x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119330
  • ვიდეო:354109
  • სურათი:491847
"წარწერის გაკეთება დავიწყოთ ხოლმე ასოებით "ტყ"....- რას წერს მიშა მშვილდაძე

image


პროდიუსერი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სამოქალაქო აქტივისტებს საჯაროდ მიმართავს. ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


1. სტიკერების გაკვრა ბოძებზე და ასფალტზე და ღობეებზე დანაშაული არ არის და პოლიციას არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უფლება.


2. რომც დაკვალიფიცირდეს სტიკერის გაკვრა, როგორც ქალაქის იერსახის დამახინჯება და ადმინისტრაციული კანონდარღვევა, პოლიციას არ აქვს მოვალეობა, რომ ქმედება იქვე აღკვეთოს და ადგილზე დააკავოს ადამიანი რომელსაც მერე მაქსიმუმ დააჯარიმებენ – მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება ბევრად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე ქალაქის იერსახე და თუ პირველში მოქალაქეს გადაცდომა მოუვა, არაა აუცილებელი რომ პოლიციამ იქვე დააკავოს და ატეხოს ხმაური – შეუძლია დააჯარიმოს პოსტ ფაქტუმ მშვიდად და ღრიალის გარეშე სახლში მიუვიდეს ჯარიმა – მაგრამ პოლიცია საჯაროდ და ხმაურით აკავებს ყველას ერთადერთი მიზნით – რომ შიში დათესოს გამპროტესტებლებში და ძალა გვაჩვენოს – სამარცხვინო საქციელია ეს


3. ქუთაისში აკეთებდნენ აქტივისტები პულველიზატორით ღობეზე წარწერას “მოგიტყანთ სისტემა”, რა დროსაც პოლიციელებმა ისინი დააკავეს ადგილზე და მოსწრებული ჰქონდათ მხოლოდ ორი ასოს დაწერა – მო.. დანარჩენი ვერ მოასწრეს – ძვირფასო აქტივისტებო, თუ ჩვენი პოლიციის ოპერატიულობა ისეთია, რომ მათ გამოჩენამდე ორი ასოს დაწერა ესწრება, მაშინ წარწერის გაკეთება დავიწყოთ ხოლმე ასოებით “ტყ” და თუ პოლოცია მოვიდა და წერა შეგვაწყვეტინა, პროტესტი დაფიქსირებული იქნება, თუ არ მოვიდა, შემოვაწერთ გარდი გარდმო სრულ ტექსტს" – წერს მიშა მშვილდაძე.




0
457
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
457