x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"მარტოხელა მონადირე", 63 წლის ყოფილი უკრაინელი მედესანტე შიშის ზარს სცემდა რუს აგრესორებს მის სოფელში
image

ხარკოვის ოლქში 70 დღიანი რუსული ოკუპაციის პერიოდში 63 წლის უკრაინელი ყოფილი მედესანტე დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა მტრის ზურგში.


ხან ვაზნებს პარავდა ყუთით, ხან მძიმე ტექნიკის ჭურვებს იპარავდა და მდინარეში ყრიდა, ხან მძიმე ტექნიკიდან და სატვირთოებიდან საწვავს მიწაზე ღვრიდა.


ვასილმა იმდენი მოახერხა რუს ოკუპანტებს საიდუმლო დოკუმენტაციაც კი მოპარა უკრაინელი სამხედროებისათვის გადასაცემად.



აგრესორები სოფელს და მიმდებარე ტერიტორიებს ჩხრეკდნენ უკრაინელი პარტიზანების მოსაძებნად, რათა დივერსიები აერიდებინათ. მათ არ იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ერთი შეხედვით ძალიან წყნარი და მშვიდი ასაკოვანი მამაკაცი მოქმედებდა და არა დივერსანტი პატრიოტების ჯგუფი.


მოხუცმა ქვეითთა საბრძოლო ქვეითთა მანქანებიდან აკუმულატორებიც კი ამოიღო და მიწაში დამარხა.


რუსი ოკუპანტების გასვლის მერე ვასილმა რუსების დანატოვარი ნაღმების გაუვნებელჰყოფა დაიწყო ასევე წარმატებით, სამწუხაროდ იღბალმა უმტყუნა როცა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ადგილობრივი მცხოვრების ცხედრის გადასვენებას აპირებდა. ცხედარი ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმით აღმოჩნდა დანაღმული, ნაღმის აფეთქებამ მოხუცს ფეხზე მძიმე დაზიანებები მიაყენა, საბედნიეროდ ის ცხედარმა დაიცვა და შედარებით იოლად გადარჩა, მოხუცმა საკუთარი ძაღლის საბელი გადაიჭირა ფეხზე და უკრაინელების პოზიციამდე მისვლა მოახერხა, უკრაინელმა სამხედროებმა მოხუცი სასწრაფოდ გადაიყვანეს საოპერაციოდ კლინიკაში.


მართალია მოხუსცს დაგლეჯილი ფეხის ამპუტაცია დაჭირდა, მაგრამ ყოჩაღადაა, სხვა მხირვ ჯანმრთელადაა და ამბობს, რომ აკეთებდა იმას რაც ნებისმიერი უკრაინელის ვალია-ებრძოლოს ნებისმიერი ხერხით ოკუპანტს.


63 წლის მოხუცი წარდგენილია ნედალზე "მამაცობისათვის".


0
277
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
277