x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119329
  • ვიდეო:354103
  • სურათი:491847
7 გასაოცარი ფაქტი სიზმრებზე, რომელთა შესახებ შესაძლოა არ იცოდეთ
7 გასაოცარი ფაქტი სიზმრებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ:


1.სიზმრებს ყველა ხედავს


სიზმარს ხედავს ყველა, მამაკაცები, ქალები, ჩვილი ბავშვებიც კი და ისინიც, ვინც აცხადებს, რომ სიზმრებს საერთოდ ვერ ხედავს. სინამდვილეში, ადამიანები ერთ ღამეში რამდენიმე სიზმარს ხედავენ, თითოეული მათგანი ხუთიდან ოც წუთამდე გრძელდება. საინტერესოა ასევე, რომ საშუალოდ, ჩვენი ცხოვრების 6 წელს ძილში ვატარებთ.


2. ყველა სიზმარი ფერადი არაა



ადამიანის ყველა სიზმრის 80% ფერადია, თუმცა ინდივიდების გარკვეული ჯგუფი აცხადებს, რომ სიზმრებს მხოლოდ შავსა და თეთრ ფერებში ხედავს. საზოგადოდ კი მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაღვიძებული ადამიანები ფერთა გამიდან ძირითადად რბილ, პასტელურ ფერებს ირჩევენ.


3.შეიძლება ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს


ადამიანების მსგავსად, ცხოველებსაც აქვთ ძილის ფაზები. ერთ–ერთი კვლევის დროს, გორილას ასწავლეს ნიშნების ენა, როგორც კომუნიკაციის საშუალება. ერთ მომენტში მან "ძილის სურათები" აირჩია, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ სიზმრების ნახვაც შეუძლია.

4.თუ ერთი და იგივე სიზმარს ხშირად ხედავთ, მაშინ თქვენი ქვეცნობიერი რაღაცის თქმას ცდილობს


თუ ერთსა და იმავე სიზმარს რამდენიმეჯერ ნახავთ, მაშინ უნდა შეძლოთ ამ სიზმრის აზრის ამოკითხვა. გავრცელებული შეხედულება, იმასთან დაკავშირებით რომ სიზმარი არაფრისმთქმელია არ არის სწორი. შესაძლოა სიზმარი უბრალოდ თქვენი ინტუიციითა და მოლოდინებით იყოს განპირობებული.

5.სიზმარს შესაძლოა გაღვძების შემდეგაც დაუბრუნდეთ


ადამიანი ხშირად ხედავს სასიამოვნო სიზმარს და გამოღვიძების შემდეგ გული წყდება ეს სიზმარი ბოლომდე რომ ვერ ჩაამთავრა. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ადმაიანს ერთი და იმავე სიზმრის გაგრძელება შეუძლია, თუ გამოღვიძების შემდეგ პოზას არ შეიცვლის და იმავე სიტუაციაში განაგრძობს ძილს.

6.ბრმებსაც აქვთ სიზმრები

ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან არიან ბრმა, სიზმრებში გამოსახულებებს ვერ ხედავენ, თუმცა ხმის, სუნის, შეხების და ემოციის აღქმა კარგად შეუძლიათ. ადამიანები, რომლებიც დაბადების შემდეგ დაბრმავდნენ, სიზმრებში გამოსახულებებსაც ხედავენ.


7.სიზმარში ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც გვინახავს


სიზმრებში ხშირად შეიძლება შევხვდეთ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობთ რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ეს სახეები არ არის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი, ეს იმ ადამიანთა სახეებია, რომლებსაც ოდესღაც შევხვედრივართ. შესაძლოა, მკვლელი შენს კოშმარში იყოს ადამიანი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე გყავს ნანახი რამდენიმე წლის წინ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ თუ დავფიქრდებით რამდენ ადამიანს შევხვედრივართ ცხოვრების მანძილზე, ჩვენი სიზმრის სიუჟეტისთვის მრავალი მოქმედი პირი გვყავს, რომელსაც ჩვენი ტვინი დროდადრო აცოცხლებს.

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0