x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120508
  • ვიდეო:354495
  • სურათი:492590
აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც სავარაუდოდ, დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

შეიძლება არსებობდეს პლანეტები, რომლებზეც განვითარებული, არამიწიერი ცივილიზაციები არსებობდნენ? შეიძლება, ჩვენზე ბევრად განვითარებული, არამიწიერი ცივილიზაცია არსებობდეს? – ეს კითხვები, უკვე რა ხანია, დედამიწელების უმრავლესობას აინტერესებს და რა თქმა უნდა, მათ შორის, მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც.

სამეცნიერო საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, დედამიწაზე სიცოცხლე არამიწიერმა ცივილიზაციებმა, 3, 8 მლრდ. წლის წინ, შემოიტანა.


image


ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში ფრენსის კრიკი (1916–2004 წწ.), რომელმაც დნმ-ის სტრუქტურა აღმოჩენა, თვლიდა, რომ თუ არსებობს სხვა ვარსკვლავის სისტემა ან სისტემები, რომლებიც მზის სისტემაზე ადრე გაჩნდა, მაგ., 10 მლრდ. წლის წინ, მაშინ არის შესაძლებლობა, რომ მასზე ტექნოლოგიურად განვითარებული უცხო ცივილიზაციების არსებობდეს. ხოლო, ამ თეორიის საფუძვლიანობას, მზის სისტემისგან მოშორებით, ეგზოპლანეტების ბოლოდროინდელი აღმოჩენები ადასტურებს.

imageმაგ., PSR B1620 ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწიდან, დაახლოებით, 12 400 სინათლის წლის დაშორებით, ღრიანკლის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მისი არაოფიციალური სახელი «მეთუშალა» და «დაბადების პლანეტაა».

ამ პლანეტის აღმოჩენის შემდეგ, ფრენსის კრიკმა სამეცნიერო საზოგადოებას, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნის ახალი თეორია შესთავაზა, რომელსაც «ინფექციური» უწოდა. მასში მეცნიერი უცხო ცივილიზაციაზე საუბრობს, რომელსაც დედამიწაზე პრიმიტიული სიცოცხლის ჩასახვა შეეძლო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენეტიკის სფეროში, ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა ეს მოსაზრება კიდევ უფრო განამტკიცა, რადგან აჩვენა, რომ: «დედამიწაზე სიცოცხლე, ბაქტერიებიდან დაწყებული – ადამიანების ჩათვლით, ერთი, წინაპარი უჯრედიდან, წარმოიქმნა». ახლა ის არის გასარკვევი, თუ როგორ გაჩნდა ეს უჯრედი ჩვენს პლანეტაზე?

imageმანფრედ ეიგენმა (1927–2019 წწ.), ასევე ნობელის პრემიის ლაურეატმა, ქიმიის დარგში, მაქს პლანკის საზოგადოების (MPG) მეცნიერთა ერთ–ერთ ჯგუფთან ერთად, რნმ–ის (რიბონუკლეინის მჟავა) «უკუ» თანმიმდევრობის შედგენა შეძლო, რომელიც დნმ–ის გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს და რომლის გამოყენება ცილების სინთეზირების პროცესში შეიძლება.

მეცნიერის აზრით, თუ «პირველი გენი» დედამიწაზე, ადამიანის გენეტიკური კოდის სახით, 3, 8 მლრდ. წლის წინ გაჩნდა, მაშინ ის არამიწიერი წარმოშობის უნდა იყოს.

ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება, მრავალი წლის მანძილზე, უარს ამბობდა არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაზე. თუმცა, ახლა, ისინი უკვე განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს, შეიძლება, არამიწიერი წარმომავლობა ჰქონდეს... და რომ, დედამიწაზე, სიცოცხლის შექმნაზე, პასუხისმგებლობა არამიწიერ ცივილიზაცია ეკისრება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სასაცილო სიტუაციები გზებზე (15 ფოტო)

* 10 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ!

* სილამაზის 25 წესი, რომელიც ყველა გოგონამ უნდა იცოდეს

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ

* საინტერესო ფაქტი, დიდი გამოგონებების შესახებ

* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია

0
709
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
709
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0