ, თუ პირობას შესარულებ. პირობა კი ასეთია: რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა იტირო''. შაქარს, იმ პერიოდში, უდიდესი ღირებულება ჰქონდა და ბავშვი, რომელმაც ნორმალურად ლაპარაკი არ იცოდა, მაშინვე დათანხმდა. მამამ დიდ ტომარას ნახვრეტები გაუკეთა, ჰაერი რომ შესულიყო, ჩასვა შიგ ჯოზეფი, ზემოდან ტანსაცმელი გადააფარა და ზურგჩანთა მხარზე მოიგდო.


ბუხენვალდში ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს, ჯოზეფის დედა სხვა ბანაკში, ბერგენ-ბელზენში (ქვემო საქსონია) გადაიყვანეს, ხოლო მოხუცები და ბავშვები, რომლებიც სხვა გეტოებიდან ჩაიყვანეს, იქვე, მატარებელთან, სხვა ტყვეების თვალწინ დახვრიტეს. ბანაკის კომენდანტმა СС-ის შტანდარტენფიურერმა გერმან პისტერმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, ჩვენ მუშები გვჭირდება და არა მუქთამჭამლებიო.



იზრაილ შლაიფსტაინმა შვილი ფარულად შეიყვანა ტყვეთა ბარაკში. ორი გერმანელი კომუნისტი მას ბავშვის დამალვაში დაეხმარა. პატარას პურს, ბანაკის ისედაც მწირი ულუფიდან, აძლევდნენ და მასთან წვიმის წყალი მიჰქონდათ მალულად. ერთ-ერთმა ტყვემ კი, ხისგან პატარა ცხენი გამოუთალა. ასე, რომ, პატარა ჯოზეფს საჭმელი, სასმელი და სათამაშოც კი ჰქონდა. ბავშვი ყოველთვის ჩურჩულით საუბრობდა და არასოდეს ტიროდა.


…საბოლოოდ, ხის სათამაშომ დათვური სამსახური გაუწია პატარას: ცხენი, მორიგი ჩხრეკის დროს, დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა იპოვა და СС-ს 30 წლის რაზმის უფროსმა, ბანაკის საფუძვლიანი დათვალიერების ბრძანება გასცა. ბავშვის სამალავი აღმოაჩინეს...


როგორც აღმოჩნდა, ესესელს ჯოზეფისხელა შვილი ჰყავდა და პატარა ბიჭი ძალიან მოეწონა. მან მომხდარის შესახებ, ბანაკის კომენდანტს არ უპატაკა და ჯოზეფი ბარაკში დატოვა. ბავშვს ბუხენვალდის თილისმ შეარქვა და მისთვის, საბავშვო სამუშაო ფორმის შეკერვის ბრძანება გასცა. ბიჭი ყოველდღე, სხვა ტყვეებთან ერთად, დილის შემოწმებაზე გაჰყავდათ, რომ სიის ამოკითხვის შემდეგ, ეთქვ:''ყველა პატიმარი ადგილზე არის''. თუმცა, როდესაც ბარაკში СС-ის მაღალი ჩინის ოფიცრები მიდიოდნენ, ჯოზეფს ისევ სამალავში სვამდნენ.


1945 წლის 11 აპრილს ბანაკის ტყვეებმა ამბოხება მოაწყეს და ნახევარ საათში, დაახლოებით, 200 ესესელი დაატყვევეს. ბანაკი მეამბოხეების ხელში გადავიდა. ხოლო, 13 აპრილს ამერიკის III არმიის ნაწილები მივიდნენ...


ომის შემდეგ გაირკვა, რომ ბიჭუნას დედა გადარჩა. ის უმძიმეს მდგომარეობაში დახაუში (ბანაკი გერმანიაში) იპოვეს. ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ, ოჯახი გაერთიანდა და 1948 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ.


79 წლის ჯოზეფ შლაიფშტეინი დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ანთებულ შუქზე სძინავს, რადგან სიბნელის ეშინია.

image
0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0