x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
კიევის ოლქის ქალაქ დიმერის მცხოვრებმა, სვეტლანა კოსტოვეცკაიამ ოკუპანტებს საწვავის მანქანა მოპარა
image
კიევის ოლქის ქალაქ დიმერის მცხოვრებმა სვეტლანა კოსტოვეცკაიამ ოკუპაციის დროს თანამცხოვრებთან ერთად რუსული საწვავის მანქანა მოიპარა. საწვავის მანქანა დასახლებული პუნქტიდან არც თუ ისე შორს გზის პირას იყო გაჩერებული. მას წინა საბურავი ჰქონდა დაზიანებული.


როგორც ჩანს, რუსმა ჯარისკაცებმა მანქანა დატოვეს და წავიდნენ საკვების საყიდლად ან ტელეფონის საძებნელად, რათა დაერეკათ.


ამ დროს სვეტლანამ გვერდით ჩაიარა. მისი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ირგვლივ არავინ იყო. ქალი ჩაჯდა ურალის ტიპის ავტომობილში, დაქოქა და სხვა ადგილზე გადაიყვანა დამალვის მიზნით. ამის შემდეგ მან დახმარებისთვის მიმართა თანამოქალაქეს, რათა ის დახმარებოდა მინდვრებში გადაადგილებისას.


სვეტლანამ იცის როგორ მართოს ავტომობილი, მაგრამ მას შეეშინდა მინდორზე მართვის, რადგან იმ ადგილებში ბრძოლები მიმდინარებს.



ორიოდე დღის შემდეგ გადაწყვიტეს რაც უნდა გაეკეთებინათ და საწვავი ადგილობრივ საავადმყოფოს გადასცეს. იმ დროისთვის სამადმყოფოს ორი-სამი დღის საწვავიღა დარჩენოდა, ამიტომ ძალიან გაუხარდათ ასეთი საჩუქრის მიღება.


საწვავი კასრებში ჩაასხეს და საავადმყოფოში მიიტანეს. მისი რაოდენობა 700 ლიტრზე მეტი აღმოჩნდა.


ურალის შიგნით სვეტლანამ რუსული ფორმა იპოვა. ის ვიღაც ანდრიუშჩინს ეკუთვნოდა.

ვალენტინი (სვეტლანას თანაქალაქელი) ამბობს, რომ ადრე ისინი მალავდნენ S-300 კომპლექსს და დეოკუპაციის შემდეგ აპირებდნენ მის გადაცემას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. თუმცა, ადგილობრივმა კოლაბორანტმა გასცა ადგილი, სადაც ის დამალეს. მოვიდნენ რუსები და წაიღეს.
კოლაბორანტი ქალი უკვე გაიქცა ბელარუსში, რადგან შეეშინდა, რომ თავის ქმედებებზე პასუხისგება მოუწევდა.

სვეტლანა და ვალენტინი ჩვენი დროის გმირები არიან. მტრის აღჭურვილობის მოსაპარად ნამდვილად უნდა იყო მამაცი, რადგან თუ მათ რუსები მოუსწრებდნენ ადგილზევე დახვრეტდნენ.

2
318
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
318
  
21 მაისი, 18:32
აი ამიტომ არ დამარცხდება უკრაინა.
0 1 2