x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119330
  • ვიდეო:354109
  • სურათი:491847
ქალი კინაღამ მოკვდა სალონში თავის დაბანის შემდეგ - რა მოხდა?!
თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელისგულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ, ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.



image



თმის მოვლა და პროცედურების ჩატარება სალონში, ქალებისთვის ერთ-ერთი საყვარელი რუტინაა. ქალების უმეტესობა ერთხმად აღიარებს, რომ ურჩევნია თმის შეჭრის დროს თავის სალონში დაბანა, რადგან ამ დროს თავს განახლებულად და უფრო დასვენებულად გრძნობენ. თუმცა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი და პირიქით, დასვენებით სავსე პროცედურა, სულაც არ არის ასეთი უსაფრთხო.



image




1993 წლის კვლევებმაც ცხადყო, რომ განსაკუთრებით მოხუცებში, სალონში ვიზიტის შემდეგ შესაძლოა ინსულტი განვითარდეს. დღევანდელი სტატიის მთავარი გმირი ქალბატონიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს, რადგან სალონში ვიზიტის შემდეგ, მას ინსულტი დაემართა. რაშია საქმე?



რა ხდება სალონში ვიზიტის შემდეგ ინსულტის მიზეზი?



ელიზაბეტ სმიტი, რომელიც სალონში სავარძელზე უკან გადაწეული თავით გარკვეული დრო იჯდა, ინსულტი დაემართა.



image



"ვგრძნობდი, რომ თავში რაღაც ადუღდა, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. რაღაც მომენტში მეგონა კიდეც, რომ მოვკვდი " - ამბობს ელიზაბეტი.



ექიმები ამბობენ, რომ ქალის ინსულტი მიზეზი, თავის უკან გადახრილი პოზიცია გახდა. ირკვევა, რომ მსგავსი პოზიცია საშიშია ინსულტის განვითარებისთვის, რადგან ხერხემალსა და არტერიებს სისხლის ნაკადი ვეღარ მიეწოდება, სისხლი იწყებს შესქელებას და ვითარდება ინსულტი.



„რამდენიმე მაღალკვალიფიციურმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ინსულტის მიზეზი იყო არტერიების შეკუმშვა თმის დაბანისას“, - ამბობს ელიზაბეტის ადვოკატი კარე ნაჰამა.



image



ელიზაბეტმა დღეს მხედველობა დაკარგა. ექიმები ამბობენ, რომ ეს სამუდამოა. დროდადრო ქალს აქვს თავის ძლიერი ტკივილი და უკვე 250 000 დოლარი დახარჯა მკურნალობასა და მედიკამენტებზე. ახლა სალონს უჩივის და მისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.




0
479
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0