x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
"არ ვიცოდეთ მაინც, რა კ@ერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს დაჭერილი" - ვის მიმართავს ირაკლი ოქრუაშვილი

image


საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საჯაროდ მიმართავს:


"გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ჩემს საქმესაც იხილავს. ამას წინათ უკრაინაში ომში ყოფნის დროს რომ ჩამინიშნა პროცესი, პოსტით ვიხუმრე, ჩამოვიდე და დავესწო თუ გავუშვა “რუსკი კარაბლის” მიმართულებით მეთქი. წაუკითხავს, “იკაცა” და ადვოკატის პირით მუქარანარევი ტონით შემომითვალა “ჩვენც ხალხნი ვართ” და ნუ გაგვაბრაზებსო.


ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი. არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს და სისტემას დაჭერილი – რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს. ისიც ვიცით შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს.


დრონი მეფობენ და არა მეფენი. მითუმეტეს მონები ვერასდროს მეფობენ, ყველამ დაიმახსოვროს.


6 საათზე ოპოზიცია საგანგებოდ იკრიბებაო. ამოვისუნთქე ეგ რომ გავიგე, იმისთანა წარღვნას და ქარიშხალს დაატრიალებენ."- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "რუსთავი 2-ის" დირექტორობისას კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.







0
569
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
569