x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120507
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"ასეა ზოგჯერ ქალიც ¥£€ა” - ვისზე საუბრობს ბაია პატარაია

image


ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ გამამართლებელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მოძალადე ილია ჯიშკარიანის დაცვისას მარიამ კუბლაშვილმა თავისი მცირე ჭკუით ფიზიკურად განასახიერა, როგორია "მთვრალი ქალის ტიპური ქცევა" - დაემხო მაგიდაზე მთელი ტანით, აფართხალდა და ფურცლები და კალამი იატაკზე გადმოყარა.



ასეა, მეგობრებო, ზოგჯერ ქალიც ¥£€ა.

პ.ს. მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა კი სრულად გაამართლა ქოცი ილია ჯიშკარიანი... უფრო მეტიც, იქვე ურჩია, მსხვერპლ ქალს მორალური ზიანისთვის უჩივლოს... მერე დაამატა, ეხლა იტყვით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაო, მარა შეჩვეული ვარ მაგასო...



უფალო, სადა ვცხოვრობთ?!



პ.პ.ს. მოკლედ, ბრძოლა გრძელდება რკინის ქალამნებით."- ვკითხულობთ "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებასა და ცემაში იყო ბრალდებული, სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა მიიღო.


პროკურატურა აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას კანონით დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.





0
168
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
168