x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120507
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"აკანკალებული ხმით ამოიკვნესა და კაცური ცრემლი უკან ჩაიბრუნა"- ვისზე საუბრობს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარის, ირინა სარიშვილის "რომანის" - "რუსული ხომალდის მგზავრების" მორიგი ეპიზოდის მთავარ პერსონაჟებად "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რომანის უცვლელი გმირი "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარე ვატო შაქარაშვილი იქცნენ. ნახეთ, როგორ გადანაწილდა ამჯერად, უკვე რომანის მე - 3 ეპიზოდში მთავარი როლები:


"ვისაც უკრაინელების ნამღერი არ მოგვეწონა ყველას პრორუსებს გვეძახიანო, აკანკალებული ხმით ამოიკვნესა ვატო შაქარიშვილმა და კაცური ცრემლი უკან ჩაიბრუნა.


შენ რა ყველაფერი გულთან მიგაქვს, მაგათ უბრალოდ ომი უნდათო, დააწყნარა ირაკლი კობახიძემ და ქოჩორი შეიზილა. იქვე ვიღაც უცნაურად ჩაცმულმა ქალმა ჩაიარა, გამარჯობა-ნახვამდისო და ნისლებში გაუჩინარდა.


კიჩოსთან ირაკლი ღარიბაშვილი ცალ მუხლზე იდგა და საქართველოს ერთიანობაზე ლოცულობდა.


ამონარიდი რომანიდან "რუსული ხომალდის მგზავრები" (ეპიზოდი 3)" - წერს ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.





0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291