x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119330
  • ვიდეო:354109
  • სურათი:491847
"საეკლესიო ზარებს კოვიდის განდევნა შეუძლია" - თინა თოფურია
imageთინა თოფურია, ჰომეოპატი და აკადემიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ტელეეთერებიდან და ინტერვიუებიდან როგორც კოვიდვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს ეკლესიის ზარების სამკურნალო თვისებების შესახებ და წერს:




"ამას ვითხოვ პანდემიის დაწყებიდან - საეკლესიო ზარების საოცარი შესაძლებლობის გამოყენებას. მათ ვიბრაციებს შესწევთ უნარი კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე. უკვე მეცნიერებამაც აღიარა რომ ზარების რეკვა ანადგურებს სხვადასხვა პათოგენებს ან ასუსტებს იმდენად რომ ვეღარაფერს გავნებენ."

თინა თოფურიას მედიასაშუალებებში აქტიურობის შემდეგ ფარმაკოზედამხედველობის, სამედიცინო და სარეგულაციო საქმეთა მენეჯერმა, ელისო კოკაიამ შეკითხვა გაუგზავნა მეცნიერებათა აკადემიას, საიდანც მიიღო პასუხი, ჰომეოპათი თინა თოფურია, რომელიც თავს აკადემიკოსს უწოდებს, არ გახლავთ ამ ოფიციალური უწყების აკადემიკოსი.


imageთინა თოფურია, ერთ-ერთ ანტივაქსერულ მოწოდებაში, აშშ-ს მთავარი ეპიდომოლოგის ენტონი ფაუჩის სიტყვებიც კი "მოჰყავს", "რომ კორონას საწინააღმდეგო ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს საწინააღმდეგო ეფექტი და იმის ნაცვლად რომ დაიცვას აცრილი ვირუსისაგან პირიქით გააძლიეროს ვირუსისადმი მგრძნობელობა და დაავადება უფრო რთული ფორმით დაემართოს" და ამის მტკიცებულებად მიუთითებს გამოცემა WND-შ ბმულს, თუმცა თუ ვიკიპედიაში გადაამოწმებთ ამ გამოცემაზე ინფორმაციას, ირკვევა, რომ ინტერნეტგამოცემა WND არის ცნობილი შეთქმულების თეორიით დაკავებული და სიცრუის გავრცელებით დაკავებული.


გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა თამარ ჟამურაშვილმა თინა თოფურიას ჩვეულებრივი შარლატანი უწოდა:

"ასეთი შარლატანები ყველგან არიან. სამწუხაროდ, ვერც კი მიედავებით კანონის ძალით, პაციენტები საკუთარი ფეხით მიდიან მათთან, დიდ თანხებსაც უხდიან და საკუთარი ნებით ატყუებინებენ თავს…


‼️ ქალბატონი თოფურიას კოლეგად ნამდვილად არ მივიჩნევ თავს, ამიტომ ნურც ეთიკური ნორმების დარღვევაში დამადანაშაულებთ ზოგიერთნი თქვენი მოკლე ჭკუით, რომელიც იმდენსაც კი ვერ წვდება, ორი ექიმი მათი განვლილი გზისა და კომპეტენციის მიხედვით შეაფასოთ და მიხვდეთ, ვის დაუჯეროთ. ან ის მაინც დაინახოთ, ვინ ელოდება თქვენგან მალამოში თანხის გადახდას, ვინ აკეთებს თქვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე ფულს და ვინ მხოლოდ ინფორმაციას გაწვდით.


‼️ არც ის ექიმები მიმაჩნია კოლეგებად, რომლებიც “თინების” სექტას მიეკუთვნებიან. მეტსაც გეტყვით, ამის საშუალება რომ მქონდეს, თითოეულ მათგანს ლიცენზიას დაუფიქრებლად ჩამოვართმევდი. 6 წელი სამედიცინოზე ისწავლო და პანდემიის დროს ვირუსის წინააღმდეგ მალამოს გამოყენება საეჭვოდ მაინც არ მოგეჩვენოს… რაზე მეტყველებს ეს ფაქტი, სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდვია."-წერდა გასული წლის აპრილში თამარ ჟამურაშვილი.


0
237
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0